ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 27 აგვისტო 2017 11:06

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი /მი-8/ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დღეს დილით მოულოდნელად ჩამოვარდა. ვერტმფრენი რეზერვუარის ავსების მომენტში, წყალში ჩავარდა. 

ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის 3 წევრი ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად კი, თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადამოჰყავთ. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ. მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:30

ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან, ტექნიკა არის მობილიზებული ხელოვნური წყალსაცავების გასაკეთებლად და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. 
ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს.
ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის.

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 14:38

"ბავშვთა სამყაროს"  ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს. მოვაჭრეებმა  საპროტესტო მსვლელობა  კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მოაწყვეს. ისინი ზარალის ანაზღაურება, გამოძიების დროულად დასრულებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, დღეიდან ისინი  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 24 საათიან მჯდომარე აქციას გამართავენ.

 

ფოთის ქუჩაზე ხანძარმა 44 ოჯახი დააზარალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 11:14
ახლობლებთან გაატარეს გასული ღამე ფოთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების უმეტესობამ. 2 ოჯახი კი დიდუბის რაიონის გამგეობამ სასტუმროში დააბინავა. რა ზარალი მიაყენა ადგილორივ მოსახლოებას ცეცხლმა, დაანგარიშება დღის ბოლომდე მოხდება, რის შემდეგაც გამგეობა გადაწყვეტს, თუ რამდენ ოჯახს დასჭირდება საცხოვრებლად ქირით გაყვანა. მუნიციპალიტეტის წარმომადგნლები მოსახლეობას დაზიანებული შენობის რეაბილიტაციასაც დაპირდნენ. ხანძრის შემდეგად სულ 44 ოჯახი დაზარალდა. ფოთის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობაში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. არავინ დაშავებულა. საუბრობენ ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსიაზე.

კასპის რაიონში ხანძრის შედეგად 55 წლის ქალი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 12:18

ხანძარი კასპის რაიონში -  შედეგად 55 წლის ქალი გარდაიცვალა.

სოფელ ლამისყანაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ღამით მაშინ გაუჩნდა, როდესაც ნუნუ კობაური სახლში მარტო იმყოფებოდა.

მეზობლების თქმით, სახლს ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან მოეკიდა. თუმცა, ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

აზერბაიჯანული ნავთობის პლატფორმაზე ძლიერი ხანძარია-არიან დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 11:36

კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანულ ნავთობის პლატფორმაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სამაშველო ოპერაციების შედეგად 42 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომე ცდილობენ, თუმცა სამუშაოშო იამინდობა უშლით ხელს.

"სოკარის" კუთვნილ 441-ე პლატფორმაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

ახალი დეტალები ყიფშიძეზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 10:08

გუშინ საღამოს ყიფშიძეზე მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზი გარკვეულია, როგორც ირკვევა თბილისში, ყიფშიძის ქუჩა #6-ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილას ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობდა, რის შედეგეადაც მოხდა ხანძრის ლოკალიზება. მომხდარის შედეგად არავინ გარდაცვლილა, თუმცა მეხანძრეებმა რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანეს.ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

 

ონის რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 11:28

ონის რაიონში, სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური