საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ 9 შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის 5 ახალი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე დადასტურებული იყო ოთხი შემთხვევა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი, ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. ხუთივე ახალი შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. აჟამად მიმდინარეობს უკვე ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა.
ბიზნეს ნიუსი

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოებ...

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა 15 აპრილამდე
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლი...

კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300 ათას ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტები გადასცა
Covid 19-მა განვლილ წელს ყველა ჩვენთაგანის ცხო...