საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:40

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 სთ-დან, გამართავს საინფორმაციო ბრიფინგებს.

07:00 საათიდან იმუშავებს როგორც კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს და როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.

ბრიფინგების განრიგი ცესკოში:

08:30

12:30

17:30

20:30

საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

ცესკოში კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:04

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იმართება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, „ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“ აღნიშნა ცესკოს სპიკერმა და ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ცესკო-ში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 15:06

ეთნიკური უმცირესობების სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაიმართა შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო).შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილებოდა სამოქმედო გეგმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდას უზრუნველყოფს არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით.საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს რამდენიმე რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ ეთნიკური უმცირესობების წევრებთან უკვე 3 წელია ატარებს, რათა მათ ჰქონდეთ თანაბარი პირობები და მიიღონ სრული ინფორმაცია არჩევნების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე.

სტაჟირება სტუდენტებისთვის ცესკო-ში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 10:43

ცესკოს აპარატში სტაჟირება გამოცხადდა. სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის წესით მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ა) იურიდიული დეპარტამენტი - 2,
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 17 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge-ის საშუალებით.

 
გვერდი 19/ 19-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური