ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 14:52

დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIB) უმასპინძლა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოდერაცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გაუწია.

დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.  განხილვის მთავარი თემები, ასევე  რეგიონული უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნატოს დელეგაციის წევრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პირველად ვიმყოფები. სკოლა ვითარდება და ჰოლანდიას წვლილი შეაქვს აღნიშნული სასწავლო დაწესებულების განვითარებაში. შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენას საქართველოზე“, - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან ნატოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მარიან დე კვასტენიეტმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრები პარალელურ რეჟიმში საქართველოს შიდა რეფორმებისა და კონფლიქტების მოგვარების თემებზეც გაიმართა. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემაზე შეხვედრა კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა.

DIB ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მისი მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური