დრაგ რეისინგი - ხაშური

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 08:00

ქართული ავტოსპორტი ერთ ადგილზე ნამდვილად არ დგას! ხონის შემდეგ, შესანიშნავი სანახაობის მომსწრეები ხაშურელები გახდნენ. ხაშურის ავტობანზე დრაგ რეისინგის მორიგი ეტაპი ჩატარდა.

შსს-მ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 12:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 
 

ხაშურის მუნიციპალიტეტში 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 13:09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ შერგელაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებული საგზაო  პროექტები დაათვალიერა.

2013-2016 წლებში  ხაშურის მუნიციპალიტეტში  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  4 244 027 ლარის ღირებულების 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ქალაქ ხაშურისა და დაბა სურამის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.  

დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  ხაშურისა და დაბა სურამის 35 000-მდე მაცხოვრებელს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. 

 

ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 13:04
ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო. მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება. „ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით...მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას,“–აღნიშნა პრემიერმა. პარტიის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა. „თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური გადაგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. „ხაშურში უკვე მეოთხედ ვიყრი კენჭს. სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ხაშურის სოფლებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 11:21

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარეგანათების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  უკვე დასრულებულია გარეგანათების მოწყობა ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ბრილში, ახალუბანში და ქინძათის ნაწილში. 
მათივე ინფორმაციით, გარეგანათება მოეწყო ასევე გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაყაში. გარეგანათების მოწყობა დაგეგმილია ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: მონასტერსა და ბულბულისციხეში, ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ქაშვეთში, წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბროლოსანში, ფლევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტკოცასა და ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: დუმაცხოვში, ზემო აძვისში, კლდისწყაროსა და ნაბახტევში. 
სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

ხაშურთან მაგისტრალის ერთი ნაწილი დატბორილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 14:23
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია.
 
ხაშურთან დატბორილია მაგისტრალის ერთი ნაწილი, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. ადგილზე შესაბამისი სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური