ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 02 ივნისი 2018 12:28

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. დავით ქევხიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ. 

„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. 

რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია დავით ქევხიშვილის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე კვირაა ითხოვს ქევხიშვილის გადაყენებას. ამ მოთხოვნით ისინი პერმანენტულ აქციებს მართავდნენ.

ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 13:32
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო. თბილისში იმყოფებიან ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები: საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, კურსის მთავარი ინსტრუქტორი ტიბორ კოზლა, აკადემიის ინსტრუქტორები მარკ ჰუიზინგა, ენვიკ გალეა და პიერო კომინო, რომელთა თანდასწრებით, 6 მარტს ოცდაათმა ქართველმა მწვრთნელმა თეორიული საგამოცდო ტესტები ჩააბარა. ასევე 6 მარტიდან მათთვის დაიწყო ერთკვირიანი პრაქტიკული სემინარი. ერთი კვირის შემდეგ გამოცდებს კიდევ 40 ქართველი მწვრთნელი ჩააბარებს. ხოლო ის მწვრთნელები, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარეს, უკვე აკადემიის მეორე კურსზე სწავლობენ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური