საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 09:24

დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ 2 ბიულეტენს - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებში. შესაბამისად, ისინი მიიღებენ თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი.

საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

საქართველოში 3 703 საარჩევნო უბანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 15:23

„ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის და უნდა გააკეთოს და ასევე მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. საქართველოში 3 703 საარჩევნო უბანია, აქედან 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ. ყველა უბანი არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია,“- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

8 ოქტომბრეს ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებს გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 14:22

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც  ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი  - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.  შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:

 8:30 სთ;

10:30 სთ;

12:30 სთ;

15:30 სთ;

17:30 სთ;

20:30 სთ;

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2016 18:02

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

 

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც  ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი  - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.  შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია:

 

8:30 სთ;

 

10:30 სთ;

 

12:30 სთ;

 

15:30 სთ;

 

17:30 სთ;

 

20:30 სთ;

 

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

შეხვედრა დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 16:46

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებულ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ დღეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებს. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის მიღწევა, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაღწია, ასევე არისსაერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაც, ვინაიდან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკისმიხედვით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნოსაარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოსგენდერულ პოლიტიკაზე.
თამარ ჟვანიამ დღესვე შეხვედრის მონაწილეებს შედეგების დათვლის ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც 8 ოქტომბერს შედეგებისდათვლის პროცესის ტრანსლაცია განხორციელდება. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლებაინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდესშედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებითდეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„მინდა აღვნიშნო, ცესკოს ინიციატივა, მოკლედ მოეწოდებინა ინფორმაცია საარჩევნო მოსამზადებელი აქტივობებისა და ცალკეულიდეტალების შესახებ, იყო ძალიან კარგი იდეა. ეს ინფორმაცია არ არის საჭირო მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის, არამედსაჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მოსამზადებელ აქტივობებს, რომელიც განხორციელდა ყველოლქსა და რეგიონში. ველოდებით არჩევნების დღეს და იმ დასკვნებს, რასაც ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები მოამზადებენ. უნდააღვნიშნო, რომ ერთნაირი ყურადღებით დავაკვირდებით როგორც პირველ ტურს, ასევე, დანიშვნის შემთხვევაში, მეორე ტურსაც“, -განაცხადა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ შეხვედრას 20 საელჩოსა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიდაესწრნენ.

ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 14:46

"ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია  რეგისტრირებული. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს,” - განუცხადა  ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა. 

ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 09:12

ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. ბიულეტენები თბილისის 8 სტამბაში იბეჭდება.

საერთო ჯამში, მზადდება თითქმის 7 მილიონ 500 ათასი საარჩევნო ფურცელი, მათ შორის, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს რამდენიმე საარჩევნო ოლქში ტარდება რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, ბეჭდვის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. პროცესი 6 ოქტომბერს დასრულებული უნდა იყოს.

ცესკოს განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 08:42

სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოც.ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ.

საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამაბა სიმართლეს.

ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან.

ცესკოს წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 17:13

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

„ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ ვთანხმდებით რომ პატივს ვცემთ კანონს. ვიქნებით ჩვენ საქმიანობაში პროფესიონალები და ჩვენი საქმიანობა აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. დავიცავთ გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს, რაც მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესში. ეს არ გახლავთ სიმბოლური ხელმოწერა, ეს არის აღიარება, რწმენა და ქცევაში გათავისება ყველა ამ ღირებულების და პრინციპის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს ხელმოწერით იზიარებს და ეთანხმება“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან ერთად ეთიკის კოდექსს მოაწერს ხელს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:14

30 სექტემერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან ერთად ეთიკის კოდექსს მოაწერს ხელს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც მოაწერენ.  ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ეთიკის კოდექსს ხელი  ერთდროულად მოეწერება.

მისამართი: ცენტრალური საარჩევნო კომისია,

დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.

 

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ასევე მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა:

1

მთაწმინდა

ლერმონტოვის #12

2

ვაკე

ვაჟა ფშაველას გამზ. #32

3

საბურთალო

ვაჟა ფშაველას გამზ. #32

4

კრწანისი

კრწანისის ქ. #8

5

ისანი

კახეთის შესახვევი #2

6

სამგორი

მესამე მასივი, კალოუბნის #18

7

ჩუღურეთი

ჯავახიშვილის ქ. #51

8

დიდუბე

აღმაშენებლის გამზ. #140ა

9

ნაძალადევი

სარაჯიშვილის ქ. #1

10

გლდანი

სარაჯიშვილის ქ. #1

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური