ხიდაშელის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 11:31

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც გონიოში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ლევან იზორიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.კითხვაზე, დამატებით რისი გაკეთება შეეძლო თავდაცვის სამინისტროს, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მას ძალიან უჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, იქედან გამომდინარე, რომ აქვს ის ინფორმაცია, რაც მედიაში ვრცელდება.მისივე თქმით, რაც გონიოში მოხდა, არის ძალიან დიდი ტრაგედია და თინა ხიდაშელს არ მიაჩნია, რომ ეს თემა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ან ნებისმიერმა პოლიტიკოსმა რაიმე პოლიტიკური დაპირისპირებისთვის უნდა გამოიყენოს.ხიდაშელის თქმით, ეს არ იქნება სწორი და ღირსეული საქციელი არავის მხრიდან.


ბესელია უსუფაშვილისა და ხიდაშელის განცხადებაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 10:46

კანონმდებლები თავდაცვის ახალი მინისტრის მიმართ თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან. უმრავლესობის ლიდერები მას პრემიერის მსგავსად "არაადეკვატურს" უწოდებენ.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია.„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკური წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა არა ადეკვატურ რამეს ან გააკეთებინებს იმას, რაც არ კორექტული, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები. წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.ლევან იზორიას მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებლად მიაჩნია ფრაქცია ქართული ნების თავმჯდომარესაც.ამ თემაზე განცხადება გააკეთა რესპუბლიკელების წევრმა ვახტანგ ხმალაძემაც, რომელიც მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელის განცხადებებში არაადეკვატური არაფერი არ ყოფილა.

 

პრემიერი ხიდაშელისა და უსუფაშვილის განცხადებებს პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 11:37

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით, ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს ეხმაურება.პრემიერი მათ განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ ემოციების დაძლევის შემდეგ, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ.„გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო

ხიდაშელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საკითხზე

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 14:08

     პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია,- ასეთია თინა ხიდაშელის პოზიცია. თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე განმარტებები დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. 

ხიდაშელი გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 10:04

 თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯერჯერობით რჩება, ამ საკითხზე რესპუბლიკელ მინისტრს კონსულტაციები პრემიერთანაც ჰქონდა. ხიდაშელისთვის უცნობია ვინ დაიკავებს მის პოზიციას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს. "მე და პრემიერმა კალენდარი შევათანხმეთ ერთმანეთთან და ყველაფერს ცივილიზებულად, ისე, რომ არანაირი საქმე არც ერთი წამით არ დაზარალდეს, დავასრულებ. მე არ ვიცი ჩემი შემცვლელი ვინ იქნება, ეს აღარ არის ჩემი საქმე, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს," - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.თავდაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. ხიდაშელი მინისტრის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არ ეთანხმება."ადამიანების არჩევანს პატივს ვცემ, სანამ მჯერა, რომ ადამიანები წესიერი და სწორი ღირებულებების მატარებლები არიან, გიგლა ნამდვილად ასეთია, ამიტომ, მე მას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები მის არჩევანს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.როგორც ცნობილია, აგულაშვილმა გუშინ რესპუბლიკური პარტია დატოვა.  

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობებს, აგულაშვილი კი ”რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 15:39

ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობებს ტოვებენ, გიგლა აგულაშვილი კი -”რესპუბლიკურ პარტიას”. ვინ დაიკავებს თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების პოსტებს, ჯერ უცნობია. თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერმინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 12:34

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საგანგებოდრესპუბლიკური პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი განმარტებით, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიასთან შეთანხმებით, პრემიერთან დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც დღემდე უძღვებიან და ჩაერთვებიან პარტიულ აქტივობაში.უსუფაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური პარტია მზად იყო, რომ მათი პარტიიდან მთავრობაში მყოფი წევრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდეც, და რესპუბლიკური პარტია მათ გარეშე გავიდოდა საარჩევნო კამპანიაში, თუმცა უსუფაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამსხვაგვარად გადაწყვიტა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელი აღმოჩნდა. 

ხიდაშელის აზრით, საქართველომ ვარშავის სამიტიდან მაქსიმუმის მიღება შეძლო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 10:45

ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და სამიტის დეკლარაციას დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველომ მაქსიმუმის მიღება შეძლო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამიტზე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხი არ განიხილებოდა. მინისტრი საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობს. ხიდაშელის თქმით, ქართული მხარე ოქტომბერში ჩანიშნული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალისათვის მზადებას უკვე დღეიდან დაიწყებს.

თინა ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 11:05

თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა. ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა პარიზში. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება.

ხიდაშელი ნატო-ს წევრ ქვეყნებში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 10:25

ნატო-ს სამიტისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის წევრ ქვეყნებში შეხვედრებს გამართავს. პირველი აუდიენცია პოლონეთში შედგება. მინისტრი გლობალურ ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას და პანელზე სახელწოდებით - „შევინარჩუნოთ ევროპული უსაფრთხოება“ სიტყვით გამოვა. პოლონეთის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, ასევე გაერო-ს შტაბბინაში, სადაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური