სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 16:53

სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავია იერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ღია აგრესია უწოდა და დაუყოვნებლივი ზომების მიღების მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

დამასკოს ბრალდებას საერთაშორისო კოალიცია უარყოფს და აცხადებს, რომ შეტევა ამ რაიონში საერთოდ არ განუხორციელებია.

"გასაკვირი არ არის თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება"-კახი კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:04
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, თუკი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს - თქვენ იცით, რომ ,,ქართული ოცნება" ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული. შესაბამისად, იმაში, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება რაიმე პასუხი გავცე ამ კონკრეტულ კითხვას",- განაცხადა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ერევანში აქციები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 15:10

კონსტიტუციური რეფორმებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

მოძრაობა „ახალი სომხეთი“, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ქალაქის ცენტრში, მერიის აკრძალვის მიუხედავად, კარვების გაშლას გეგმავს. 

ქალაქში მობილიზებულია პოლიცია. მსვლელობის პირველივე დღეს, სამართალდამცველებთან შეტაკებების გამო, პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი გაათავისუფლა. 

აქციის მონაწილეები 6 დეკემბერს დაგეგმილი კონსტიტუციური რეფორმების შესახებ რეფერენდუმის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის შედეგებზეცაა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში წყობა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე.

"სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან,"- დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 17:00

"არავინ არსად არ არის ჩაკეტილი. სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან,"- ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. 

"არავინ არსად არ არის ჩაკეტილი. სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან. ჩემთვის როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში,"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ამავე თემაზე ისაუბრა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

"მმართველი გუნდი ოთახებში შეკეტილი არ არის აქტიურად და ადეკვატურად მოქმედებს, შესაბამისად დღევანდელი დღეც ამას ადასტურებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ. პროცესი მიდის და უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,"- განაცხადა კულტურის მინისტრმა. 

„სირიის ხელისუფლებაში ასადის დარჩენა ქვეყანას არაფერს მოუტანს“-არეშიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 16:35

 კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, სირიის ხელისუფლებაში ასადის დარჩენა ქვეყანას არაფერს მოუტანს.

„თუ სირიის ხელისუფლებაში მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი დარჩება, მაშინ სირიისათვის არაფერი შეიცვლება. ხოლო, თუ იგი წავა, მაშინ, შეიძლება, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდება გარკვეული კოალიცია და ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლა  ეფექტური გახდება“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძემ.

სირიაში ჩატარდება საერთაშორისო დონის შეხვედრა, რომელშიც ბაშარ ასადის მთავრობისა და ოპოზიციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგად, უნდა შეიქმნას ახალი გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც სირიაში ახალ კონსტიტუციას მიიღებენ. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებისგან პენსიის 50 ლარით გაზრდას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 12:49

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასა და პენსიის ზრდის რეალური შესაძლებლობის გამოყენებას მოითხოვს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მილიონი ლარია საჭირო.

„როცა საქართველოში ოჯახების მასობრივი გაღატაკება მიმდინარეობს, ივანიშვილი და მისი მთავრობა უნდა ვაიძულოთ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს, რისი რეზერვიც ბიუჯეტში დღესაც არსებობს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტია 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მოითხოვს

რატომ გააპარა კოდუა ხელისუფლებამ ქვეყნიდან - ელისო კილაძის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 10:48

სამეგრელოს კასრების საქმეში ერთ-ერთი ორგანიზატორი კოხტა კოდუა ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააპარა,ამ განცხადებას „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აკეთებს.

მისი თქმით, 2013 წელს კოდუა „ქართული ოცნების“ დეპუტატების და მინისტრების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასაც გეგმავდა.

„კოხტა კოდუა საქართვლოში იმყოფებოდა 2013 წელს. ჟურნალისტური გამოძიების დროს როდესაც სამეგრელოში ვიმყოფებოდი პირადად ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ კოხტა კოდუა სამეგრელოში აკეთებდა თავისი თანამზრახველების მობილიზაციას. საუბარი იყო ადამიანთა პირადი ცხოვრების, მათ შორის ოცნების დეპუტატების და მინისტრების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებაზე. მე გადავეცი, ამ პირის საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონი მაშინდელი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს, მაგრამ კოხტა კოდუა საქართველოდან გააპარეს და სამეგრელოს კასრების ერთ-ერთ ორგანიზატორს მისცეს საშუალება ქვეყნიდან გაპარვის. ვსვამ კითხვას, რა დამოკიდებულებაა ეს ადამიანების წამებაში მონაწილე პირების მიმართ?“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას არ ებრძვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
როგორც ღარიბაშვილმა გუშინ საგარეჯოში, მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, ტელევიზიები მოსახლეობას ძირითადად მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან. 
"მოდით შევხედოთ დღეს რა ხდება მედიის მიმართულებით. დღეს ტელევიზიები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. მოსახლეობას ესმის მხოლოდ ნეგატივი, პრობლემები. ისედაც დაძაბულ მოსახლეობას ყოველდღიურად ძაბავენ. იმ სიკეთეებზე, რომელიც ახლა აქ ჩამოგითვალეთ, პრაქტიკულად არ არის საუბარი მედიაში. ყოველდღე საუბარია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა ავტოავარიაში, სად რა ინციდენტი მოხდა. მთელი დღე მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
ჩვენზე, ჩვენს მთავრობაზე ამბობენ, რომ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს? ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთავრობასთან იყო ასოცირებული, ეს იყო "მე-9 არხი", რომელიც ეკუთვნოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ბატონმა ბიძინამ დახურა ეს არხი პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სანამ პოლიტიკიდან წავიდოდა. მას შემდეგ, გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, არის მხოლოდ ოპოზიციური", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყოველთვის არის მეორე, დამაბალანსებელი, ალტერნატიული წყარო ინფორმაციის მიღების და ხალხს აქვს საშუალება, რომ მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. 
"სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედიასაშულებები მუშაობას გააუმჯობესებენ, მოსახლეობას სწორად მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახმა დაგეგმოს სწორად საკუთარი მომავალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

აშშ-ს ხელისუფლება ტერაქტების მოლოდინშია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 16:20

ტერაქტების საფრთხის გამო შეერთებულ შტატებში სასწავლო პროცესი შეწყდა. კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ფერფილდში 17 სასწავლებელი დაიხურა. ამ ზომებს უსაფრთხოების სამსახურმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამ სკოლაში ანონიმური შეტყობინება შევიდა მოსალოდნელი თავდასხმებისა და ტერაქტების შესახებ.

პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელმა მამაკაცმა ერთერთ სკოლაში დარეკა და განაცხადა, რომ საკუთარი შეყვარებული მოკლა, ჰყავს მძევლები და ხელნაკეთი ბომბები აქვს, ამ ზარიდან რამდენიმე წუთში აფეთქებების მუქარის შემცველი ზარები კიდევ ორ სკოლაში შევიდა. უსაფრთხოების სამსახური ანონიმური ზარის ავტორის დადგენას ცდილობს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი უკვე ჰყავთ.

"ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას", - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:56

315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებასთნ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გადატრიალების უფლებას არავის მისცემს.

„ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას.

"არსახსენებლებს" ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც არის სახე იმ ნიღბიანი ჯალათის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. პირდაპირ ხდება მოწოდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას.

"ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური