მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 13:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ დაუშვილმა მიულოცეს.

პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ოფიცრები, ასევე, ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით, 10-თვიანი მუშაობის შედეგად, მართლწესრიგის ოფიცრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა კვლავ გრძელდება. სამომავლოდ შერჩეული ოფიცრები ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

ზემო ვეძისის მაცხოვრებლების პროტესტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 11:25

თბილისში, ზემო ვეძისის ქუჩის მაცხოვრებლები ქუჩის სახელის გადარქმევას აპროტესტებენ.

მათი განმარტებით ზემო ვეძისი, ოდიშელიძის ქუჩის სახელწოდებით გვიან ღამით შეიცვალა და ადგილობრივები ამის შესახებ არ გააფრთხილეს. 

საკრებულოში ძველი სახელის დაბრუნებაზე უკვე შეიტანეს ხელმოწერილი განცხადება.

ძველი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:51

დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ, სერგო ქავთარაძე და გიორგი საბანაძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი. მილიონობით ლარის სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესის“ მფლობელებისთვის თაღლითური გზით გადაცემაში წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ შერჩეული პატიმრობის ღონისძიება გაუქმდა.

ძველი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელებს სერგო ქავთარაძეს და გიორგი საბანაძეს, თბილისის განვითარების ფონდიდან, აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების სამშენებლო კომპანია “არტესის“ მფლობელებისთვის თაღლითური გზით გადაცემაში ედებოდათ ბრალი. გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 14:06

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა.  

პროექტის  მიზანია,  ახალ  ტურისტულ  მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მაქსიმალურად, მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებელების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. 

„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ქალაქის ძირითადი მარშრუტები განისაზღვრა, გადავწყვიტეთ, რომ ტურისტებს უფრო მეტად გავუმარტივოთ დედაქალაქში გადაადგილება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე მონტაჟდება და თბილისობისთვის დასრულდება.

მეორე ეტაპის სამუშაოები კი, ლოგოტიპის ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე განთავსებას ითვალისწინებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქალაქში გადაადგილებას,  საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, რომ თბილისი რეგიონის ტურისტულ  ცენტრად იქცეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

„თბილისში ტურისტებისათვის საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნა, მარკირების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს ყველაფერი  დედაქალაქის სტუმრებს თბილისის უმნიშნველოვანესი ობიექტების დათვალიერებას გაუმარტივებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის სიგრძე 5800 მეტრია,  მანიშნებლებს შორის  დაშორება კი, 4-დან 5 მეტრამდე იქნება. ჯამში, ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური