ცხოვრება უშგულში - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017 17:52

უშგული ზღვის დონიდან  2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს  და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ის განლაგებულია მწვერვალ შხარას ძირას, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის ყველაზე მაღალი მწვერვალია. სხვა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებისგან განსხვავებით, უშგული საკმაოდ დასახლებული და განვითარებულია. სოფელში დაახლოებით 70-მდე ოჯახი  ცხოვრობს და მათ მოქმედი სკოლა და ამბულატორიაც აქვთ. უშგულის მდებარეობა და უნიკალური ცხოვრების სტილი ამ ადგილს ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.

უშგული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის განსაკუთრებულ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს. მესტიიდან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს. სოფელში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიის „მაგთიკომის“ ციფრულ პროექტს „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“. ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES-ის თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. პროექტი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროს, 2015 წელს განხორციელდა. მისი ინიციატორი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური ოპერატორი SES, რომელიც სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის სატელევიზიო მაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორებს და სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნეს დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში მარტივი პროცესი არ ყოფილა. SES-ის ერთჯერადი პროექტის ფარგლებში მთიანი სოფლის უშგულის გაციფრულება კი რამდენიმე დღეში მოხდა.

სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოს ვალდებულება იყო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. მანამდე 2012 წლის დასაწყისში გაციფრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის ”მაგთისატის” გაშვება. სიახლე ქართულ სატელიტურ კომპანია ”მაგთიკომსა” და სატელიტურ ოპერატორ SES-ს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაინერგა. უშგულის გაციფრულება კი სწორედ ამ კომპანიის პროექტი იყო. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა ”მაგთისატის” აპარატურა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება 25 ქართული თუ უცხოური არხი.

”უშგული ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ფასდაუდებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი. მესტიიდან უშგულამდე მხოლოდ და მხოლოდ 45 კილომეტრია. თუმცა ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი სჭირდება. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. კარგი გზა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გამარტივდება კომუნიკაცია და უშგულსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას,” - განმარტავს უშგულში გამგებლის წარმომადგენელი ბესო ჩარქსელიანი.

”ვითარდება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებიც. სოფელში მოქმედი სკოლა გვაქვს. თუმცა არ გვყავს მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის პედაგოგები. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ამბულატორია, მაგრამ სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ადგილობრივად სრულყოფილი პირველადი დახმარების მიღება შეუძლებელია. უშგულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლაც. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ”მაგთიკომის” და კომპანია SES -ის ერთობლივი პროექტი, რომელის ფარგლებშიც 2 წლის წინ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა სატელიტური თეფშები. მოსახლეობა უფასოდ სარგებლობს ციფრული ტელევიზიით და თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით,” - დაამატა ჩარქსელიანმა.

სოფელში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად დანერგვა-განვითარების საჭიროებას ახალგაზრდა თაობა უკეთესად აცნობიერებს. 28 წლის ბაქარ ნიჟარაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს. მათთვის, სოფლის მეურნეობა ტურიზმთან ერთად ფინანური შემოსავლის წყაროა.

”ახლა ზაფხულია. სოფელში ხალხმრავლობა, ჟრიამული და მხიარულებაა. ზამთარი ოდნავ განსხვავებულია. ბევრი ხალხი არაა, ძირითადად ოჯახებში ვართ, დღის განმავლობაში უმეტესად ტელევიზრს ვუყურებთ და ველოდებით გაზაფხულს. უფასო ტეელვიზია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გარესამყაროსთან ყოველდღიურ კავშირს არ დავკარგავთ,” - ამბობს ბაქარ ნიჟარაძე.

ტელევიზორით მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს სწავლობს. უკეთესად ითვისებენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს, უყურებენ თუ როგორ მასპინძლობენ ტურისტებს განვითარებული კურორტები, ასევე იღებენ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. შედეგად კი, უშგულის ახალგაზრდები მეტად და მეტად ინტერესდებიან ტურიზმით. ისინი აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ზრუნავენ რომ უკეთესი საოჯახო სასტუმროები შექმნან და დახვეწილი მომსახურება შესთავაზონ ტურისტებს. უშგულის ტურისტული პოტენციალის გაცნობიერებისა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ რუსუდან რატიანმა ტურიზმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ სოფელ უშგულში დაბრუნდა და ახლა 5 დასთან, 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად საოჯახო სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

”სვანეთში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განათლების მიღება. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები - კოშკები, ადგილობრივი სამზარეულო, რეწვის ნიმუშები. მატულობს ტურისტების დაინტერესება და რაოდენობა.  ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ესაა. უშგულში სხვა საქმის ნახვა ძალიან ძნელია. ადგილობრივებისთვის გასართობიც ბევრი არაფერია. თავისუფალ დროს ძირითადად ტელევიზოტს ვუყურებთ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სწორედ ესაა. მე პირადად ძალიან მიყვარს სიმღერა და უმეტესად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე. ჩემს და-ძმასთან ერთად თავადაც ხშირად ვმღერი,” - ამბობს 22 წლის რუსუდან რატიანი.

40 წლის ლაერტი ჩარქსელიანი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად უშგულში ცხოვრობს. მათი საოჯახო კაფე უშგულში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩევა. ლაერტის თქმით, ტურისტების რაოდენობის მატება გზის რეაბილიტაციითა და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით არის გამოწვეული.

”უშგული ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი კურორტი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სოფლის განვითარების ტენდენცია ცალსახააა. თუმცა კიდევ მეტია საჭირო. აქ ხშირად მოისმენთ ფრაზას -ზაფხული კარგია და ზამთარში რა ვქნათო. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად ოჯახებშია ჩაკეტილი და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. მიხარია, რომ  ტელევიზია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენზე ამ კუთხითაც ზრუნავენ და ტელევიზია ყველა ოჯახს აქვს. სატელეკომუნიკაციო მიმართულება ნამდვილად ვითარდება. ეს კი ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია,” - აღნიშნავს ლაერტი ჩარქსელიანი.

ასეთია ცხოვრება უშგულში. ზაფხულში ტურისტებს მასპინძლობენ, ზამთარში ტელევიზორს უყურებენ და რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს.. იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდება და ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი მალე საჭირო დონეზე განვითარდება.

ქართულმა მობილურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ გლობალური სატელიტური ოპერატორი SES-ისდახმარებით 2015 წელს ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი  უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრისმეშვეობით მიაწოდა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. 

სატელიტური კომპანია SES-ი და IN DEMAND-ი თანამშრომლობას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 23:14

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ლიდერი SES-ი და IN DEMAND-ი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ოპერაციული გასართობი კონტენტის მიწოდების მიმართულებით, შეთანხმებას ანახლებენ. შეთანხმების მიხედვით, კვლავაც გაგრძელდება სპორტული გადაცემების და ასევე Pay-Per-View (PPV) ღონისძიებების HD ხარისხით მიწოდება  ამერიკის კონტინენტის საკაბელო მაუწყებლებისათვის.
IN DEMAND-ი მაყურებლებს გასართობ პროგრამებს PPV, Video On Demand (ვიდეო მოთხოვნით) და ციფრული პლატფორმების მეშვეობით აწვდის.  კომპანია ფლობს SES-3 თანამგზავრის ორ C-band ტრანსპონდერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს IN DEMAND  PPV ბიზნესის მხარდაჭერაში და სხვადასხვა პროფესიონალური პაკეტების მიწოდებაში. საუბარია ისეთი სპორტული პაკეტების მიწოდებაზე, როგორიცაა: Major League Baseball (MLB), NBA, NHL (National Hockey League), MMA (Mixed Martial Arts), ფეხბურთი და სხვა გასართობი ღონისძიებები, რომელიც მიეწოდება 60 მილიონ ოჯახს, რომელსაც აქვს ციფრული საკაბელო მაუწყებლობა.
IN DEMAND-ი ენდობა SES-ის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას, რომელიც მის მოთხოვნებს უზრუნველყოფს სპორტისა და გასართობი პროგრამების მაუწყებლობაში. განახლებული შეთანხმება, მხარეების შეფასებით, კიდევ ერთი მიღწევაა არსებული 30 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე.

 

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კომპანია “სტერეო +” განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 15:51

კომპანია “სტერეო +”ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ციფრული მაუწყებლობის გავრცელების არეალის გაფართოება წარმატებით მიმდინარეობს. ამის გარდა, კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ციფრული სიგნალის მიღება, ღია ეთერით უკვე შესაძლებელია გუდაურში და არაგვის ხეობაში. “ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა 2015 წელს წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა ღონისძიება უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით დაასრულა”,- აღნიშნავენ კომპანიაში.

საქართველომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაასრულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 12:30

საქართველომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაასრულა. ამ დროისთვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის ყველა სამუშაო დასრულებულია. 

მოსახლეობისთვის პროგრამების მიწოდება ხდება როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული ქსელების საშუალებით. 

შემაჯამებელი შეხვედრა ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ გამართა, რომელიც ეკონომიკის   მინისტრმა გახსნა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველომ 2006 წელს ჟენევის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება პირველმა შეასრულა.

ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 14:15

ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დასრულდა. შპს „ტელერადიოცენტრი“ ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პერიოდში, დროებით პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებისა ავრცელებდა ორ ეროვნულ ტელემაუწყებელს (შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“) და იმ ადგილობრივ ტელეკომპანიებს (შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“, შპს „კომედი ტვ“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - „ტაბულა“), რომლებმაც უარი თქვეს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე.

ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიები დღეს საზოგადოებისთვის ღია ეთერით ხელმისაწვდომია, როგორც შპს „ტელერადიოცენტრის“ ციფრულ სამაუწყებლო ქსელში, ასევე, კერძო მულტიპლექს ოპერატორის შპს „სტერეო+“-ის ქსელშიც.

12 ოქტომბერს 10:00 საათზე შპს „ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექს პლათფორმიდან გამოირთვება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“, შპს კომედი ტვ“-ს, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - „ტაბულას“ სიგნალი. აღნიშნული ტელეკომპანიების ღია ეთერით ციფრული სამაუწყებლო ქსელით გავრცელებას უზრუნველყოფს შპს „სტერეო +“-ის ქსელი.

12 ოქტომბრის 10:00 საათის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“, შპს “კომედი ტვ“-ს, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - „ტაბულას“ პროგრამების მიღების შეფერხების შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს პროგამების ჩამონათვალი, თუ ვერ მოიძებნა აღნიშნული არხები, ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა სეთ-თოფ ბოქსი ხელმეორედ ავტომატური ძებნის რეჟიმზე უნდა გაეშვას. თუ აღნიშნული მანიპულაციის შემდეგაც ვერ მოხერხდა ხსენებული არხების ხელმეორედ დაჭერა სატელეფონო კონსულტაციისთვის მიმართეთ შპს „სტერეო +“-ის ცხელ ხაზის ნომრზე - 205 12 12.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 12:10

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 600 ქართულენოვანი, უნიკალური კოდის მქონე პირობითი ნიშანი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ პირველად შეიქმნა. ასევე მზად არის პირველი ქართული კლასიფიკატორი, ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE”, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პროექტთან „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ , რომელსაც საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის საფუძვლად სწორედ ამ პროექტის შედეგად მიღებული თანამედროვე სტანდარტის ორთოფოტოები გამოიყენება. ამჟამად დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომლის ორთოფოტოები უკვე მზადაა, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ინფორმაციას ადგილზე ამოწმებენ, მონაცემებს ადარებენ, ხარვეზებს ასწორებენ და კონკრეტულ არეალებს ხაზავენ. ძირითადი აქცენტი პირველ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე კეთდება.

ტოპოგრაფიული რუკები ადვილად კითხვადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ რუკების წარმოების პროცესში საჯარო რეესტრს ნორვეგიელი და შვედი ექსპერტები უწევენ კონსულტაციას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 1:10000 -იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების წარმოება საქართველოში არ მომხდარა. ახალი ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში, სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში, ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

შესრულებული სამუშაოების პარალელურად, ტოპოგრაფიული რუკა ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.geგანთავსდება და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რუკაზე მუშაობის საბოლოოდ დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მისი განახლება მუდმივად გაგრძელდება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 12:37

საქართველოს რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ინიციატივით, მოსახლეობასთან ინტესიური შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, რეფორმის პროცესშიჩართული მხრეები - სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციისთავისუფლების განვითარების ინსტიტუტის-IDFI წარმომადგენლები ქ. მარნეულში იმყოფებოდნენ. ქვემო ქართლი მე-7 რეგიონია,სადაც ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულშეხვედრაზე, რეფორმის პროცესში ჩართულმა მხრეებმა, მოწვეულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ციფრულმაუწყებლობაზე გადასვლის მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ. აღინიშნა, რომ ცვლილება ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს,რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს. მაუწყებლობის ახალი ფორმატის მისაღებად საჭიროა DVB-T2 სტანდარტისტელევიზორი. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები ინდივიდუალური ხელსაწყო - სეთ-თოფ ბოქსი.ციფრული სიგნალის გარანტირებულად მისაღებად რეკომენდებულია შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრულიანტენა, ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. ციფრულმაუწყებლობაზე გადასვლის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში გამართულიშეხვედრის დასასრულს, რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური