აზერბაიჯანში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 09 თებერვალი 2020 12:03

ადგილობრივი დროით 08:00 წთ-ზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე (ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის გარდა) საარჩევნო უბნები გაიხსნა და აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესებს ამ დროისათვის ადგილი არ ჰქონია.

10 საათის მონაცემებით არჩევნებში ხმა მისცა 670 086 ადამიანმა. ამომრჩეველთა აქტივობა 12,57 პროცენტს შეადგენდა.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 125 საარჩევნო ოლქი და 5573 საარჩევნო უბანი. აქედან 5442 საარჩევნო უბანი მოქმედებს მუდმივ საფუძველზე, ხოლო 131 დროებით. მუდმივი უბნების ამომრჩეველთა სიებში შყვანილია 5 238 000 ამომრჩეველი, დროებითში - 91461 ამომრჩეველი.
ამრიგად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 5 329 461.
როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში დარეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის კანდიდატი. მათი რიცხვი 1314-ია.
ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს (ორი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ერთი კი საფრანგეთიდან). 

არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. მათი შეფასება ორშაბათს გახდება ცნობილი.
მათ ვისაც მხედველობის პრობლემა აქვთ წენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდა სპეციალური ბიულეტენები. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 1389 უბანი აღჭურვილია პანდუსებით.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00-ზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს 130-ზე მეტი უცხოური მედიასაშუალება. მათ შორის არის საქართველოს წამყვანი საინფორმციო საშუალებების ჟურნალისტების დელეგაციაც.


ავთანდილ ოთინაშვილი, ნათელა ზუბაშვილი
სპეციალურად ბაქოდან

 

 

 

 

თურქეთში საპარლამენტო არაჩვნები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 12:14

დღეს თურქეთში საპარლამენტო არაჩვნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა უკვე დაიწყო.

TRT-ქართულის ცნობით, 32 რეგიონში ხმის მიცემის პროცედურა 07:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდება. დანარჩენ რეგიონებში კი 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 54 მილიონ 49 ათას 940 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საზღვარგარეთის ხმები კი უკვე თურქეთშია. ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ საზღვარგარეთიდან ჩატანილი ხმების დათვლაც ერთსა და იმავე დროს დაიწყება. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კი ხმის მიცემის პროცედურები თურქეთის დროით დღეს 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური