ფაჩულიას 10 ქულა, 18 მოხსნა და სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი "მემფისთან" მოგებულ მატჩში

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 12:24

ზაზა ფაჩულიას მორიგი დიდებული მატჩი. დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მუდმივ მეზობელ „მემფის გრიზლისთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 ქულასთან ერთად 18 მოხსნა მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში ხომ დიდად დაეხმარა, პირად ანგარიშზე სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი ჩაიწერა და ლიდერთა შორის დაბრუნდა.
ბოლო მატჩებია „დალასი“ და „მემფისი“ ცხრილში თანაბრად მიდიან. დღევანდელ მატჩამდეც ორივე გუნდი ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში ფაჩულიამ თავი ისახელა და 18 მოხსნით ფარზე საკუთარი დომინირება დაადასტურა. ზაზას და ტეხასური გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეების მეოხებით „დალასმა“ შეხვედრა 97:88 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილიდან „მემფისი“ ჩააჩოჩა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 12-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარქვეშ და აცილებულ ბურთებს იშვიათად თუ ვინმეს ანებებდა. მოპოვებულ 10 ქულას ზაზამ გამორჩეულად ბევრი - 18 მოხსნა მოხსნა მოაყოლა, რაც ამ მატჩში მემფისელთა საუკეთესო 2 მომხსნელის ერთად აღებულ მონაგარზე მეტია. „გრიზლისში“ ყველაზე მეტი მოხსნა მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მოაგროვეს. თითოეულმა 8 ბურთი მოხსნა.
რაკი ფარქვეშ ფაჩულიას სახით საიმედო ბურჯი ჰყავდათ, დალასელებმა მეტოქე პერიმეტრიდან „დაბომბეს“ და საბოლოოდ საქმე იოლად მოუთავეს. ქართველ ცენტრს 10 ქულასა და 18 მოხსნასთან ერთად თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა.  დასალელთა სხვა ლიდერთაგან 20 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩენდლერ პერსონსმა მიითვალა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
15 მოგებითა და 12 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამყარდა. მომდევნო ჯახი კი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით 23 დეკემბრის გარიჟრაჟზე, ტორონტოში „რეპტორსთან“ ელის. სწორედ ტორონტოში უნდა გაიმართოს 14 თებერვალს ნბა-ს ოლ სტარი, სადაც თამაშის შანსი ზაზა ფაჩულიასაც აქვს.
„მემფისთან“ მატჩის წინ ოლ სტარის გამოკითხვაში დალასელი ლიდერებისთვის მხარდასაჭერი ბანერებით იყო გავსებული „ამერიქან აირლაინ ცენთერის“ სავარძლები. შეგახსენებთ ნბა-ს ოლ სტარში ხმის მიცემის პროცედურას:
შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას. თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/
ხმის მიცემა შესაძლებელი ფეისბუქიდანაც. პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #NBAVote და ვაბამთ მხარდასაჭერი კალათბურთელის სახელს და გვარს - ამ შემთხვევაში ზაზა ფაჩულიას. ანუ ჩვენი სტატუსი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: #NBAVote zaza pachulia
ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.
ორმაგ დუბლებს რაც შეეხება, ფაჩულია კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. ქართველ ცენტრს 2 დღის წინ ნიუორლეანელმა სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა გადაასწრო, თუმცა დღევანდელი ორმაგით ზაზა დევისსს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა.

ლონდონის ცენტრი ევაკუირებულია – პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 10:04

ლონდონის ცენტრში ბლეკფრაიარსის ქუჩაზე ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს.

ბლეკფრაიარსის და ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტილია, სატარანსპორტო საშუალებებს უკან აბრუნებენ.

სპეცოპერაციის პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიას ვერტმფრენების საშუალებითაც აკონტროლებენ. სამართალდამცველები მაღაზიების მეპატრონეებს მოუწოდებენ ადგილზე დარჩნენ და ვიტრინებს მოშორდნენ.

აქცია პროფკავშირების კულტურის ცენტრთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 18:00

ვეტერანებმა და მათი ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია პროფკავშირების კულტურის ცენტრთან გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, შენობაში მრავალი წლის განმავლობაში ანსამბლი მამული ვეტერანთა შვილებს ცეკვასა და სიმღერას უფასოდ ასწავლიდა, თუმცა 10 დღის წინ პროფკავშირების კულტურის ცენტრმა მათ დარბაზის დასაქირავებლად სამი თვის თანხის გადახდა მოსთხოვა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:07

ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს.ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდეს, – აცხადებს ყოფილი პრემიერი . შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე მსჯელობენ.ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის და გია დვალი ორი წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნული პროექტით არიან დაინტერესებულები.“ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადაd გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურად მონაწილეობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი  დიდი სპეციალისტები არიან.იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ამ ცენტრის გახსნა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ - იენს სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 17:59

"ამ ცენტრის გახსნა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ცენტრის გახსნის მნიშვნელობის შეფასებისას.

"პირიქით, ეს ცენტრი იქნება მნიშვნელოვანი ცენტრი, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო გზა და ჩვენ ყველაფერს წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად ვახორციელებთ. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქართველომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრები გადმოსწია, დაარღვია ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც მას აქვს აღებული. ალიანსის წევრები, კიდევ ერთხელ და მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი დისკუსიებისა და საუბრებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ის გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური