წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 11:32

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 11 მაისს საქართველოში ნარჩუნდება წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 12 მაისის დილამდეა მოსალოდნელი. 12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

13-14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

15 მაისს კვლავ შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ძლიერი წვიმის შედეგად, ნუცუბიძის 12 ნომერში მდებარე კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 11:10

ძლიერი წვიმის შედეგად, ნუცუბიძის 12 ნომერში მდებარე კორპუსის ბათქაში ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაზიანდა პირველ სართულზე მდებარე გადახურვა, სადაც თრიალეთის ტელევიზიის ოფისია განთავსებული. ადგილზე სამსშველო სამსახურის და პატრულის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობის თქმით, შენობას დაზიანება ადრეც აღენიშნებოდა, მერიას და შესაბამის სამსახურებს არაეთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. 

წვიმა და სეტყვა - სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 09:45

მდინარეებში წყლის დონის მატებას არ ელოდებიან სინოპტიკოსები, თუმცა მათი პროგნოზით დღეს ისევ სეტყვაა მოსალოდნელი დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. მათი ინფორმაციით, სეტყვა არ იქნება ძლიერი.იმ რეიოგნებში კი, რომლებიც გუშინ სტიქიამ დააზარალა დღეს არ ელოდებიან სეტყვას. ასევე მდინარეებში წყლის დონის მატებას. უახლოეს დღეებში ისევ იწვიმებს, თუმცა კვირის ბოლომდე ნალექი შემცირდება.

წვიმის შედეგად კვლავ დაიტბორა ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 13:04

სტიქია აჭარაში - ძლიერი წვიმის გამო, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორია დაიტბორა. 

დაზარალდნენ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები. რამდენიმე მათგანი ამ დრომდე ვერ ახერხებს საცხოვრებლიდან გამოსვლას. 

განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ხელვაჩაურში ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე 2 000-მდე თვითნებურად შესახლებული ოჯახი ცხოვრობს. აჭარის მთავრობა ოთხი წელია მათ საკითხს სწავლობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.

17 ნოემბერს საქართველოში ძლიერ წვიმას და ქარს პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 12:41

17 ნოემბერს მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ნიუსდეის" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. 
16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი. 
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. 
18-19 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.

შუახევში 5 სახლი გარესამყაროს მოწყდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 20:34

სტიქიაა აჭარაშიც. შუახევში 5 სახლი ჩამოინგრა. რამდენიმე სახლს კი ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა.მეწყერული პროცესების გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. ელექტროენერგია მხოლოდ დაბა შუახევს მიეწოდება.მეწყრული პროცესები განვითარდა ხულოშიც. სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სტიქიამ ხულოში 135 ოჯახი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის ხაზები აქაც დააზიანა.ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ადგილობრივი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

რეგიონებში ისევ სტიქიას ებრძვიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 12:28

რეგიონებში ისევ სტიქიას ებრძვიან. ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ერთი სახლის საყრდენი კედელი მთლიანად ჩამოინგრა. 

შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ქუთაისის მერიც იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულებს. 

ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში კი კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სარდაფები და ავტოფარეხები დატბორა. 

სტიქიამ სამეგრელოც დააზარალა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა წყალმა სენაკის შესასვლელთან გზა დააზიანა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და გადაადგილება სენაკის გავლით არის შესაძლებელი. 

უწყების ცნობით, აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. ამ დრომდე წვიმს აჭარაში. სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. აჭარაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ფინანსთა მინისტრი.

სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 10:15

სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით , აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიით დაზიანებულ ობიექტზე მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ შექმნილ ვითარებას, რათა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყონ გზის აღდგენის სამუშაოები.
"დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით", - განმარტავენ უწყებაში.

სტიქიის შედეგად რადმენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 22:29

გურიაში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. წუხელ მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა 100- მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

სტიქია მძვინვარებს იმერეთშიც. გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებით თერჯოლისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების ნაწილი. წაღებულია გადასასვლელი ხიდები. უკვე მეორე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი რუფეთი და წითეხევი.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან გორშიც. ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში 15 სოფელი დააზარალა. ყველაზე რთული მდგომარეობაა საქაშესა და ნიქოზში.

ბაღდათის რაიონში სტიქიას ებრძვიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:07

ბაღდათის რაიონში სტიქიას ებრძვიან. ამ დროისთვის  16 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერთი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. 
ორდღიანი გადაუღებელიწვიმის შედეგად  რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებზე მეწყერი წარმოშვა. წვიმასთან ერთან ძლიერი ქარიც იყო,   რის გამოც მოგლეჯილია ათეულობით ხე, ადიდებულმა მდინარეებმა სახნავ-სათესი მიწებიც დატბორა. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური