ხადური ბიუჯეტში გადასახადების გეგმის 120 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:02

მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა 2015 წლის სახელწმიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

ნოდარ ხადურმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, ბიუჯეტში გადასახადების გეგმის 120 მილიონი ლარით გაზრდა ითხოვა.

„283 მილიონი ლარით გვინდა შევამციროთ სესხება შიდა ბაზარზე, სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება,“ - განმარტა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა.  

მისივე ინფორმაციით, სოფლი მეურნეობის სამინისტროში 4 მილიონი ლარით გაიზრდება ლიზინგისათვის თანხა. ასევე, უწყებას შეუმცირდება პროექტის თანხა და ირიგაციისა და დრენაჟის პროექტი გადავა მომავალ წელს.

ასევე, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.

ეს ის ცვლილებებია, რომლის წარდგენა საქართველოს პარლამენტში მოითხოვა ფინანსთა მინისტრმა. 

ნოდარ ხადური ხელისუფლების დაპირებას არ ასრულებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 14:11

ნოდარ ხადურმა საზოგადოებას ფინანსთა სამინისტროს ანგარიში წარუდგინა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მათი საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული. მინისტრის საქციელი კი საპირისპიროზე მეტყველებს - ხადური ბიზნესმენებთან შეხვედრას თავს არიდებს. მინისტრი ბიზნესს რეგულაციებს კონსულტაციების გარეშე უცვლის და უწესებს.

მაგალითად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების ასოცოაციის სახელით გაკეთებული განცხადება გამოდგება. ბიზნესმენები უკვე რამდენიმე თვეა ფინანსთა მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და როგორც აცხადებენ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან პასუხიც კი არ მიუღიათ.

მეწარმეები უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესის შემოღებას არ ეთანხმებიან. სანამ ნოდარ ხადური მარკირების დაწყების შესახებ ბრძანებას გამოსცემდა, ბიზნესმენებმა მას შეხვედრის თხოვნით მანამდე მიმართეს. მინისტრმა მეწარმეებთან საუბარი არ ისურვა და ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოსცა ბრძანება. მეწარმეებმა ამის შემდეგაც რამდენჯერმე მიმართეს მინისტრს და სთხოვეს, არგუმენტები მოესმინა. ხადური მათ არ შეხვდა.

რას გულისხმობს მინისტრი, როცა აცხადებს, რომ სამინისტროს საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული, გაუგებარი ხდება.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ არანაირ რეგულაციას, საგადასახადო ნორმას, აქციზის ფასს ბიზნესმენებთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვლიდა. ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა - გადაწყვეტილება ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ მინისტრმა არა თუ კონსულტაციის შედეგად, არამედ დასაბუთების წარდგენის გარეშე მიიღო.

ნოდარ ხადურის გადაწყვეტილება სახელმწიფოს ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი დაუჯდება - მეწარმეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მარკირებაში წელიწადში 6 მილიონ ლარს გადაიხდის. მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური შვეიცარიულ კომპანიას გადაუხდის. ხადურის მიერ განსაზღვრული ფასი შესასრულებელი სამუშაოს თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტია. დარგში აღურიცხავობის პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს და ამას შემოსავლების სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს - უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე აღურიცხავობის მასშტაბური ფაქტი ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა, არარსებულ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტს მილიონობით ლარის გადასახადი დააკისროს.

კითხვა ბევრია - მარკირების ფასი, პრობლემის არარსებობა, მილიონები ბიუჯეტიდან, შერჩეული კომპანია, რეგულაციის მოქმედების ვადა... ნოდარ ხადური არც ბიზნესს და არც საზოგადოებას პასუხს არ სცემს. ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა მეწარმეებს არ ხვდება.

ხადურის მორიგი პროგნოზი ლარზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 17:19

ლარს საშუალოვადიან პერსპექტივაში აშკარად აქვს გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლით კურსს არანაირი ზეგავლენა ბიუჯეტის შემოსავლებზე და ხარჯებზე არ აქვს.

"ერთადერთი ნაწილი, სადაც გაცვლითი კურსი გასათვალისწინებელია ეს არის სესხების გადახდა და სესხების აღება. მაგრამ, ჩვენ დაველოდებით დეკემბრის დასაწყისს, როდესაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მივიღებთ. 
ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც გააკეთა კომენტარი. 
"ცხრა თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული, წლიური გეგმის 75,7 პროცენტია უკვე მობილიზებული. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ასე თანაბრად არასოდეს არ ყოფილა ბიუჯეტის ხარჯვა. 
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ძალიან ჰარმონიულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არ ხდება ბიზნესის დატერორების გზით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ხადური - "რუსთავი 2 " - ზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 14:59

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან.

ფინანსთა მინისტრი სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს ორ კერძო ორგანიზაციას შორის დავაა და ამ საკითხის მიმართ ხელისუფლების დაინტერესებას კატეგორიულად გამორიცხავს.

"აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი ზეგავლენა სასამართლო გადაწყვეტილებაზე არ აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ საუბარია ორ კერძო ორგანიზაციას შორის დავაზე. მივანდოთ სასამართლოს ამის გადაწყვეტა. ცხადია, ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ინტერესს გამოვრიცხავ," - განმარტა ნოდარ ხადურმა.   შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ქონება და შემოსავლის წყაროები დაყადაღბეულია. 

ნოდარ ხადური საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 15:37

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს იეშიმ ელჰან კაიალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. იეშიმ ელჰან კაიალა (Yesim Elhan-Kayala  უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებსა და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, როგორც საბიუჯეტო, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. როგორც აღინიშნა, ბანკთან გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია, რათა უახლოეს წლებში, საქართველომ უმასპინძლოს აიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ამჟამინდელი დირექტორი ქეით ჯულიანი, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

რომან გოცირიძე ნოდარ ხადურის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს არარეალისტურს უწოდებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 14:29

ფინანსთა მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი 2016წლის ბიუჯეტის პარამეტრებს არარეალისტურს უწოდებსეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე .„ეს ბიუჯეტი არის არარეალისტური და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომდეკემბრის ბოლომდე მთავრობა ამას გააცნობიერებს“, -განუცხადარომან გოცირიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიას“.ფინანსთა მინსიტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალიწლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 10 მილიარდამდე ლარიიქნება და ის დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე - 3 % ეკონომიკურიზრდა, 3 % საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 %ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკისმონეტარული პოლიტიკით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალწელს პირველად საქართველოში, საშემოსავლო გადასახადის დიდინაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთიბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8,5 მილიარდიიქნება, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი,დააახლოებით 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი).რომან გოცირიძეს იაჩნია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებითგაჟღერებული ციფრები , არ ასახავს ადეკვატურად ქვეყანაშიარსებულ პრობლემებს, განსაკუთრებით კი, ლარის დევალვაციისდღევანდელ ხარისხს.მისი თქმით , ამ ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში შეუძლებელიიქნება ქვეყანაში 4 ,5 %-იანი ინფლაციის მიღწევა , როგორც აცხადებსფინანსთა სამინისტრო და როგორც ჰგონია ეროვნულ ბანკს. 


არარეალისტურს უწოდებს
ფინანსთა მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი 2016 
წლის ბიუჯეტის პარამეტრებს არარეალისტურს უწოდებს 
ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე . 
„ეს ბიუჯეტი არის არარეალისტური და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 
დეკემბრის ბოლომდე მთავრობა ამას გააცნობიერებს“, -განუცხადა 
რომან გოცირიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიას“.
 ფინანსთა მინსიტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი 
წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 10 მილიარდამდე ლარი 
იქნება და ის დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე - 3 % ეკონომიკური 
ზრდა, 3 % საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 % 
ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის 
მონეტარული პოლიტიკით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ 
წელს პირველად საქართველოში, საშემოსავლო გადასახადის დიდი 
ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთი 
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8,5 მილიარდი 
იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი, 
დააახლოებით 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი).
 რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით 
გაჟღერებული ციფრები , არ ასახავს ადეკვატურად ქვეყანაში 
არსებულ პრობლემებს, განსაკუთრებით კი, ლარის დევალვაციის 
დღევანდელ ხარისხს. 
მისი თქმით , ამ ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში შეუძლებელი 
იქნება ქვეყანაში 4 ,5 %-იანი ინფლაციის მიღწევა , როგორც აცხადებს 
ფინანსთა სამინისტრო და როგორც ჰგონია ეროვნულ ბანკს.

ნოდარ ხადური სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 14:46

 საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "FitchRatings"-ის წარმომადგენლებს, ალექს მასქითელის (Alex Muscatelli) და საგრიკა ჩანდრას (Sagrika Chandra) შეხვდა.
 მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები, მთავრობის მიერ საგადასახადო და საბაჟო სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და მომავალში გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს.
ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის რეიტინგში საქართველოს BB - Stable აქვს მინიჭებული.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური