ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 14:30

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში.

კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MUSIAD) თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 23 აპრილი 2018 21:19

22 აპრილს, დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) თბილისში წარმომადგენლობა ოფიციალურად გახსნა, რომლის მთავარ მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგანგებოდ თბილისში ჩამოსულმა, აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტმა აბდურრაჰმან ქაანმა, თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა, „მუსიად თბილისიპრეზიდენტმა მუსტაფა ოზგურ იუჯელმა. ასევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე საქართველო-თრქეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალლურმა პირებმა.

თურქული ორგანიზაციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან ქაანმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა “MUSIAD”-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, თურქული ასოციაცია შეძლებს, დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაში. გარდა ამისა, ასოციაციის პრეზიდენტმა ქართული მხარე მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბულში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. 

როგორც „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა მუსტაფა ოზგურ იუჯელმა განაცხადა, „ორგანიზაცია ძალისხმევას არ იშურებს, რათა წინ წავწიოთ სამაგალითო მეგობრული ურთიერთობების მქონე საქართველო-თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ თურქეთის ეკონომიკური „ხელი“ საქართველოში და ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველა ინვესტორს ვთავაზობთ მხარდაჭერას „ა“ დან „ჰ“ მდე, ვპირდებით ჩვენს ინვესტორებს და ბიზნესმენებს, რომ ვიქნებით მათთვის „კარი“ თურქეთსა და მსოფლიოში“, - აღნიშნა მუსტაფა ოზგურ იუჯელმა.

თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) ოფიციალურ პარტნიორს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წარმოადგენს. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის ინფორმაციით, ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება., ორგანიზაცია ასევე მზადაა ეს პროექტები წარუდგინოს ასოციაციის წევრებს, რომლებიც 72 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოში.

იმავე საღამოს, სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში, მოეწყო თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) მიერ ორგანიზებული გალა-ვახშამი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც დაესწრო. ღონისძიების დასასრულს მხარეთა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

აღსანიშნავია, ის რომ მსოფლიო რუკაზე თურქეთს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აზიის და ევროპული კონტინენტის სატრანზიტო პუნქტია, რომელსაც სამი მხრიდან გარშემორტყმული აქვს ზღვა, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, რუსეთში, ბალკანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც სწრაფად ვითარდება და იზრდება.

თურქეთი არის გლობალური მოთამაშე, რაზეც ზეგავლენას ახდენს მისი კარგი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით მსოფლიოსათვის სამაგალითო მეგობრული ურთიერთობა თურქეთს აქვს მის მოძმე ქვეყანასთან - საქართველოსათან.

თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა. თურქეთისაქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2007 წლიდან და იგი პირველ ადგილზეა საქართველოში ყველაზე პირდაპირი ინვესტიციების მქონე ქვეყნებს შორის.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური