აშხაბადში გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის ,,თურქმენეთი დიდი აბრეშუმის გზის გული’’ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 ივლისი 2019 11:50

29 ივნისს, თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გაიმართა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის ,,თურქმენეთი დიდი აბრეშუმის გზის გული’’ პრეზენტაცია, რომელიც ითარგმნა თურქულ და უკრაინულ ენებზე.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთში აკრედიტირებულმა დიპლომატებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, კულტურისა და მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და საერთაშორისო მას-მედიის წარმომადგენლებმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ახალი ნაშრომი, შესაძლებლობას იძლევა ობიექტურად შეფასდეს თურქმენეთის ისტორიული გზა, გაეცნონ ეროვნულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებს, ადათ-წესებს. ნაშრომში ფართოდ არის ასახული თურქმენული ხალხის მიღწევა მსოფლიოს მეცნიერებაში, ეკონომიკასა და კულტურულ პროგრესში.

გამომსვლელებს შორის იყვნენ თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი საპარდურდი ტოილიევი, თურქეთის ელჩი თურქმენეთში მუსტაფა კაკუჯუ და უკრაინის ელჩი თურქმენეთში ვალენტინ შევალიევი. 

„დიდი აბრეშუმის გზა“ ნაშრომში განიხილება როგორც უნიკალური ისტორიულ-კულტურული მოვლენა. ავტორი მოგვითხრობს იმის თაობაზე თუ როგორი ღრმა ნაკვალევი დატოვა ამ ფენომენმა უძველესი დროიდან თანამედროვე თურქმენეთის მაგალითზე. სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით მოყვანილია დოკუმენტური მასალები, არქეოლოგიური და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მასალები. ასევე შეფასებულია თურქმენეთის როლი მის ერთ-ერთ ცერნტრალურ რგოლად წარმოჩენაზე „დიდი აბრეშუმის გზის გულში“, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის განვითარებაზე.

წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება „ჯეიხუნიდან ხაზარამდე“ და „მარშრუტები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ“. თითოეული მათგანი სამი თავისაგან შედგება. ისინი „დიდი აბრეშუმის გზის“ კონკრეტულ ნაწილებს აღწერენ  თურქმენეთის ტერიტორიაზე.  ნაშრომი სრულდება დამატებებით: „პიროვნებები და ქრონოლოგია დიდ აბრეშუმის გზაზე“ და „მოკლე არქეოლოგიური და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაკავშირებული დიდ აბრეშუმის გზასთან“.

წიგნი ილუსტრირებულია მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მასალებით, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნებით. ნაშრომში მოყვანილია არქეოლოგიური მონაცემები, აერო-კოსმოსური გადაღებები, უძველესი კარტოგრაფიული ოაზისები და სხვა მრავალი საინტერესო მასალები.

 

ავთანდილ ოთინაშვილი

აშხაბადი-თბილისი

თბილისში გაიმართა მ. კვარაცხელიას წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 მაისი 2018 16:12

13 მაისს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ამჟამად UEFA-ს ოფიცრის მამუკა კვარაცხელიას ახალი წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ავტორს მორიგი წარმატებები უსურვეს ქართული სპორტის გამოჩენილმა მიმომხილველმა, ქართველი ებრაელების საამაყო შვილმა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ.
წიგნის ავტორის თქმით, ეს ნაშრომი მისი ინტერესის დაკმაყოფილებას წარმოადგენს. „ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ჰქვია ადიდასს „ადიდასი“, მერსედესს „მერსედესი“ და ა. შ. როდესაც გერმანიაში ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, ამ ყველაფრის დაბადების აკვანთან მივედი, მოვიძიე ფაქტები, გადავიღე ფოტოები და დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა“, - აღნიშნა ავტორმა.
როგორც მ. კვარაცხელიამ განაცხადა, სწორედ გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გახდა ამ წიგნის დასაწერად შთაგონების წყარო. „ამ გათამაშებაზე თითქმის ყველა თამაშს დავესწარი და ლამის მივმართე FIFA-ს, რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ჩაატარეთ-თქო. ფაქტობრივად მეც გერმანელი გავხდი. მსოფლიო პირველობის დღეებში რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო გერმანელების სითბო. ყველა დეტალი ჩემპიონატიდან მოთხრობილია წიგნში. რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მაქვს პატარა ჩანაწერები და მაქვს სურვილი ერთ წიგნად გავაერთიანო, თუმცა გერმანიაზე იმდენად დიდი მასალა მქონდა მინდოდა ცალკე წიგნად ყოფილიყო გამოშვებული“, - აცხადებს მ. კვარაცხელია.
მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაცია 13 მაისს საგანგებოდ დაამთხვია, ვინაიდან ამ დღეს ქართულმა ფეხბურთმა დიდ გამარჯვებას მიაღწია. „13 მაისი ჩვენს გულში ყოველთვის იყო არის და იქნება. ვერ აგიღწერთ ეს რა დღე იყო. დღეს რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ დაახლოებით ამ დონის სიხარული იყო 13 მაისი“, - დასძინა წიგნის ავტორმა.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისა, წიგნში გამახვილებულია ყურადღება არა მარტო ქართულ ფეხბურთზე, არამედ საქართველოს ისტორიაზეც.
წიგნი გამოიცა სპორტულ ჟურნალისთა ასოციაციის დახმარებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ავტორთან. ასევე სპორტსმენები და ქომაგები.

გიორგი ოთინაშვილი

წიგნი ყველა სოფელს - პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 12:35

1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს".

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები  შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე კომპანია „ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა  და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, საქართველოს საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით  ხორციელდება. 

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნის" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში  მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება 10 000-მდე წიგნი. შეგროვილი წიგნები დარიგდება ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.

წიგნების შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლისავტოგასამართსადგურებზესუპერმარკეტების ქსელ „სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის", და "დანქინ დონატსისრესტორნებშიასევეყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებშიწმინდა სამებისსაკათედრო ტაძარიქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდიდუბის ღვთისმშობლისსახელობის ტაძარიგლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარივარკეთილის წმინდაგიორგის სახელობის ტაძარი.

სიურპრიზი N61 ავტობუსის მგზავრებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:29

დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ. აქციაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.
o 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ 
o 16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ.
o 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ 
o 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ 
o 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ 
o 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ
ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით. 
აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გახსნა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 მარტი 2017 19:37

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა. ღონისძიება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ გაიხსნა ჩინური ლიტერატურის კუთხე. „ვფიქრობ ამ ტიპის კულტურის და ამ მასშტაბის ტრადიციების მქონე ქვეყნის ლიტერატურის კუთხე აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც ასევე აქვს სერიოზული პრეტენზია კულტურაზე“, - აღნიშნა კეკელიძემ.

მისივე თქმით, ამ ღონისძიების საპასუხოდ მიღწეულია შეთანხმება, რომ შესაბამისად ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება პეკინში - ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ჩინური კუთხის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ. “დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩინური ლიტერატურის კუთხე კიდევ გაფართოვდება. ამ ორ ქვეყანას ხომ უძველესი ენები და კულტურა გააჩნია და მათი შერწყმით დიდი სინათლე წარმოიქმნება”, - მიმართა მან შეკრებილებს.

მისივე განცხადებით, საქართველო ჩინეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ „მისი უძველესი ისტორიითა და კულტურით ჩინეთი და საქართველო თანაბარი ქვეყნებია”, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა წარმოდგენილია ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. ჩინეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა და სამომავლოდ ჩინური ლიტერატურის კუთხის გაფართოებაც იგეგმება.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები - თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო”.

 

გაიმართება ირაკლი ბათიაშვილის წიგნის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 22:37

17 დეკემბერს, „თბილისი მარიოტში“ (რუსთაველის გამზ. №13) გაიმართება ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის ირაკლი ბათიაშვილის წიგნისა - „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“. პრეზენტაცია.

წიგნი ეძღვნება მე-20 საუკუნის უდიდესი გერმანელი მოაზროვნის - მარტინ ჰაიდეგერის - ფილოსოფიის მთელ რიგ საკვანძო თემებს და ამ ფონზე როგორც თავად ავტორის შიგნით აღძრულ ასოციაციათა ნაკადს, ასევე თანამედროვეობის დიდი გამოწვევების ანალიზს. არსებობს კი პერსპექტივა სხვა აზროვნების და სხვა გზის დღევანდელ რეალობაში? აი, ესაა ძირითადი კითხვა ამ წიგნში განვითარებული მსჯელობებისა.

 

თეიმურაზ ჭკუასელის წიგნის - „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:37

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილისაკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და  სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარის თეიმურაზ ჭკუასელის ახალი წიგნის - „როცა სარკეები აღარ იღიმებიანპრეზენტაციას დაესწრნენ.
წიგნირომელშიც თემურ ჭკუასელის შემოქმედების საინტერესო ნიმუშებია თავმოყრილი,ავტორის მეუღლისნანა კობიძის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიება რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა ქართულმა ხმებ“ გააფორმარუსთაველისსახელობის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა და მას მოწვეულ სტუმრებთან  ერთად,ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დასაზოგადოებისვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

„წიგნის მოვლის კულტურა“ - რეგიონების საჯარო სკოლებში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 24 მაისი 2016 11:59

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ წარდგენას რეგიონების საჯარო სკოლებში აგრძელებენ. ამჯერად, პროექტის პრეზენტაცია ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.

პროექტის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე, ბავშვებს წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. გარდა ამისა, პროექტის მიზნებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა და მათი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში არსებული სკოლის ბიბლიოთეკების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს წიგნის რესტავრაციის პოპულარიაზაციას ახალგაზრდა თაობაში.

პროექტის პრეზენტაცია მესამედ გაიმართა და ყველა წარდგენისას მოსწავლეთა დიდ დაინტერესებას იწვევს. როგორც მოსწავლეები  აღნიშნავენ, ეს არის პროექტი, რომელიც მათთვის აქამდე უცნობ, ძალიან საინტერესო და მდიდარ  სამყაროს ხდის ხელშესახებს. პროექტის პრეზენტაციები გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

„დეტექტივობანა, ანუ როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება“

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 10 აპრილი 2016 17:56

2016 წლის 18 აპრილს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.  „დეტექტივობანა, ანუ როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება“. წიგნი ეკუთვნის 15 წლის გოგონას, დიანა მეზვრიშვილს. მოთხრობაში მოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. როგორც სათაურიდან ირკვევა, ნაწარმოები დეტექტიური ჟანრისაა. მთავარი პერსონაჟი თექვსმეტი წლის ბენინა დალტონია, რომელსაც ძალიან უყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნები და აგათა კრისტის მთელი კოლექცია აქვს წაკითხული.
ერთ მშვენიერ დღეს, ბენინა აღმოაჩენს,რომ მის მშობლიურ ქალაქში მკვლელობა მოხდა. შემდეგ გოგონა გებულობს,რომ მისმა მშობლებმა მოულოდნელად გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ამიტომ ბენინას ეჭვი თავისი ოჯახის წევრებზე უჩნდება. გადაწყვეტს გაიპაროს და დამოუკიდებლად გახსნას დანაშაული. გოგონა მიატოვებს ოჯახს და გზად ადამიანებს შეხვდება,რომლებსაც დაუმეგობრდება და თავის გამოძიებაში ჩართავს. ბენინას ვერსიები მეგობრებისთვის და მკითხველისთვის მისაღებია. მას მკვლელი საკუთარი დედა ჰგონია,თუმცა საბოლოო მომენტში გამოძიება სხვაგვარად სრულდება. ეს გოგონასთვის დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ შეძენილი მეგობრების წყალობით ისახავს ახალ სამომავლო მიზნებს.

„ნინო’s Notes“ – კრებული, რომელიც შეგძრავთ

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 20:54

როცა ამ წიგნს გადაშლი და კთხვას დაიწყებ დაგეუფლება განცდა თითქოს შენი აზრები ვიღაცამ წაიკითხა, ვიღაცა გეუბნება იმას, რისი თქმაც შენ გინდოდა, იფიქრებ ავტორი შენ გვერდით ზის და გიყვება ამბებს მეგობრებზე, დედებზე, შვილებზე, უსამართლოდ მოკლულ ქალებზე, არაფრის გამო განწირულ ბავშვებზე და ყველაფერზე, რაც შენ გარშემო ხდება,  „ ნინო’s Notes-ში“ შეიძლება საკუთრაი თავიც ამოიცნო.

დღეს კაფე-წიგნის მაღაზია  „ნოველლაში“ თანამდედროვე მწერლის ნინო თარხნიშვილის მოთხრობების კრებულის – „ნინო‘s Notes“  პრეზენტაცია გაიმართა.

ნინო თარხნიშვილი სოციალურ პროზას წერს, დოკუმენტური ფონითა და ნატურალიზმით სავსეს, სულ სხვა, ყველაზე მწარე კუთხიდან რომ დაგანახებს შენს ეპოქაში, შენს ქალაქში, შენ გვერდით თუ ათასობით კილომეტრს იქით მომხდარ მოვლენებს, რომლებსაც, როგორც წესი, „ნიუსებიდან“ ეცნობი ხოლმე.

მის მოთხრობებში X ყოველთვის 3-ის ტოლია. დედა, მამა და შვილი იმ მარადიულ სამკუთხედს ქმნის, ყოფითი პრობლემებისა თუ სხვა შემთხვევების გამო ხშირად რომ იშლება. ამ წიგნში მწერლის პოზიციაც იკითხება – მხატვრულად ასახოს რეალობა და დასვას აქტუალური საკითხები, რაც შემდგომში მკითხველის განსჯის საგნად უნდა იქცეს და ცხოვრებისეულ კუთხეში მიმწყვდეულს გზა დაანახოს.

ნინო თარხნიშვილის ოდები და მინიატურები ერთგვარი ცდაა თავი მოუყაროს მწერლის ჩანაწერებს, Note-ებს, 47 ქრომოსომის მქონე ბავშვისა თუ მარტოხელა დედის განცდებს, თანამედროვე მოზარდებისა და ქალების ამბებს, დასაქმებულთა თუ უპასუხო გზავნილების ავტორთა ყოველდღიურობას. წიგნის რედაქტრის თქმით, კრებული შეგძრავთ.

როგორც ავტორი ამბობს, ამ წიგნით სურს გოგონებს, ქალბატონებს უთხრას, რომ ქალები ძლიერები არიან და ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის.

„ნინო’s Notes-ის“  ბოლო ფურცელს, რომ წაიკითხავ მოგინდება მწერალს დაურეკო და  საზოგადოებრივი თემები ერთად განიხილოთ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური