დიდი ხუთშაბათის წირვა სამებაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:10

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში მსახურების დროს წმინდა სახარებიდან იმ მონაკვეთს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის პირველად ზიარებაზეა საუბრი. 
მსახურების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგების მიმართავს და მრევლს დღევანდეოლ დღეს მიულოცავს. მანამდე კი ტრადიციულად ფეხბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს, ისევე როგორც ეს თავისი სიმდაბლით უფალმა გააკეთა და მოციქულებს ფეხი დაბანა. 
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

დღეს გიორგობაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 მაისი 2016 10:36

6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ  წუთებში წირვა მიმდინარეობს.

გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშება, 6 მაისს და 23 ნოემბერს, წმინდანის ბორბალზე წამების დღეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური