კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მაისი 2018 12:09

ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება. 

კალაძის თქმით, ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია. 

„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ “, - განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება „ფეისბუქ“ რეკლამაზე დახარჯულ თანხებს ,კალაძე აცხადებს, რომ „ალბათ, ამ თანხის დახარჯვის საჭიროება იყო“.

„მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.

მექსიკაში მოსახლეობის დასახმარებლად სამთავრობო წარმომადგენლების ხელფასები შეამცირეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 13:15

მექსიკის პრეზიდენტმა, საწვავზე ფასის მომატების ფონზე, მოსახლეობის დახმარების გეგმა შეიმუშავა. ენრიკე პენია ნიეტომ შეხვედრა გამართა მინისტრთა კაბინეტსა და ბიზნეს ლიდერებთან. მან მხარეებს მოუწოდა, დაასტაბილურონ არსებითი პროდუქტების ფასი და სანაცვლოდ, შეამცირონ სამთავრობო წარმომადგენლების ხელფასები. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საწვავზე ფასის ოცი პროცენტით ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, მექსიკის მოსახლეობა ქუჩაში, საპროტესტო აქციები გაიყვანა. ასევე, გახშირდა ქურდობის და ვანდალიზმის ფაქტებიც.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური