კორონავირუსის კრიზისის დროს უკრაინის კულტურა საფრთხის ქვეშ დგას

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 16:11

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინის მთავრობას შეუძლია შესწიროს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება „ევრომაიდანის“ შემდეგ - მისი კულტურა. 2020 წელს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კულტურისთვის დაფინანსების შემცირებას 7 მილიარდი გრივნით. UkraineWorld- მა შეისწავლა ეს საკითხი და გაიგო თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

27 მარტს ათასობით უკრაინელი შეუერთდა ონლაინ პროტესტს სახელწოდებით "არა კულტურის განადგურებას!". ეს ინიციატივა იყო სასოწარკვეთილი პასუხი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და გადანაწილდეს ეს თანხები უკრაინაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ ქვეყნის კულტურული სექტორის ექსპერტები აფრთხილებენ ყველას: სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროების დაფინანსების შემცირება, კერძოდ, კინო, წიგნები და ტურიზმის განვითარება, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, როგორც პირად გეგმებში, ისე ეროვნული მასშტაბით. აქ მოცემულია უკრაინული კულტურის წარმომადგენლების რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას კულტურის ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების შესახებ. 

იულია სინკევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი:

ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში და, თუნდაც ნაკლებად განვითარებულში, მთავრობები არ ამცირებენ კულტურის სფეროს ბიუჯეტს, არამედ ქმნიან დამხმარე ფონდებს. ისინი კი გაცილებით აღემატება დაგეგმილ ბიუჯეტს, მსოფლიოში არსებული კორონავირუსული ვითარების მიუხედავად.

დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა 160 მილიონი ფუნტის სწრაფი დახმარების რეაგირების პაკეტი თავისი კულტურული სექტორისთვის, გერმანიამ გამოყო 50 მილიარდი ევროს დახმარება კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო იტალიამ - 130 მილიონი ევრო თეატრსა და კინემატოგრაფიაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

ნიკოლაი კნიაჟიტსკი, პარლამენტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი:

ჩვენი კომიტეტი ერთხმად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული კულტურისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. საკარანტინო რეჟიმის დროს ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წიგნების წაკითხვისა და ფილმების ყურების შესაძლებლობა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან სექტორებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ომის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს უკრაინის აღმოსავლეთში.

”აშკარაა, რომ თუ ჩვენ საკუთარ კულტურულ პროდუქტებს არ წარვადგენთ, ამ ნიშას რუსული კულტურული პროდუქტი დაიკავებს”.

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ საკარანტინო რეჟიმის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება აღარ გაიმართება. ეს ხარჯები შეიძლება შემცირდეს და გადაეცეს ჯანდაცვის მუშაკებს ან სხვა სოციალურ მუშაკებს საჭიროებებისთვის. ამასთან, აუცილებელია ეროვნული კინოს სხვაგვარად მხარდაჭერა. მაგალითად, უკრაინის კულტურულმა ფონდმა ან უკრაინის სახელმწიფო ცენტრმა შეიძლება გამოაცხადოს სცენარის კონკურსი, რათა ხალხს მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და მოამზადოს მომავალი გადაღებები.

გასულ წელს, უკრაინის წიგნების ინსტიტუტმა გამოყო 100 მილიონი გრივნა ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. წელს, თანხა 20 მილიონამდე შემცირდა და არავის აინტერესებს გამომცემლობების და წიგნების მაღაზიების შემდგომი ბედი.

თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რეგიონებზეც. უკრაინამ შეამცირა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის და პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის კულტურაზე ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

ანნა მაჩუხი, უკრაინის კინოაკადემიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

ჩვენი აკადემიის ამოცანაა უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამჟამად საერთოდ მის გადარჩენაზე ვსაუბრობთ.

”კულტურული ცხოვრების ხანმოკლე შეფერხებაც კი საფრთხეს უქმნის ერის გადარჩენის საკითხს. წლის განმავლობაში დაპაუზებამ კი, სულ მცირე, რამოდენიმე წლით შიძლება უკან დაგვხიოს“.

2006-დან 2010 წლამდე მაქსიმუმ 1-2 ფილმი გვქონდა გადაღებული. 2011 წელს კინოთეატრებში არცერთი უკრაინული ფილმი არ გადიოდა. უკრაინული კინოს ეგრეთ წოდებული რენესანსის დროს, 2009-2019 წლებში გამოვიდა 100-ზე მეტი უკრაინული ფილმი. ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ფილმების რაოდენობაზე, არამედ ვსაუბრობთ მის ხარისხზე. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უკრაინას თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კინოში.

10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კინოინდუსტრიაში, და არის საფრთხე, რომ აღნიშნული სექტორი შეიძლება სახელმწიფო დახმარების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

პაველ სუშკო, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატს და უკრაინაში კინემატოგრაფიისა და რეკლამირების სფეროში შემავალი ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, მიუღებლად მიმაჩნია კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

როგორც კი გავიგეთ შესაძლო სეკვესტრის შესახებ, კომიტეტში ყველანი ერთ მუშტად შევიკარით. აქვე ჩვენ წარმოვადგინეთ მონაცემები თუ რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მოიტანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება:

 

1. საწარმოთა დაშლა ეკონომიკის კრეატიულ სექტორში;

2. კრეატიული ეკონომიკის პროდუქციის ექსპორტის შემცირება;

3. უმუშევრობის ზრდა კინოწარმოების, ტურიზმისა და ბეჭდვის სფეროში;

4. ადამიანური რესურსის და პოტენციალის დაკარგვა;

5. უკრაინის მოსახლეობის კულტურის ზოგადი დონის დაქვეითება, ასევე დანაშაულის და „სოციალური“ დაავადებების ზრდა;

6. უკრაინული საზოგადოების მულტიკულტურული ბუნების გაცნობიერების არარსებობა და პატრიოტიზმის დონის ზოგადი ვარდნა;

7. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების პროცესების შენელება და ა.შ.

 

ირმა ვიტოვსკაია, უკრაინელი მსახიობი:

ეს 90-იანი წლების კოშმარს მაგონებს. მე ვარ უკრაინის კულტურული ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის მრავალი პროექტი ახლა გაურკვევლად არის შეჩერებული. მაგრამ კინემატოგრაფია ტექნიკურად რთული სფეროა, რომელიც ახლახან შევქმენით.

ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისული შესაძლებლობები. კულტურა ქმნის ეთიკის კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია. ეს არის როგორც გამოწვევა, ისე „მარკერი“, რომელიც საზოგადოებაში ბევრ რამეს აღნიშნავს.

”ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საგარეო ატმოსფერო, ასე რომ, მორალური კოდექსი, რომელსაც კულტურა გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ”.

 მათთვის, ვინც ფილმებზე მუშაობს, დაპაუზების ერთი წელი შეიძლება ათი წელი გახდეს. ეს არის ინფორმაციის უსაფრთხოების, კრეატიულობის და კონკურენტუნარიანობის საკითხი. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ სფეროს გაჩერება მეტად კრიტიკულია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შევქმენით.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინ

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

PSP-მ ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი სასკოლო წიგნები გადასცა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 19:05

1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას PSP-მ სასკოლო წიგნების და სასწავლო რვეულების ნაკრებები გადასცა. სახელმძღვანელოები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. სახელმძღვანელოები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს გადაეცემათ.

„სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ქართულენოვან მოსახლეობას საზღვარგარეთიდან არაერთხელ მოუმართავს. განსაკუთრებული მოთხოვნაა თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გარეთ მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისგან. მათ ხელი არ მიუწვდებათ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოებზე, თუმცა სურვილი და ინტერესი დიდი აქვთ. ამ მოსახლეობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ძალიან სასიამოვნო და საჭირო საჩუქარი იქნება“, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას გავაფართოვებთ,“- აცხადებენ პსპ-ში.

პსპ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ეს თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იდეას, უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდეს. 

წიგნები ოკუპაციის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსწავლეებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 16:26

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და კლინიკა „ვენუს ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ტირძნისს ესტუმრა და სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ლიტერატურა გადასცა.

„ტირძნისი საზღვრისპირა სოფელია და 2008 წლის ომის დროს კონფლიქტის ზონა იყო. ეს არის სკოლა, რომელიც ომის დროს დაიწვა და შემდეგ მისი აღდგენა მოხდა. შევხვდით მოსწავლეებს, პედაგოგებს, რომლებმაც რეალურად გადაარჩინეს სკოლის შენობა, სოფელ ტირძნისს არ აქვს ბიბლიოთეკა და ეს როლი სკოლის ბიბლიოთეკამ იტვირთა. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი საჩუქრების ჩატანა.“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის წევრები ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენით შეხვდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს უწევთ ოკუპაციის საზღვართან განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრება, ტრადიციები ცეკვის, სიმღერისა და განათლების კუთხით არ ნელდება. ეს ძალიან დასაფასებელია“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში განხორციელდა და მასში ბევრმა ორგანიზაციამ და მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ცდილობს, რომ წიგნიერებასა და წიგნად ფონდს შორის არსებული დისბალანსი გამოსწორდეს. მოგეხსენებათ, რომ სიტყვა „ეკვილიბრიუმი“ წონასწორობას ნიშნავს და პროექტი სწორედ ქვეყნის მასშტაბით წონასწორობის აღდგენაზე ზრუნავს როგორც განათლებისა და წიგნიერების, ასევე საწიგნო ფონდებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი კეკელიძეს, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს და ყველა კერძო შემომწირველს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება ოკუპაციის ზონასთან ახლოს ჩაგვეტანა ეს საჩუქრები“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

წიგნების: „ქართველები რიოში", „ლაშა ტალახაძე", „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი" პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 14:16

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს სამი წიგნის - „ქართველები რიოში", „ლაშა ტალახაძე", „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი" - პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალისტებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, ვეტერან სპორტსმენებს და გულშემატკივრებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ხსენებული წიგნების რედაქტორმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უმასპინძლეს.

„ქართული სპორტისთვის 2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა და მიხარია, რომ განვლილი თორმეტი თვე ამ სამი ლამაზი გამოცემით შეჯამდა. მსურს მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს მშვენიერი წიგნებისთვის და ვისურვებ მომდევნო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ოლიმპიურ გამოცემებს კიდევ არაერთი წიგნი შეემატოს", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა. მანვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორები და მხარდამჭერები, ის ორგანიზაციები, რომლებმაც განვლილ ოლიმპიურ ციკლში სეოკ-ს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს, სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

„ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი წესი აქვს: ყოველი ოლიმპიური ციკლი შესაბამისი გამოცემით უნდა შეჯამდეს. ფოტოალბომი „ქართველები რიოში" ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელთა გამოსვლას, თამაშების დღეებს ეძღვნება, ოქროსმედალოსნების შესახებ დაწერილი წიგნები კი ჩვენი ოლიმპიური სერიიდანაა, რომელიც ახლა უკვე 36 წიგნს ითვლის. აქვე ვიტყვი, რომ უკვე ვმუშაობთ ფილმებზე, რომლებიც ლაშა ტალახაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიეძღვნებათ", - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ფოტოალბომში „ქართველები რიოში" ოლიმპიადაზე სპორტული ფოტოკორესპონდენტების თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი.

„ლაშა ტალახაძის" ავტორი სპორტული ჟურნალისტი ოთარ მაღლაკელიძეა. მისთვის ეს მეოთხე წიგნია სერიიდან „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები". რაც შეეხება „ვლადიმერ ხინჩეგაშვილს", მისი ავტორი ჟურნალისტი ვასილ ბალახაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი წიგნია.

„ცოცხალი წიგნები“ V ქვეით ბრიგადაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 15:23

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეით ბრიგადას თანამედროვე მწერლები და პოეტები ეწვივნენ. ჯემალ ინჯია, ირაკლი შამათავა, ირმა მალაციძე, მაკა ლდოკონენი, ბექა ახალაია, ნინო ჭინჭარაული, რუსუდან კაიშაური და ნიკა ჩერქეზიშვილი სამხედროებს კულტურის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ წარუდგინა.

მწერლებმა პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი V ქვეით ბრიგადას სამახსოვროდ საკუთარი მოთხრობებისა და ლექსების კრებულები გადასცეს.

პროექტი „ცოცხალი წიგნები“  თავდაცვისა და კულტურის სამინისტროებს შორის 2015 წლის  ნოემბერში გაფორმებული  მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს, პროექტის ფარგლებში, პირველად გასული წლის  7 ნოემბერს კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ეწვივნენ, მას შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საჩუქრად წიგნები გადაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 14:28

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საჩუქრად წიგნები გადაეცა. აქცია პროექტ – “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში განხორციელდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებას ქართველი მწერლები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

პროექტი „წიგნების თარო“ იწყებს სკოლების რეგისტრაციას სატელევიზიო თამაშში მონაწილეობის მისაღებად

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 15:52

პროექტი „წიგნების თარო“ იწყებს სკოლების რეგისტრაციას სატელევიზიო თამაშში მონაწილეობის მისაღებად

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა გაიარონ ორი ეტაპი: 1. სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (დირექტორი, მასწავლებელი) უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი გადაცემის ფეისბუქის გვერდზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით; 2. დარეგისტრირებული სკოლებიდან გადაცემაში მონაწილე 32 გუნდს შეარჩევს გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირადი გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრება დაინიშნება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (რეგიონების სკოლების გუნდებისთვის დასაშვებია გასაუბრება ონლაინ რეჟიმში).

სკოლას აქვს მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება.

გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1. იყოს 15-16 წლის; 2. იყოს წარმდგენი სკოლის მოსწავლე (გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი გირჩევთ, გუნდის დაკომპლექტებისას გაითვალისწინოთ მხატვრული ლიტერატურის ცოდნა და არა მაღალი აკადემიური მოსწრება). 

რეგისტრაცია გრძელდება 24 ნოემბრამდე.

„წიგნების თარო“ ახალგაზრდული შემეცნებითი ტელეთამაშია, რომლის თემატიკას მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს და შესაბამისად, გამარჯვებისთვის მთავარი წიგნიერებაა. თითოეულ თამაშში მონაწილეობს ორი სკოლის გუნდი, რომლებიც დაკომპლექტებულია სამ-სამი მონაწილით. მონაწილეობა შეუძლიათ 15-16 წლის მოსწავლეებს. თამაში 7 რაუნდისგან შედგება, რომელთაგან ერთი გულშემატკივრების რაუნდია, ყველაფერი კი ბლიცტურით სრულდება. თამაშში ასევე მონაწილეობს მოწვეული სტუმარიც, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც რიგ შემთხვევებში მოთამაშეების დახმარებას ცდილობს. „წიგნების თარო“ ოლიმპიური პრინციპით ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში გრძელდება. 

 

მოსწავლეებისთვის გადაცემული წიგნების ნაწილი მეორადი მოხმარებისაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 13:22

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდი ამ სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოებთან იყო დაკავშირებული. როგორი ხარისხის და რა რაოდენობის წიგნები მიიღეს მოსწავლეებმა სკოლებში.არის, თუ - არა, საკმარისი სახელმძღვანელოები და რამდენად გამოსადეგია ისინი სწავლისთვის. კურიერი დღეს მოსწავლეების მშობლებს გაესაუბრა.

მშობლები აცხადებენ, რომ ნაწილი წიგნებისა მეორადია, ნაწილი კი - ახალი. 

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ აჭარაში

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 12:25

9-10-11 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი აჭარას ესტუმრება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მანანა ჩიტიშვილი, ელა გოჩიაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, გურამ მეგრელიშვილი, არჩილ ქიქოძე.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე.

პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები - მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.

პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება; წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.


განრიგი:

I დღე - 9 ივლისი - ბათუმი -17:00სთ - ბიბლიოთეკა;
II დღე - 10 ივლისი - ხელვაჩაური - 15:00სთ - გაგეობის მიმდებარედ ღია ცის ქვეშ;
III დღე - 11 ივლისი - ქობულეთი -15.00 სთ - კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზი.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური