ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირები შეჭრნენ და მძევლები აიყვანეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 15:04

არსებული ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირები შეჭრნენ და მძევლები აიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

ერთ-ერთი თვითმხილველების მონათხრობით, ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შევარდა და მძევლად ბანკში მყოფი პირები აიყვანა.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ დაკავებული, რომლებსაც არ უშვებენ, თუმცა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

 

პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 ივლისი 2020 14:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
 
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს პრეს-რელიზი

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 17 თებერვალი 2018 14:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით -ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარუდგინეს პოლიციას. სულ ჩაბარებულია: 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 16 იანვარი 2018 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქის და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 1990 წელს დაბადებულმა რ.ო.-მ, 1967 წელს დაბადებულმა გ.ტ.-მ, 1980 წელს დაბადებულმა ო.კ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა ს.ვ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

სულ ჩაბარებულია: „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, 20 ხელყუმბარა, 4 ყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის 2 კოჭა და ტყვიის მაგვარი 4 საგანი.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 11:34

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1954 წელს დაბადებული ს.ქ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 395 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 10:24

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია 7 500 საბრძოლო ვაზნა, 11 მჭიდი, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მსხვრევადი ყუმბარის 6 საბრძოლო ფალია, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარის 9 კორპუსი და „ერ-კა-გე-3“-ის ტიპის კუმულატიური ხელყუმბარა ამფეთქით.

აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 აპრილი 2016 10:25

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დავით ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თბილისში, საირმის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 10:33

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ნუგზარ ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნუგზარ ჭ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

შსს-მ ”ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 10:47
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ზაზა ს. და 1974 წელს დაბადებული გელა ტ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა და ნიღბიანმა დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან 50 000 ლარამდე გასტაცეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს, ხოლო მესამე პირის დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ბანკის სალაროდან გატაცებული თანხის ნაწილი, ხოლო გელა ტ-ს საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიდმინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:08

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფორე ბ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფორე ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 197 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური