საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 აპრილი 2020 13:06

21 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი- თბილისის მიმართულებით.

მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან,  ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
 
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აპრილი 2020 13:55

დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან  მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
 
მგზავრებს შორის არიან  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები,   ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
 
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან,ვენიდან,ამსტერდამიდან, ლონდონიდან,მათ შორის ათენიდანაც( "ეგეოსის ავიახაზები").
 
უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები:
 
 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი, 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი,21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი,
24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი,27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.
 
აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
 
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს.

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 11:21

„თურქეთის ციხეებში არსებული პირობების შესახებ ანგარიში: In Prison 2017“ - ამ სათაურით მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა (PPJ) თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში, 66 ადვოკატთან და 197 დაპატიმრებულის ნათესავთან ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით, 80 ციხის ზოგადი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

ანგარიში მოიცავს, როგორც ციხეებში ფიზიკური პირობების, ადვოკატთან წვდომის უფლების, ტელეფონისა და წერილის უფლების, კვების მომსახურების, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და ვიზიტორთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით 80 ციხის ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე პირად საჩივრებსაც.

ანგარიშის შესავალში და დასკკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ისეთ გავრცელებულ ქმედებებზე, როგორიცაა: წამება, გაუპატიურება, მუქარა და არასათანადო მოპყრობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხების შესახებ CPT- ს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების უფლება არ მისცა. ასევე საერთაშორისო და ეროვნული დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებაც შეიზღუდა.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმის „ტვიტერზე“ (https://twitter.com/platformpj) გამოქვეყნდა.

ანგარიშის შესახებ ბმული: http://www.platformpj.org/report-comprehensive-report-prison-conditions-turkey-prison-2017/

დაბა სურამის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 10:51

რამდენიმე დღის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებული დაბა სურამის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრიოვების განცხადებით, გაწმენდითი სამშაოები, რომელიც ნინოშვილის ქუცაზე დაიწყო, მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

მოსახლეობის განცხადებით, ისინი რამდენიმე წელია ითხოვენ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, თუმცა უშედეგოდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, დაზარალებულთა პრობლემები ეტაპობივრად მოგვარდება.

სტიქიის შედეგად ხაშურის რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. არის მსხვერპლიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ სრულად გამოიძიოს აფგან მუხთარლის გატაცება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 17:42
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ბორის სილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, პარტია 
 
„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და მისი აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის შესახებ მწუხარება
 
გამოხატეს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები და საქმის კურსში ამყოფოს თანამომხსენებლები 
 
გამოძიების შედეგებზე, რომელსაც ისინი გულდასმით ადევნებენ თვალს.

Human Rights Watch: თურქეთში გამოცემული კანონის ძალის მქონე განკარგულებები წამებას ამარტივებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 11:37

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თურქეთის ხელისუფლებას პატიმართა წამებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 47 გვერდიანი ანგარიში შეიცავს გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის 13 შემთხვევის აღწერას, მათ შორის სახელდება წამება, უძილოდ დატოვება, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.
HRW-ს ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის ჰიუ უილიამსონის განცხადებით, თურქეთის მთავრობის მიერ წამების წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების გაუქმება სამართალდამცველებს პატიმრების სურვილისამებრ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის საშუალებას აძლევს.
″ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც იმას გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი სამართალდამცველი ზუსტად ასე მოქმედებს. თურქეთის მთავრობამ ეს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზომები ისევ უნდა აღადგინოს.″- განაცხადა მან.
კანონის ძალის მქონე ბრძანებულებაში არსებული ერთ-ერთი მუხლის საშუალებით სახელმწიფო მოხელეები, ამ დავალებების შესრულების დროს ჩადენილი ყოველგვარი ქმედების პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. გარდა ამისა, თურქეთის ოფიციალური პირების მიერ გაეროს წამების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის თავიდან აცილებაც, წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ვალდებულებებთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პატიმრების უმრავლესობას ციხეში მომხდარ მოვლენებზე საუბრის ეშინიათ.
ანგარიშზე მუშაობის დროს, HRW-ის თანამშრომლები 40 ადვოკატს, უფლებადამცველს, ყოფილ პატიმარსა და სასამართლო ექსპერტიზის ექიმს გაესაუბრნენ.
წყარო: https://www.hrw.org/tr/news/2016/10/25/295598

„ეს არის ხელისუფლების პოლიტ-ტექნოლოგიური უგუნურება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 31 ივლისი 2016 22:23

„ეს არის დადასტურება იმ მარტივი ჭეშმარიტების, რომ ქართული ოცნება ვერასოდეს ვერ ახერხებს, რომ მატარებელში თავის დროზე ჩაჯდეს და მუდმივად გასულ მატარებელს ახტება ხოლმე. ეს საქმე რომ აღძრულიყო პაპუაშვილის პირველი განცხადების შემდეგ, ხელისუფლებას ექნებოდა მორალური უპირატესობა და ასე მაღლა არ აიწევდა ეს თემა, მინი-კრიზისად არ ჩამოყალიბდებოდა. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც არჩია სირაქლემის პოზის დაჭერა. ლაპარაკობდნენ, რომ ეს იყო ჭორაობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, მათ მაინც მოუწიათ საქმის აღძვრა, მაგრამ მოუწიათ უკვე მათთვის წამგებიან მდგომარეობაში, როდესაც პაპუაშვილმა მოახერხა ამის უმაღლეს დონეზე ატანა და ფაქტობრივად, ეს იქცა საერთაშორისო სკანდალად. ეს არის ხელისუფლების პოლიტ-ტექნოლოგიური უგუნურება.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ლევან მურუსიძე ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 ივნისი 2016 12:10

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდოვანი, ლევან მურუსიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ლევან მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა. მისი განცხადებით- "თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან".

 

მურუსიძის თქმით, სასამართლო დღესდღეობით არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ლევან მურუსიძესია.

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ცნობილი მულტფილმის მსგავსად, სოფელი სიმღერით აშენდება, მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინფორმაციით, როდესაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, საუბრის თემა სასამართლოში არსებული პრობლემები, მათ შორის, ხელფასების მომატების და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები იყო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოზდებ, თავი დაანებონ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ხომ ყველა თანხმდება, რომ ადრე სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები იყო. იმაზეც ხომ ვთანხმდებით, რომ სასამართლო დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. იმედი, მაქვს, მომავალში სასამართლო კიდევ უფრო უკეთესი გახდება. სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლებისგან, გათავისუფლდა ოპოზიციისგან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. გათავისუფლდა ოპოზიციისგან. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პატიას და ხელისუფლების ყველა შტოს“, - აღნიშა ლევან მურუსიძემ. 

თურქეთში უმსხვილესი კომპანიას “Boydak“ ჰოლდინგის მეპატრონეები მათი პრეზიტენტ ერდოღანის ოპოზიციაში ყოფნის გამო დააპატიმრეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 მარტი 2016 14:04

პრეზიტენტ ერდოღანის ხელისუფლება თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით, ასევე ხელში ჩაგდებისა და მისი მთავრობის გამკრიტიკებელი ჟურნალისტების დაპატიმრებისთან ერთად, ქვეყანში ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებსაც აპატიმრებს. გუშინ ქვეყანაში არსებული უმსხვილესი კომპანიებიდან ერთ ერთი ″Boydak″ ჰოლდინგის მეპატრონეები საქველმოქმედო ორგანიზაციებზე შემოწირულობის გაკეთების გამო დააპატიმრეს.
ქვეყნის ყველაზე მეტი გადასახადის გადამხდელ ჰოლდინგებში არსებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰაჯი ბოიდაქი და ჯგუფის გენერალური დირექტორი მემდუჰ ბოიდაქი გუშინ დააკავეს, საბჭოს ორი წევრი კი გაათავისუფლეს.
სასამართლომ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე დახმარება ″ტერორიზმის მხარდაჭერად″ შეაფასა და ბიზნესმენებს პატიმრობა შეუფარდა. ჰაჯი ბოიდაქი და მემდუჰ ბოიდაქი ციხეში გადაყვანისას სასამართლოს გარეთ მყოფმა მათმა ნათესავბმა და კომპანიის თანამშრომლებმა ტაშით გააცილეს.
″Boydak″ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და დაკავებული ჰაჯი და მემდუჰ ბოიდაქების ძმამ მუსტაფა ბოიდაქმა, მედიისთვის მიკლე განცხადება გააკეთა. მუსტაფა ბოიდაქმა სასამართლოს გარეთ მყოფ ნათესავებსა და კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
″ორი დღეა ჩვენი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 4 წევრი დაკავებული ჰყავდათ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სამართლებრივ პროცედურებს ვაკვირდებოდით. დაკავებული ძმების მიმართ ბრალდებები არსებობს, ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო წინასწარი პატიმრობის გარეშე გაგრძელებულიყო. თურქეთის მართლმსაჯულების გვჯერა, ვფიქრობთ ისინი წარსულში გაკეთებული საქველმოქმედო საქმიანობის გამო დააპატიმრეს. გვჯერავს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. კანონის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვეძლება, ყველა გზას მივმართავთ″, - განაცხადა მან.
თურქეთის მასმედია კი ჰოლდინგის ხელმძღვანელების დაპატიმრებას ზუსტად მათი პრეზიტენტ ერდოღანის ოპოზიციურობით ხსნის.
Boydak ჰოლდინგი ქვეყანაში 14 ათას ადამიანს ასაქმებს.

მოლდავეთი: ოპოზიცია VS ხელისუფლება

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
კვირა, 28 თებერვალი 2016 20:15

2016 წლის მარტის ბოლოს მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. საქართველოსგან განსხვავებით პრეზიდენტს მოსახლეობა კი არა, მოლდავეთის პარლამენტი ირჩევს. თუმცა ამ დროისათვის მოლდავეთში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამჟამად მოლდავეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, რომელიც შესაძლებელია საერთო-სახალხო საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდოს. მოლდავეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვ. ფილატის დაპატიმრებამ, რომელსაც ბრალი კერძო ბანკებიდან ერთი მილიარდი დოლარის მოპარვაში ედება, დასაბამი მისცა საპროტესტო აქციების დაწყებას, რომელსაც  განსხვავებული პოზიციების მქონე, მაგრამ ამჟამად გაერთიანებული, მოლდავეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერები უდგანან სათავეში. აქედან გამომდინარე მოლდავეთში დღეისათვის სიტუაცია მეტად რთულია, რის გამოც პოლიტიკოსები და ექსპერტები ძალიან „ცხელი“ გაზაფხულის დადგომას პროგნოზირებენ.
ქვეყნის პოლიტიკური ძალები პარლამენტის პლენარული სესიის მოლოდინში არიან და არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციურმა ძალებმა სიტუაციის დესტაბილიზაცია სცადონ. ეს ფაქტი კიდევ უფრო ძაბავს შექმნილ ვითარებას, რასაც ართულებს ისიც, რომ მოლდავეთის დღევანდელი პოლიტიკური ნაწილიც ორ ნაწილად არის გაყოფილი - პოზიციის და ოპოზიციის სახით.
ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება („დემოკრატიული“ და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიები“) აქტიურად უჭერს მხარს პროევროპულ კურსს და ძალისხმევას არ იშურებს მის გასატარებლად. რაც შეეხება ოპოზიციას, იგი „კომუნისტებისა“ და „სოციალისტების“ სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი. თავის მხრივ კი ისინი რუსეთთან ურთიერთობების გააქტიურებასა და „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანებას ლობირებენ.
გარდა ამისა, მოლდავეთის მოსახლეობაც, რომელიც დაახლოებით იმავე რაოდენობის არის, რაც საქართველო, შესაბამისად, ასევე ორ ნაწილად არის გაყოფილი. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, უმცირესობა (უმთავრესად რუსულენოვანი მოსახლეობა) კი, მოსკოვისაკენ ყურებას ძველმოდური სიჯიუტით აგრძელებს.
„დღეისათვის ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი. კერძო საბანკო სექტორიდან მილიარდი დოლარის გაქრობამ ძალიან ცუდად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე. ამ ფინანსურ მაქინაციაში ჩართულნი არიან ქვეყნის ზოგიერთი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები (რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან), რამაც მოლდავეთის მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება გამოწვია. შესაბამისად, ამით „კარგად“ ისარგებლეს ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა, მოახერხეს გაერთიანება და საპროტესტო აქციები წამოიწყეს“, - აცხადებს „ნიუსდეისთან“ საუბარში მოლდავეთის იუსტიციის მინისტრი ვლადიმირ ჩებოტარი.
მისივე თქმით, დღეისათვის მოლდავეთში სამი პოლიტიკური ფორმირებაა გამოკვეთილი, საიდანაც ორს (იგორ დოდონის  „სოციალისტური პარტია“ და რინატო უსატის „ჩვენი პარტია“) მხარს  რუსეთის ფედერაცია უჭერს. ხოლო ერთს - სამოქალაქო პლატფორმას „ღირსება და სიმართლე“ (პლატფორმის ლიდერი ანდრეა ნესტასე) - ძმები ვიქტორ და ვიორელ ცოპები აფინანსებენ, რომლებიც გერმანიაში ემალებიან მოლდავეთის სამართალდამცავ ორგანოებს. „ყველა ამ პოლიტიკური პარტიების მიზანს წარმოადგენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და შემდეგ ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოსვლა“, - აღნიშნა ვ. ჩებოტარმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად ამისა, მთავრობას არ ეშინია სიძნელეების, ისინი აგრძელებენ გაორმაგებული ძალით მუშაობას და მათთვის მთავარ მიზანს, ხალხისათვის ნდობის დაბრუნება წარმოადგენს. „ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ყველა ის სურილი რაც აქვს ხალხს და არა ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, რომლებსაც დესტაბილიზაციის გზით მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამოძრავებთ. ჩვენ ვიცით ჩვენი მოსახლეობის პრობლემები და ვაგვარებთ მათ. ამიტომ მოლდავეთის მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რეფორმების კურსს ქვეყნის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - ხაზი გაუსვა იუსტიციის მინისტრმა.  
მოლდავეთის „დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის მდივნის სერგეი სირბუს აზრით, მოლდავეთში ოპოზიციური პარტიის ძალები ყოველთვის აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და ყოველთვის იბრძოდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დღევანდელი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც ზუსტად ამასვე აკეთებს. პარტიები სწორედ ამისთვის იქმნებიან, რათა ხელისუფლებისათვის იბრძოლონ. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. „აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდეს. სწორედ ამისათვის არსებობს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თუკი ისინი მომავალ კანონიერ არჩევნებში ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებენ და ხალხის უმრავლესობაც მხარს დაუჭერს მათ, შესაბამისად ისინი ხელისუფლების სათავეში კანონის სრული დაცვით მოვლენ“, - აცხადებს ს. სირბუ.
მისივე თქმით, ისინი არ ეთანხმებიან მხოლოდ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასვლას და ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს კონსტიტუციას, რომელიც არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი და იმოქმედებს არსებული კანონის ფარგლებში.
გარდა ამისა, დღევანდელ ხელისუფლებას კარგად ესმის არსებული ვითარება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. „ყველა იმ პირების მიმართ, რომლებიც შემჩნეულნი არიან კორუფციაში, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება ერთ მილიარდს, სახელმწიფომ დაუბრუნა იმ ხალხს ანაბრები, ვისაც თანხა ჰქონდათ იმ ბანკებში, საიდანაც ფული დაიკარგა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე და ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად“, - დასძინა  „დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა.
თავის მხრივ, ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების შელახვაში,  ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებასა და მედია-სივრცის ერთობლივ გაკონტროლებაში სდებს ბრალს. როგორც „სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი იგორ დოდონი აცხადებს, ისინი  საპროტესტო აქციებს დღევანდელი ხელისუფლების და ოლიგარქ ვლადიმერ პლახატნიუკის წინააღმდეგ მართავენ. „დღეისათვის პლახატნიუკსა და მის ხელისუფლებას დასავლეთი უჭერს მხარს იმ მოტივით, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არ მოვიდნენ. ხელისუფლება აშანტჟებს დასავლეთს და ეუბნება თუკი არ დახუჭავთ თვალებს კორუფციაზე, ფულის მოპარვაზე, უკანონობაზე - იქნება არჩევნები და ხელისუფლებაში პრორუსული ძალები და ი. დოდონი მოვა. ამიტომ უკანასკნელ წლებში დასავლეთის მიმართ ხალხის ნდობა თანდათან დაეცა. იყო 70, ეხლა კი 30 პროცენტია. ასე თუ გაგრძელდება, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს გაუტოლდება“, - აღნიშნა ი. დოდონმა. უფრო მეტიც: ქვეყნის სამომავლო გეოპოლიტიკურ ორიენტაციის გასარკვევად „სოციალისტების“ ლიდერის აზრით, აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება და თვითონ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვისთან ერთად ურჩევნია მას ცხოვრების გარძელება - ევროკავშირთან თუ ევრაზიულ კავშირთან ერთად.
ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის ქ. ბელცის მერის და „ჩვენი პარტიის“ თავმჯდომარის რინატო უსატის თქმით, მოლდავეთის სახელმწიფო დღეისათვის მიტაცებულია მსხვილი ოლიგარქის ვლადიმერ პლახატნიუკის მიერ. „ამჟამად ქვეყანა გადაქცეულია ერთ დიდ კერძო საწარმოდ სახელწოდებით - „მოლდავეთი“, სადაც 98 პროცენტი ეკუთვნის პლახატნიუკს, დარჩენილი 2 პროცენტი კი მოლდავეთის მოქალაქეებს. როდესაც ამბობენ საჭიროა ბრძოლა ოლიგარქების წინააღმდეგ უნდა შევასწოროთ. ოლიგარქების კი არა - ოლიგარქის წინააღმდეგ“, - აცხადებს რ. უსატი.
როგორც ბელცის მერი აღნიშნავს, პირველად მოლდავეთის ისტორიაში სხვადასხვა პოზიციების მქონე პარტიები გაერთიანდნენ მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ და დღეისათვის იგი ხელისუფლებასთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაც უნდა მოლდაველ ხალხს. ამიტომ როდესაც ხელისუფლება დააპირებს თავისი პრეზიდენტის არჩევას, ჩვენ მათ გადამწყვეტ ბრძოლას გავუმართავთ. გინდაც ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ბრძოლა. მაგრამ მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვიტყვი, რომ შევეცადე ჩემი წვლილი შემეტანა ამ ხელისუფლების დამარცხებაში“, - დასძინა „ჩვენი პარტიის“ თავმჯდომარემ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეისათვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გვერდით იმყოფება ახლადჩამოყალიბებული, პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“ ლიდერი, მოლდავეთის ყოფილი განათლების მინისტრი მაია სანდუ. როგორც იგი აცხადებს, ნათლად სჩანს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ხალხის ინტერესების დაცვა და ისინი შეეცდებიან მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური კლასის შეცვლაში. „დღეისათვის სახელმწიფო სტრუქტურები მიტაცებულია „დემოკრატიული პარტიის“ და მისი ერთ-ერთი ლიდერის ვლადიმირ პლახატნიუკის მიერ. ჩვენ არ ვიზიარებთ პრორუსული პარტიების იდეებს, არამედ ჩვენ ვიბრძვით კორუფციის და კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ჩვენს პარტიას მტკიცედ სწამს ევროპული ღირებულებების და ორიენტირებულია მხოლოდ დასავლეთისკენ. აქედან გამომდინარე თუკი ჩვენ მოვახერხებთ ხელისუფლებაში მოსვლას, ვიხელმძღვანელებთ ადამიანის უფლებების და სხვა დემოკრატიული ფასეულობების პრინციპების სრული დაცვით“, - ამბობს მაია სანდუ.
მისივე თქმით, იმის გაკეთებას, რასაც ისინი აპირებენ, სრულად შეესაბამება მოლდაველი ხალხის დღევანდელ ნებას. „ადრე ხალხმა არ იცოდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც დღეს გახდა ცნობილი. ამიტომ ხალხს უკვე აღარ სჯერავს ხელისუფლების, რომელიც თავს პროევროპულად ასაღებს და სინამდვილეში ეს ასე არ არის. როდესაც ერთი პარტია და ერთი ადამიანი ერთპიროვნულად მართავს ხელისუფლების ოფიციალურ სტრუქტურებს, ეს უკვე დემოკრატიისათვის ძალიან დიდ რისკს შეიცავს“, - აღნიშნა მან.
მიუხედავად ამისა, მაია სანდუ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ახალი მთავრობისათვის საჭიროა გარკვეული დროის მიცემა, რათა ნახონ როგორ მუშაობენ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რას გააკეთებენ სამომავლოდ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოლდოვაში პრორუსული ძალები მეტად გავლენიან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და გასულ წლებში იგი „კომპარტიის“ სახით ხელისუფლების სათავეშიც კი იმყოფებოდა. ამ ფენომენის ახსნა პოლიტიკური ექსპერტის, ევროპის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ვიორელ ჩიბოტარუს აზრით, შემდეგნაირად შეიძლება: „მოლდავეთის რესპუბლიკა მეტად რთული საზოგადოებაა იმ კუთხით, რომ ჩვენთან, სხვა „პოსტაბჭოთა“ რესპუბლიკებიდან განსხვავებით, შენარჩუნებულია ეგრეთწოდებული „პოსტსაბჭოთა სინდრომი“ ანუ „პოსტსაბჭოთა ნოსტალგია“. ეს ყველაფერი კი გამოვლინდა იმაში, რომ პრორუსულ ძალებს არჩევნებში მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და დღეისათვისაც ისინი საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ“, - დასძინა ექსპერტმა.
თუმცა, მისივე თქმით, თუკი სხვა მხრიდან შევხედავთ მდგომარეობას, დავინახავთ, რომ მოლდავეთს არ გააჩნია სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ იყოს ევროპის ერთიანი ოჯახის წევრი. უფრო მეტიც - მოლდავეთი ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. „ჩვენ დროებით ვიყავით ოკუპირებულები რუსეთის მიერ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი მენტალიტეტით, გაცილებით ახლოს ვდგევართ იტალიელებთან, ფრანგებთან, პორტუგალიელებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ რუმინელებზე, ვიდრე რუსებთან. სამწუხაროდ, მოლდოვის საზოგადოების სერიოზული ნაწილი დღემდე ჯერ კიდევ პრორუსული მენტალიტეტის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება“, - ხაზი გაუსვა ვ. ჩიბოტარუმ.
და ბოლოს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მოლდავეთში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაინც აშკარად შეიმჩნევა ის სულისკვეთება, რომ ქვეყანის ხელისუფლება მოსახლეობასთან ერთად (მიუხედავად სხვადასხვა სახის სირთულეებისა), აუცილებლად გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს რეფორმებთან ერთად და მოლდავეთი რამოდენიმე წლის შემდეგ, საქართველოსთან ერთად, ევროპის თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური