აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (USS Potrer) ბათუმშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 13:31

აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (Porter) (DDG 78) 23 ივნისს ბათუმის პორტში შემოვიდა. ეს არის გეგმიური ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების შავ ზღვაში მოქმედებისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის ფარგლებში.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს საზღვაო ხომალდის მესამე ვიზიტია საქართველოში. COVID-19 პანდემიის გამო პორტში ყოფნის დროს საზღვაო ხომალდის პერსონალი არ დატოვებს ხომალდს.

აშშ-ის საზღვაო ხომალდი „ პორტერი” არის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების არლი ბუკეს ტიპის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება.

ამერიკის საზღავაო ძალები ხშირად ახორციელებს საზღვაო ხომალდების ოპერაციებს შავ ზღვაში, რაც შესაბამისობაშია მონტროს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან.
აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი”, რომლის მეთაურია კაპიტანი კრეგ ტრენტი, ესპანეთში საზღვაო ძალების სადგურის, „როტას” ნაწილია. ის ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში და იცავს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში.

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა იტალიაში, ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და სრული სპექტრის საზღვაო ოპერაციებს, ხშირად, მოკავშირეებთან და უწყებათა შორის პარტნიორობით იმისათვის, რომ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და ხელი შეუწყოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.

თბილისში ამერიკის საელჩოს პრეს-რელიზი

https://ge.usembassy.gov/ka/uss-porter-visits-batumi-june-23/

შავი ზღვის ერთობლივი ქართულ-უკრაინული კვლევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 მაისი 2016 15:59

ბათუმი. 27 მაისი 2016 – 27 მაისს ბათუმის საზღვაო პორტში შევიდა ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“, რომლის მეშვეობით ხორციელდება შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა. კვლევის მიზანია შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება. კვლევაში მონაწილეობენ მეცნიერები უკრაინიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოდან.   
ბათუმის პორტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება და კონცერტი. მკვლევართა ჯგუფს შეხვდნენ თამარ ბაგრატია - საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, და გიორგი ერმაკოვი - ბათუმის მერი.
ჟურნალისტებისათვის შედგა ტური „მარე ნიგრუმზე“. აქვე გაიმართა პრეს კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრისა და უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.
კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა 17-23 მაისს უკრაინის ეკონომიკურ ზონაში. ამის შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“ გავიდა ოდესის პორტიდან და გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით. ნაოსნობის მსვლელობაში მიმდინარეობდა კვლევები შავი ზღვის ღრმაწყლიან ცენტრალურ ნაწილში. კვლევითი პროგრამა დასრულდება 30 მაისს საქართველოს ეკონომიკურ ზონაში.    
შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.
კვლევა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის მიერ ზღვის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით.  
შავი ზღვის ერთობლივი კვლევა ხორციელდება „შავი ზღვის  გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის კომისია (EC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ბათუმის პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი შემოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016 10:54

27 მაისს ბათუმის საზღვაო პორტში შემოვა ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“, რომლის მეშვეობით ხორციელდება შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა. კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.
შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით.

ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი კვლევების ჩასატარებლად ინდოეთის ოკეანისკენ გაემართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 16:57

დღეს დილით, ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „სიანიანხუნ-10“, უპილოტო ბატისკაფებით „ციანლუნ-1“ და „ციანლუნ-2“ გემბანზე, სანიას პორტიდან ინდოეთის ოკეანისკენ გაემართა სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინელი ოკეანელოგებისთვის ეს უკვე მე-40 ექსპედიციაა. დღევანდელი ექსპედიცია 170 დღეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „სიანიანხუნ-10“ გადალახავს 13 ათას საზღვაო მილს. აღნიშნულ ექსპედიციაში მონაწილეობს 182 სპეციალისტი და ინჟინერ-ტექნიკოსი, ასევე გემის ეკიპაჟის 50 წევრი.

ექსპედიციის ხელმძღვანელის ტაო ჩუნხუეს თქმით, ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეცნიერები ჩაატარებენ გამოკვლევებს პოლიმეტალის სულფიდების სფეროში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური