"მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო... აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით..."

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 00:03

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. უბედურ შემთხვევას მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებებიც, ბევრი ემოციური პოსტი გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც.

 


ფეისბუკმომხმარებელი თინა სიხარულიძე ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც დაღუპულ მეშახტეებსა და მათ ცოლებს მიუძღვნა:
მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო,
აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით.
ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა.
წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა ყველი.
ჩაალაგა ტყუილი ადიდასის გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა.
დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა.
გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში აღარავინ აღარ მოწევსო.
ვიჩხუბეთ იმ დღეს,
იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო.
არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე.
მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში,
ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს.
გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად.
აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე,
თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა.
ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი.
მე კი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს
და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.
გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით.
ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი.
წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.
დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.
არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.
არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,
არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.
მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე.
და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან...
დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა.
ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო...
და ახლა რა ვქნა, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება,
რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს კაცებზე, ცხოვრებაზე, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს...
რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ...
თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?
ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?"

წყარო: newposts.ge

"ყველაზე, ყველაზე მაგარი ხარ ყველაფერში!" - როგორ მიულოცეს ცნობილმა ცოლებმა ქმრებს დაბადების დღე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 15:18

როგორც ბევრ ჩვენგანს, მეც მაქვს ჩვევა - დილას "ფეისბუქით " ვიწყებ. 24 აგვისტოს დილა სოციალურ ქსელში ძალიან თბილი, სასიყვარულო და ემოციური აღმოჩნდა. სამი ცნობილი ცოლი - ალანა გაგლოევა, ეკა მიშველაძე და მარიტა კუბლაშვილი საყვარელ მეუღლეებს დაბადების დღეებს სასიყვარულო პოსტებით ულოცავენ.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი ალანა გაგლოევა, მეუღლის ნიკა გუგეშაშვილის ფოტოს აქვეყნებს შვილთან - გუგასთან ერთად და წერს "დღეს ჩემი "დიდი" ბიჭის დაბადების დღეა. ვიტყვი უბრალოდ, რომ მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ და ჩემს ცხოვრებაში ხარ. მინდა ძალიან ბედნიერი იყო. ყველაზე, ყველაზე მაგარი ხარ ყველაფერში და მინდა გისურვო, რომ მუდამ ასეთი იყო (დანარჩენი უკვე გისურვე). გვიყვარხარ მე და პატარა ბიჭს, ბუს! გ ი ლ ო ც ა ვ თ ! ! !"

 იურისტი მარიამ კუბლაშვილი მსახიობ ლევან ხურციას კი იუბილეს შემდეგნაირად ულოცავს.
„დღეს ჩემი მეორე მეს და ჩემი არსების დაბადების დღეა. კაცის, რომელმაც გამაოცა ყველაფრით, უსაზღვროდ შემაყვარა თავი და უბრალოდ გამაბედნიერა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე მცირეოდენიც კი, რაც რეალურად ეს ადამიანია და საბედნიეროდ, მას ჩემი ქმარი ჰქვია! მადლობა ღმერთს ამ სიკეთისთვის! გილოცავ, ჩემო სანატრელო მეუღლევ, მინდა სულ იღიმოდე და ერთად ვზეიმობდეთ სიყვარულით სავსე დილის გათენებას ყოველდღე... მა

დლობა იმისთვის, რომ უბრალოდ ხარ... მიყვარხარ!“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ, პოლიტიკოსი მეუღლის, ბუკა პეტრიაშვილის დაბადების დღე წუხელვე აღნიშნა. მას შემდეგ, რაც 12 საათს გადაცდა და და 24 აგვისტო დადგა, ბუკას ჩასაქრობად ტორტი მიართვეს, ეკამ კი ამის ამსახველი ფოტო შემდეგი წარწერით გამოქვეყნა:
„მართალია, გადაღება ვერ მოავასწარი, ისე ვნერვიულობდი, რომ მომესწრო, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მთავარი ის არის, რომ საოცარი, უთბილესი, უკარგესი, უტკბილესი, უმაგრესი, უსაყვარლესი, უკეთილესი ბიჭის დაბადების დღე დაიწყოოოოოოოოო!!! Happy Birthday my love“
 
წყარო: ambebi.ge

მიმაყენეთ კედელთან და დამხვრიტეთ - იუნა შაფათავა მაგდა პაპიძის საქმეზე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
კვირა, 10 ივლისი 2016 01:44

„რა ვერ მორჩით განხილვას? ყველა სიმახინჯემ და დებილობამ როგორ უნდა ნახოს თავისნაირი იდიოტი დამცველები ამ გაგიჟებულ ქვეყანაში ?! - კითხულობს იუნა შაფათავა და მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

იუნა შაფათავა: „მე ერთ რაღაცას ვიტყვი: თუ ხვალ ისეთ მარაზმში გადავვარდები, რომ საყვარლის გამო ქმარს მოვკლავ და შვილს გავგუდავ, სულ რომ ფორმულებით ვილაპარაკო და ანგელოზივით გამოვიყურებოდე- პროცესის გამართვის და ფსიქიატრიულის დასკვნების გარეშე, მითუმეტეს "ქალთა უფლებების დამცველი" იდიოტკების მხარდაჭერის უგულებელყოფით, მიმაყენეთ კედელთან და დამხვრიტეთ.

მით უფრო სახიფათოა ასეთი განხილვები, როცა გიჟი კრავს თამაშობს. არ ვიცოცხლო ერთი დღე, ერთის გულისთვის მეორე მოვკლა და საკუთარი შვილი მივაყოლო...

რას განიხილავთ, ის ქმრები კი, ვინც ცოლებს კლავენ და წყნარად ცოცხლობენ, დედა აქვთ სატირელი მათაც და მათ დედებსაც, ნაბიჭვარ მკვლელ "ვაჟკაცებს" ხელს რომ აფარებენ.

რა ვერ მორჩით განხილვას? ყველა სიმახინჯემ და დებილობამ როგორ უნდა ნახოს თავისნაირი იდიოტი დამცველები ამ გაგიჟებულ ქვეყანაში“!!!!!!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური