აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა მუშაობა ოფიციალურად დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 12:40

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. 16-17 იანვარს, ბანკის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ოფიციალურ შეხვედრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო, რომელიც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველია.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 29 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს, ხოლო 24 აგვისტოს, საქართველომ უმასპინძლა ბანკის მთავრ მომლაპარაკებელთა შეხვედრას.

საქართველო ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სადამფუძნებლო დოკუმენტების რატიფიცირება მოახდინა. 

მოსალოდნელია, რომ ბანკის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პირველი პროექტი საქართველოში განხორციელდება.

ბანკი მოწოდებულია რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საინვესტიციო პროექტები განახორციელოს.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 17:18

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს. ბიუჯეტი გახდა მეტად გამჭვირვალე. 2015 წელს 102 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო  მე-16 ადგილზეა," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის სემსრულებელმა და მინისტრობის კანდიდატმა  ნოდარ ხადურმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

ფინანსთა სამინისტროში ნოდარ ხადურის თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 15:00

ფინანსთა სამინისტროში ნოდარ ხადურის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.  სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით , ნოდარ ხადური სხვა მინისტრების მსგავსად მუშაობას აგრძელებს როგორც მოვალეობის შემსრულებელი.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა. კვირიკაშვილი გუნდის წევრებს უკვე შეხვდა.

ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 13:00

ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამ წუთებში დაუზუსტებელია ,თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის გადადგომის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ. ახალ მინისტრთა კაბნეტში ცვლილებები არ გამორიცხა არც პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ნოდარ ხადური კომენტარს არ აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 15:40

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და საკუთარ კანდიდატურასტან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. იქნება თუ არა მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ნოდარ ხადური აცხადებს- "დაველოდოთ, კოალიციის პოლიტსაბჭოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს"

ყოფილი მთავარი პროკურორი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.
გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე.
გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან – ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს. საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, ხოლო უწყების ყოფილი უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

მომავალი წლის ბიუჯეტს აქვს 2 მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკის განვითარება-ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:17

მომავალი წლის ბიუჯეტს აქვს 2 მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ეს არის ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკის განვითარება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მოიწონა 2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი და ის საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.  "მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე პარლამენტში მუშაობა გაგრძელდება, ჩვენ შეიძლება უკვე იმ ძირითად პარამეტრებზე ვისაუბროთ, რომელსაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ეყრდნობა. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იანი ზრდა და ბიუჯეტის 3%-იანი დეფიციტი. ამავე დროს, ბიუჯეტის ხარჯები აღემატება უკვე 10 მილიარდ ლარს. თავდაპირველად წარმოდგენილი ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხებიდან 200 მილიონი ლარი არის გადასახადები, მათ შორის ეს ძირითადად გამოწვეულია შემოსავლებით, გადასახადებით, რომელიც ახალმა მაკროეკონომიკურმა პროგნოზებმა გამოიწვია. ეს პროგნოზები შეეხება როგორც მომავალ, ისევე მიმდინარე წელს", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა მინისტრი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა 2.8%-ის ფარგლებში იქნება და შესაბამისად, საბაზო მაჩვენებელები იზრდება. "მოგახსენებთ, როგორ გადანაწილდა აღნიშნული თანხები. საუბარია, ამ 225 მილიონ ლარზე - ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 92 მილიონი ლარით გაიზრდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაემატება 40 მილიონი ლარი. გაგრძელდება ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, მათ შორის, საგაზაფხულო სამუშაოების დაფინასება", - განაცხადა ხადურმა. 

მისივე თქმით, გარდა ამისა, გაიზარდა ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტები. ასევე 15 მილიონი ლარით იზრდება დევნილთა სამინისტროს დაფინანსება და ეს თანხები სრულად მოხმარდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობასა და შეძენას. მინისტრის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ასევე დაემატება 15 მილიონი ლარი. ეს არის სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული ინფრასტრუქტურისთვის. "მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, მილიარდი ხდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია სოციალური მიმართულებები, ადამიანის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე ზრუნვა, დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ა.შ. ეს არ ხდება ეკონომიკის ხარჯზე, გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, მათ შორის, "აწარმოე საქართველოში", რომელიც უდაოდ წარმატებულია. თქვენ იცით, რომ 123 უკვე ახალი პროექტია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებშია და დღეს კიდე 3 დაემატა. ასევე გაგრძელდება პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს უშუალოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასევე საექსპორტო პოტენციალის ზრდას", - განაცხადა ხადურმა.

პენსიების ზრდასთან დაკავშირებით,ხადურს პასუხი არ აქვს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 16:05

ნოდარ ხადურს არ აქვს პასუხი გაიზრდება თუ არა და რამდენით გაიზრდება ქვეყანაში პენსია. ფინანსთა მინისტრმა დღეს 2016 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებს წარუდგინა.

ერთ-ერთი თემა, რომლითაც უმრავლესობა დაინტერესდა პენსიების ზრდის საკითხი იყო. ფრაქციაქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს მოლოდინი აქვს, რომ შესაძლებელი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით გარკვეული კორექტივების შეტანა.

პენსიების საკითხი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნაძე.

ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშავდება და მთავრობის პოზიციას კანონმდებლებს უახლოეს მომავალში მოახსენებენ.

უმრავლესობის დეპუტატები სოციალური პროექტების განხორციელების პროცესითაც დაინტერესდნენ.

„სოციალური ხარჯების დაფინანსებას შეფერხება არ ემუქრება,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ნოდარ ხადური დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 13:55

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხელმეორედ წარდგენილ დოკუმენტს განიხილავენ. 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების შენიშვნები ამ წარდგენისას არ ასახულა. 

მმართველ გუნდში 2016 წლიდან პენსიებისა და სამთავრობო უწყებებისათვის დაფინანსებების გაზრდას ითხოვენ. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პარლამენტის რეკომენდაციებს მთავრობა ბიუჯეტის პროექტის ბოლო წარდგენისას გაითვალისწინებს. 

საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეკემბრის თვის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 9 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს.

ხადურმა მთავრობის წევრებს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 16:46

მინისტრთა კაბინეტის წევრებს ნოდარ ხადურმა 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. 

 
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი შეადგინა, რაც 641 მილიონით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. 
 
120 მილიონით იზრდება გადასახადების გეგმა. 283 მილიონით მცირდება სესხები შიდა ბაზარზე. 96 მილიონით იმატებს ჯანდაცვის დაფინასება. 
 
დღესვე იმსჯელეს მანდარინის სუბსიდირების საკითხზე. მთავრობა 2 მილიონ ლარს გამოყოფს. კომპანიაზე, რომელიც შეისყიდის 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად, მთავრობა 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური