ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე - ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 09:41

მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

ადგილზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან, ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.

მათი განცხადებით, პროდუქტი არ იყო დაზღვეული და აცხადებენ, რომ ზარალი ათიათასობით ლარის ოდენობის იქნება. ბაზრობის მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა კონკრეტული პირების ინტერესებზე ვერ საუბრობენ.

,,პრობლემები შეგვექმნა ყველას, რას უნდა გაეჩინა ხანძარი, რომ ამდენი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით,“- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ან რა ოდენობის არის ზარალი ამ დრომდე უცნობია. სავაჭრო ცენტრ ,,თერგს“ ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, ბაზრობას რამდენიმე მეწილე ჰყავს, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველად ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი.

დიდუბეში ,,თერგის" ბაზრობაზე ხანძარია - ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 09:38

ხანძარია დიდუბეში. ცაბაძის ქუჩაზე, ცეცხლი ბაზრობა ,,თერგში" გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო ბრიგადა. მათი ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

წაღვერში ხანძარია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 17:14

წაღვერში ხანძარია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. 
ხანძარი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზეა, არანახანძრალ ადგილზე. ამ დროისთვის უცნობია, რა არეალზეა გავრცელებული ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

ლაგუნა ვერესთან ხანძარია - (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 14:37

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 

ცირკის მიმდებარედ, ბენზინგასამართთან ცეცხლი ხეებს უკიდია. ცეცხლი დიდ ფართობზეა მოდებული და ძლიერდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, იწვის ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე.

ადგილზე სამი  ჯგუფი და 15-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. 

 

ხულოში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ავიაცია ერთვება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 14:26

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, მოიმატა დაკვამლიანებამ, რაც სავარაუდოდ ცეცხლის წისვოვან ხეებზე გადასვლამ გამოიწვია.

საგანგებო შტაბმა მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივები არიან ჩართულები. არსებული ინფორმაციით, ხანძრის რამდენიმე კერა არსებობს. მიუვალი გზის გამო, მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სტიქიის მასშტაბი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის თქმით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ავიაცია ჩაერთვება.

ხანძრები საქართველოში - შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 11:27

ხანძრები საქართველოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს:

„ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს ასობით თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშოებს აწარმოებს 3 ერთეული საჰაერო ტექნიკაც.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ოპერატიულად მივიდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე ხელმძღვანელობდნენ.

ცეცხლის ქრობის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.

წაღვერის მთაზე ქარის შედეგად ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაღვივდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017 15:14

ბორჯომის ხეობაში, წაღერის მთაზე ქარის შედეგად ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. აღნიშნული ადგილი საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები არის მობილიზებული, რთული რელიეფის გამო ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, გასული ღამის მანძილზე ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ატენში ხანძარი ლოკალიზებულია. კერების სრული ლიკვიდაციის მიზნით, ხეობაში მუშაობას აგრძელებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები. ასევე, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს დაეხმარებიან.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური