საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აპირებენ ჩაერიონ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში-რიკ დემსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 ივლისი 2020 13:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობს.

შეხვედრაზე, რომლის სახელწოდებაცაა „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რიკ დემსმა თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს მიულოცა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა გაუმჯობესდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, კოლეგებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ამ შეხვედრის გამართვისთვის. მიხარია, რომ ამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ჩვენ იმ მოდალურობაზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიტანა ჩვენს საქმიანობაში „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, საქართველოს პარლამენტს მივულოცო არა მხოლოდ რეფორმების გამო, რომელიც ახლახან ჩაატარეთ, რომელიც ჩატარდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდა დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა. მინდა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს მივულოცო, თქვენ ხართ პირველი, რომლებსაც ჰყავთ საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტები.

ვცდილობთ, ევროსაბჭოში ჩვენ წევრ ქვეყნებს მივაწოდოთ ინსტრუმენტები, რომელშიც შედის გარკვეული, ასევე ვთქვათ, გემოვნებები გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიციებიდან, სტამბოლის კონვენციიდან.

ეს გახლავთ სწორედ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ე.წ. კონვენცია, ხელშეკრულება – ერთი, რომელიც არის საერთაშორისო კონვენცია და მასში შედის სწორედ მონაცემთა მართვის ინსტრუმენტები. ამათი არ იზღუდება ჩვენი თანამშრომლობა. არის კიდევ უამრავი სხვა საკითხი, რომელთა თაობაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ, რაც მთლიანად შეადგენს ექსპერტულ გამოცდილებას მთელ ევროსაბჭოში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, რომ ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, არამედ ჩვენი მიზანი და დანიშნულებაა, მოგაწოდოთ საექსპერტო გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია.

ჩვენ ვართ გარკვეულად მომსახურების მომწოდებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დიდი მადლობა, რომ ჩაგვრთეთ ამ საქმიანობაში.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ის გახლავთ მაღალი დონის იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ და ფაქტობრივად, სწორედ ამ კომისიამ დაადგინა საარჩევნო ტანდარტები მთელ ევროპულ სივრცეში და ძალიან მადლიერები ვართ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

წყარო: https://1tv.ge/news/rik-demsi-chveni-saparlamento-asambleis-wevrebi-ar-apireben-chaerion-debatebshi-romlebic-archevnebis-garshemo-imarteba-saqartveloshi-chveni-mizania-saeqsperto-gamocdileba-mogawodot/

ოპოზიციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას აფასებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:58

ვენეციის კომისიის წევრებს საოლქო კომისიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან პოლიტიკური პარტიები. ცოტა ხნის წინ შეხვედრა დასრულდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან და ისინი აცხადებენ, რომ მათ ისაუბრეს 4 თებერვალს საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შეეხება არჩევნების დღის საჩივრების განხილვას, სააოლქო კომისიების მიუკერძოებლობას, ვისაუბრეთ იმ თემაზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელთ, იმ პარტიული დანიშნულების შესახებ, რომელიც მოხდა 4 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდოამზე, სადაც ჩვენ რა ინფორმაციაც გავქვს, 74 წევრი 127-დან არის პარტიული ნიშნით დანიშნული", - განაცხადა ხათუნა გიოგორიშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართული ოცნებაც ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ყველა დონეზე.

"პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ქართული ოცნებაც ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, ყველა დონეზე. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ეს ცუდი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისთავის, თუ როგორ ვიწყებთ ჩვენ მზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

მთავრობის წევრები ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატებაზე საუბრობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:18

ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატებაზე საუბრობენ მთავრობის წევრები.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ევროკავშირი ძირითადი პარტნიორია და მის ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა პატივს სცემს.

„ფორმატებს ჩვენ მხოლოდ არ განვსაზღვრავთ, ეს არის ორი მიმართულებით მოძრაობა, სადაც ევროკავშირი არის ძირითადი პარტნიორი, ასევე გადაწყევტილების მიმღები. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რა ფორმატსაც ევროკავშირი გვთავაზობს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნულ საკითხს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიც ეხმაურება.

„რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვცდილობთ, რომ საქართველოს მიმართებაში პოლიტიკა იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში განხილული. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, და ვფიქრობ, რომ წარმატებითაც,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრები დარწმუნებული არიან, რომ შეფერხება საქართველოს მიზეზით არ არის გამოწვეული.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას ფინანსთა მინისტრიც ეხმაურება.

ნოდარ ხადურის შეფასებით, შეფერხება საქართველოს მიზეზით არ არის გამოწვეული.

„იმ მიმართულებით, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეეხება და საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო კურირებს, ეს არის საბაჟო, საგადასახადო, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ყველაფერი შესრულებულია,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალაში ევროკავშირის მხირდან განცხადება გაკეთდება. 

ირაკლი შოთაძე „ნაცმოძრაობის“ წევრებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 16:28

მთავარი პროკურორობის კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში ირაკლი შოთაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდება. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

მანამდე კი შეხვედრა გაიმართა „თავისუფალ დემოკრატებთან“, სადაც მცირე ინციდენტიც მოხდა. თავისუფალი დემოკრატების მხრიდან შეკითხვები ძირითადად კაბელების საქმეს შეეხებოდა , ასევე ირაკლი შოთაძის ურთიერთობას ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და ასევე იმ გახმაურებულ საქმეებს რომელიც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არის აღძრული და მიმდინარეობს მთავარ პროკურატურაში. 

დღის ბოლოს შოთაძე უმრავლესობას შეხვდება. 

მმართველი გუნდის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 13:16

საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ მმართველ გუნდში და მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით ცუდი ტენდენცია იქმნება. 

საპარლამენტო უმრავლესობაში პარლამენტის მიერ ორი მოსამართლის - კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შუამდგომლობის მიუღებლობას სამწუხაროს უწოდებენ. უმრავლესობაში, ასევე, სასამართლოს მხრიდან პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ. 

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ წარდგენილი სამი შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა.

საქართველოს ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ეწვევიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 14:13

საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოგერინი თბილისში 9 ნოემბერს ჩამოვა. ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ასევე გიგიაძის ინფორმაციით, 26-27 ნოემბერს საქართველოს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეწვევა.

მისი თქმით, ჰანი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის შეხვედრა მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური