მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 10:44

 ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს 5 გზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 9 გზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის გათამაშება გაიხსნა.

ტურნირის გახსნას მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ასევე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპოინი კახი კახიაშვილი ესწრებოდნენ. 

ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდიც 26 000 ლარს შეადგენს, ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს "maia chess" 13-17 ივნისს თბილისი მასპინძლობს, ხოლო მეორე "Fisher chess" 19-22 ივნისს ქუთაისში ჩატარდება.

ორივე ეტაპი ლეგენდარული ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის ინოვაციით ჩატარდება. პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ტურნირი ახალი სისტემით maia chess ყველა პარტიაში საწყისი პოზიციის განსხვავებული განლაგებით გაიმართება. 

ტურნირში 8 ქალბატონი და ამდენივე ვაჟი მონაწილეობს. 

ქალები: ნანა ძაგნიძე, სალომე მელია, მერი არაბიძე, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, სოფო გურამიშვილი, ნინო ხომერიკი; 
ვაჟები: მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცილაია, მერაბ გაგუნაშვილი, თორნიკე სანიკიძე, კონსტანტინე შანავა, ირაკლი ბერაძე, გიგა ყუფარაძე, ლუკა პაიჭაძე.

ტურნირის ორგანიზატორები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია.

ბრინჯაოს მედალი მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 13:32

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში დასრულდა მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 ინდივიდუალური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 11 ტურად გამართული ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, ჯობავამ თეთრი ფიგურებით მე-2 განთესვის მქონე პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა და 8 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი რუსი ერნესტო ინარკიევი (2686) გახდა 9.0 ქულით, ხოლო ვერცხლის მედალი ლატვიელ იგორ კოვალენკოს (2644) ერგო 8.5 ქულით.

ევროპის პირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან სამმა 6.5 ქულა მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით, მერაბ გაგუნაშვილი (2569) 52-ე ადგილზე გავიდა, ლევან ფანცულაია (2613) - 53-ე იყო, თორნიკე სანიკიძე (2537) - 65-ე. რაც შეეხება ზურაბ სტურუას (2548), მან 6.0 ქულით 87-ე პოზიცია დაიკავა. 

დღეს ნონა გაფრინდაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 03 მაისი 2016 11:17

დღეს ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.  

ქალბატონი ნონა მსოფლიო სპორტის სიამაყეა - ის პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და ამავდროულად პირველი ქალი, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ვაჟთა შორის მოიპოვა! ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულიცაა.

ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962 წელს მოიგო, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში კი კიდევ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება! ქალბატონი ნონა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.

1989 წელს ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, 1996 წლიდან კი ის სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.

1996 წელს ქალბატონი ნონა სამი უმაღლესი სპორტული ორდენით დაჯილდოვდა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით.

1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა. 2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.

გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი ქალი მოჭადრაკე ითამაშებს!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 12:07

19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე,ნინო ბაციაშვილიბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი

ფიდეს გადაწყვეტილებით, გრან პრის სერიის ტურნირთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შესაბამისად, შეჯიბრს მონაწილეთა რაოდენობა დაემატა და ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭადრაკეს მიეცა.

 

ბათუმური ტურნირის მონაწილენი:

1. ნანა ძაგნიძე (საქართველო)

2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა)

3. ჟაო ქსიუ (ჩინეთი)

4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)

5. ვალენტინა გუნინა (რუსეთი)

6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)

7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა)

8. ნინო ბაციაშვილი (საქართველო)

9. ოლგა გირია (რუსეთი)

10. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)

11. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)

12. ელინა დანიელიანი (სომხეთი)

ევროპარლამენტში პროექტის - “ჭადრაკი სკოლაში“ მიმდინარეობას განიხილავენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 17:00

8 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ჟურნალისტებს მინისტრთან ერთად ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი შეხვდნენ და პროგრამის - "ჭადრაკი სკოლაში" შესახებ ესაუბრნენ. 

ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით, 24 თებერვალს ბრიუსელშიგაიმართება ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიიის სხდომა, 2015წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტის "ჭადრაკი სკოლაში" მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კომისიის შეკრებას მისი თავმჯდომარე სილვია კოსტა გაუძღვება.

პროექტის განხილვას ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის წევრების გარდა დაესწრებიან - ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიო ჭადრაკის გამორჩეული ვარსკვლავი, იუდიტ პოლგარი და იმ ფედერაციის წარმომადგენლები, სადაც ეს პროექტია დანერგილი. სხდომაზე განიხილავენ პროექტის "ჭადრაკი სკოლაში"  მიმდინარეობას და მის პერიპეტიებს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყანაც, როგორც პროექტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. პროექტი "ჭადრაკი სკოლაში" საქართველოს 6 რეგიონის 309 სკოლაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს.

ჩემპიონ მოჭადრაკეებს სპორტის მინისტრმა უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 10:00

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა "ნონამ" მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ,  საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ნაკრების წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, 26 ოქტომბერს სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტიზურაბ აზმაიფარაშვილი და საჭადრაკო ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.

ქართველმა მოჭადრაკეებმა შვეიცარიული სისტემით გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც 12 კლუბი მონაწილეობდა, 7 ტურში ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმი - 14 ქულა მოაგროვეს.

ბოლო, მე-7 ტურში "ნონამ" ბელარუსის კლუბი "ბოსა ნოვა" 3:1 დაამარცხა, მანამდე კი ქართველმა ქალებმა იტალიის, რუსეთის (3), მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიის გუნდმა "გამბიტმა" დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი "უგრა" გავიდა.

აღსანიშნავია, რომ "ნონა" ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით, ჩვენმა "ოქროს" გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მოგებულ შეხვედებსაც გავითვალისწინებთ. 

"ნონა" ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა - ბელა ხოტენაშვილი, ნინობაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე (მწვრთნელი - დავით ჯოჯუა,კაპიტანი - მარიკა ჯაფარიძე).

საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:15

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა "ნონამ" მოიპოვა. იხილეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-საიტი
ქართველმა მოჭადრაკეებმა შვეიცარიული სისტემით გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც 12 კლუბი მონაწილეობდა, 7 ტურში ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმი - 14 ქულა მოაგროვეს.
ბოლო, მე-7 ტურში "ნონამ" ბელარუსის კლუბი "ბოსა ნოვა" 3:1 დაამარცხა, მანამდე კი ქართველმა ქალებმა იტალიის, რუსეთის (3), მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიის გუნდმა "გამბიტმა" დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი "უგრა" გავიდა.
აღსანიშნავია, რომ "ნონა" ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით, ჩვენმა "ოქროს" გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მოგებულ შეხვედებსაც გავითვალისწინებთ.
"ნონა" ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა - ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე (მწვრთნელი - დავით ჯოჯუა, კაპიტანი - მარიკა ჯაფარიძე).
ევროპის ჩემპიონები თბილისში სტამბული-თბილისის რეისით 25 ოქტომბერს 17:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ევროპის ჩემპიონი გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 12:18

30 სექტემბერს, ხორვატიის ქალაქ პორეჩში 8-18 წლის მოჭადრაკეთა შორის ევროპის პირველობა დასრულდა. ჩემპიონატის გამარჯვებული ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი გახდა. ხომერიკმა 8 ქულა მიიღო და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ პოლონელ ევა ხარაზინსკას. მესამე ადგილი მაკედონიის წარმომადგენელმა ტიიანე ბლაგოჟევიჩმა დაიკავა. 

სულ ტურნირში მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის 48 სპორტსმენმა მიიღო. 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური