ცესკო არჩევნების მეორე ტურს ოფიციალურად დღეს დანიშნავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი 2016 10:05

 ცენტრალური საარჩევნო კომისია, პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს, ოფიციალურად დღეს დანიშნავს. არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითზე, ცესკში დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილება დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი.  სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, სხვა სახელმწიფოში შექმნილ სარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თაობაზეც იმსჯელებენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები, რამდენიმე დღის წინ განისაზღვრა. 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები, 50 მაჟორიტარულ საარჩევო ოლქში, სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს იგეგმება. 

 

New layer...

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურებისთვის, - ანა მიქელაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 11:21

"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც  განსაზღვრულია ის პროცედურები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება განმეორებით კენჭისყრასა და ასევე არჩევნების მეორე ტურებს, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ. 
სეგახსენებთ,  8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 09:50

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

საინფორმაციო ბრიფინგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი 2016 18:12

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა,” - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად ინიშნება პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არსებული წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში, კერძოდ 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1814276-მა ამომრჩეველმა, აქედან 51.1%-(927069) ქალია, ხოლო 48.9% (887207) კაცი.

ცესკოს სპიკერმა, ასევე ისაუბრა საჩივრების შეტანის ვადებსა და განხილვის პროცესზე, - „დღეს, საღამოს 6 საათზე ამოიწურა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის  ვადა და მიმდინარეობს მათი განხილვის პროცესი. პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განაკარგულებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში,“ - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 უბნის შემაჯამებელი ოქმი ბათილად იქნა ცნობილი. „გარდა ამისა, მოცემული დროისთვის დაკმაყოფილდა საჩივრების გარკვეული რაოდენობა; მათი უმრავლესობა კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად, თავად საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე წევრს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს განცხადება წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 18:20

დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს, ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.

აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია.

ცესკოს შესაძლებლობა აქვს პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება.

ვინ რამდენი პროცენტი დააგროვა? - არჩევნების შედეგები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 09:56

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა.  წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,67 % დააგროვა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს სრულად გთავაზობთ:

41     „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”  856529   (48.67 %)

5       „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”    477143  (27.11 %)

8      „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  88109    (5.01 %)

27     „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”   81368   (4.62 %)

3       „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”     62178   (3.53 %)

1       „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”    60713    (3.45 %)

2       პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”)  1066    (0.06 %)

4       „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”   2224       (0.13 %)

6       „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” 27308   (1.55 %)

7       „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”   2805     (0.16 %)

10       „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 55207    (3.14 %)

11     „სახალხო ხელისუფლება”      810   (0.05 %)

12       „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური)  1773  (0.1 %)

14       „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”  3824    (0.22 %)

15        „მშრომელთა სოციალისტური პარტია”    680  (0.04 %)

16      „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია”   1469  (0.08 %)

17       „საქართველო”        1546  (0.09 %)

18        „ქართული იდეა”    2932    (0.17 %)

19        „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”    13813    (0.78 %)

22        მერაბ კოსტავას საზოგადოება    996    (0.06 %)

23        „ჩვენები - სახალხო პარტია”  1595 (0.09 %)

25      „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”   737  (0.04 %)

26        ეროვნული ფორუმი   12806  (0.73 %)

28        „ზვიადის გზა - უფლის სახელით”  1505  (0.09 %)

30       „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)   801   (0.05 %)

 

ცეკომ ხმების დათვლა დაასრულა, "ქართული ოცნება" დილერობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 09:52

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა.  წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,67 % დააგროვა, 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"  27,11 % მიიღო.

ბოლო მონაცემებით,   "პატრიოტთა ალიანსს"  5, 01 % აქვს, შესაბამისა ბარიერი გადალახა.

 

არჩევნების მეორე ტურის პროცედურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 09:49

არჩევნების მეორე ტურთან დაკავსირებულ პროცედურებს ცესკო განმარტავს.

"მეორე ტური იმართება, თუკი ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მონაწილეობას ღებულობს მეორე ტურში. თუკი მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმების უფრო მეტი რაოდენობა დააგროვა,"- განაცხადა  ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.  

შეხვედრა ცესკოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 17:50

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს და კენჭისყრის დღე დადებითად შეაფასეს.

შეხვდრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესები, კენჭისყრის დღე და ხმის დათვლის პროცედურები განიხილეს. აღინიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საარჩევნო პროცესის პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. ასევე იმსჯელეს ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებზე. შეხვედრის მონაწილეებმა საჩივრებზე და მათი წარდგენის ვადებზეც ისაუბრეს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომდგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელობას არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ მისია პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.

"პატრიოტთა ალიანსს" 5% აქვს, - ანა მიქელაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 17:15

რაც შეეხება, "პატრიოტთა ალიანსს", 4, 998%  ჰქონდა . ამ წუთას, პირველადი მონაცებით, 5% აქვს, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტებისა და საჩივრების განხილვის საკითხი. საბოლოო მონაცემები საარჩევნო კომისიას ექნება არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და ასევე, პროცენტული მაჩვენებლები მეასედებსა და მეათასედების ჩათვლით," - აღნიშნული განცხადება ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური