ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პალმის ხე ტრანსპორტირებისას გადმოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 10:49

პალმის ხე, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ ტრანსპორტირებისას გადმოვარდა. შემთხვევა ფოთში, ნაბადას უბანში გვიან ღამით მოხდა. ფაქტმა ავტოსაგზაო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოტრიალდა.

პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ის ფოთის პორტში შემოიტანეს, საიდანაც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ.

ასათიანზე 50 ერთეული ხე-მცენარეს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 15:28

თბილისში, ასათიანის N10-ის მიმდებარედ ორმოცდაათ მრავალწლიან ნარგავს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება. ტერიტორია კომპანია „ბი-დი ფროფერთის“ ეკუთვნის, ტერიტორიაზე  კომპლექს “თბილისი გარდენის“ მშენებლობა მიმდინარეობს.  

სხვლა-ფორმირება და მოვლითი ღონისძიებები უტარდება, როგორც წიწვოვან ნარგავებს, ისე ვერხვებსაც, რომელთა მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, არასახარბიელოა. ხმელი ტოტებისგან გაიწმინდება ასათიანის ქუჩის გასწვრივ არსებული ხეებიც, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს.

სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში“ მისი ხელმძღვანელის, დავით სამხარაძის უშუალო მეთვალყურეობით.  

ასათიანის N10-ში ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ჩატარების თხოვნით, ინვესტორმა მერიას რამდენიმე კვირის წინ მიმართა. შესაბამისი ნებართვა კი თბილისის გამწვანების სამსახურმა გასცა.

ასწოლვანი ხე შეკვეთილის სანაპიროზე რჩება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მარტი 2016 14:26

ასწოლვანი  ხე-ტიტა შეკვეთილის სანაპიროზეა. ხე დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაიტანონ. სანაპიროზე მძიმე ტექნიკა ისევ მობილიზებულია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდირეობდა გზის მოპირკეთების სამუშაოები, რომელიც დღეიდან განახლდება. კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ხის ახალ ტერიტორიაზე გადატანა დღეს იგეგმება.

ასწლოვანი ხე ხმელეთზე დაბრუნდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 11:16

ასწლოვანი ტიტას ხე ხმელეთზეა. ის ბარჟიდან გუშინ საღამოს გადმოიტანეს. ადგილზე კვლავაც მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, დარჩენილი სამუშაოები დღეს განახლდება. შეგახსენებთ, ასწლოვანი ხის გადმოტანას 3 დღე დასჭირდა. მუშაობის პროცესს უამინდობა და შტორმი აფერხებდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ციხისძირში ხეების მოჭრის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:15
ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას დღეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შეუერთდა. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა კანონის დარღვევით მოინდომა ასწლოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა". მისივე თქმით, "საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილოს ეზო", სადაც ის შეძლებს ხეების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას. "ერთი მოქალაქე თავისი ახირებისა და ხუშტურის გამო იმორჩილებს მთელ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ერთმა ადამიანმა მოინდომა უზარმაზარი, საუკუნოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა. თან მოინდომა ისე, რომ არანაირ წესს და კანონს არ იცავს. ჩვენ კანონის ფარგლებში შევაჩერებთ ამ უკანონობას და ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, რომ საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილის ეზო, სადაც როგორც უნდა ისე გადარგავს ხეს ერთი ადგილიდან მეორეში", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. გუშინ ხეების გადარგვის საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი და სამი "პარტიზანი მებაღე" პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ციხისძირში დაკავებული პირების სასამართლო დღეს გაიმართება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 11:39
ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო დღეს გაიმართება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს დაკავებული 5 აქტივსტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე უნდა იმსჯელოს. ნაციონალური მოძრაობისა და პარტიზანი მებაღეების წევრები სამართალდამცავებმა პოლიციის დაუმოჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ნახევარი მილიონი ხის კონკრეტულ მისამართები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2015 14:55

თბილისის მერია გამწვანებული ობიექტების ლოკაციების მისამართებს აქვეყნებს. რუკაზე კონკრეტულ მისამართებზე მითითებულია, თუ რამდენი ხე დაირგო.

 

დედაქალაქის მერის რჩევა ოპონენტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 16:37

დეპუტატებს უპასუხა დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანია ოპონენტებს აძლევს რჩევას - გავიდნენ თბილისში და მერიის მიერ დარგული ხეები ადგილზე ნახონ. შეგახსენებთ ,რომ 

დეპუტატები თბილისში დარგულ ხეებთან დაკავშირებით დავით ნარმანიას განმარტებებს სთხოვენ. 

"მერის გუშინდელ განცხადებას არცერთი თბილისელი არ დაიჯერებდა, როცა ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ 500 ათასი ხის ძირია თურმე უკვე დარგული თბილისს ტერიტორიაზე, არ ვიცი ეს ხეები სად არის დარგული, ვინ დარგო. ვიცი, რომ 500 ათასი ხე სად არის დარგული, ამას ვერ გავარკვევთ, მაგრამ 500 ათასი, ნერგი, ზრდასრული ხე რომ არის მოჭრილი და განადგურებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე თბილისის ყველა უბანში, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ კი განაცხადა, რომ მერიამ უნდა გამოაქვეყნოს ის ადგილები, სადაც ნახევარი მილიონი ხე დაირგო.

ნარმანია 1 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 11:52

სასტუმრო "რედისონში თბილისის მერი დავით ნარმანია ერთი წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. დედაქალაქის მერის ანგარიში 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებულ სამუშაოებს მოიცავს. პრეზენტაციის დასაწყისში ნარმანიამ ის მთავარი პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომელიც დედაქალაქის მერიას გააჩნია.
დავით ნარმანიას თქმით, 240 მიუსაფარ პირზე თავშესაფარი გაკეთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა სამწლიანი გეგმა, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება. ასევე მომავალ წელს დედაქალაქში შემოიყვანენ 200-მდე ახალ ავტობუსს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იქნება ადაპტირებული. ერთ-ერთი გერმანული ფირმის დახმარებით, დედაქალაქში მუშავდება გენერალური გეგმა, ასევე წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს. 
დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ მომენტისათვის სამ ხიდს თბილისში უტარდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ახალი გზა დაიგო.
დავით ნარმანიას თქმით, უახლოეს პერიოდში პუშკინის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დაიწყება. ამისათვის ტენდერი უკვე დასრულდა და მოხდება ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. 
ნარმანიამ ისაუბრა საბავშვო ბაღების შესახებაც და აღნიშნა, რომ 240-მდე ბავშვი წელს დამატებით მივიდა საბავშვო ბაღებში. მომავალ წელს იგეგმება ათი ახალი ბაღის მშენებლობის დაწყება.

ბუნების დამცველებმა მერიასთან აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 17:30

შეწყდეს საღი ხეების ჭრა! - ამ მოთხოვნით თბილისის მერიასთან ბუნების დამცველთა აქცია გაიმართა.შეკრებილებმა თბილისი-შინდისის გზის მონაკვეთზე ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს.აქციის მონაწილეების თქმით, სანამ მერია თბილისში ხეების პრობლემებს არ გადაჭრის, აქციებს გააგრძელებენ.სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჯანმრთელი ხეების შენარჩუნებას ითხოვენ.  აქციის მონაწილეების მოთხოვნებს კეთილმოწყობის სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა უპასუხა.„რელურად შეგვიძლია აღიარება, რომ ჩვენი სამსახური ვერც ფინანსური და ვერც ადამიანური რესურსით ვერ მოერევა ამ პრობლემას, რადგანაც ის მასშტაბურია. ამიტომ მიდგომაა შესაცვლელი და პროცესში ჩაერთოს გარემოს დაცვის სამინიტროც,“ - აცხადებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური