მარიამ ბოლქვაძე ტურნირის გამარჯებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:32

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯებული გახდა. ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, შეჯიბრი ისე მოიგო, სეტიც კი არ დაუთმია.

გადამწყვეტ მატჩში ბოლქვაძე რუს სოფია ჟუკს დაუპირისპირდა და 6:3, 7:5 სძლია, მანამდე კი, უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას 6:3, 6:4, რუს ვალერია პოგრებნიაკს 6:2, 6:0, სლოვენიელ ნასტია კოლარს 6:1, 6:4 და რუს მარგარიტა სკრიაბინას 6:2, 6:1 სძლია.

 წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე ხსენებულ კოლართან ერთად ირჯებოდა და აქაც წარმატებას მიაღწია.ფინალში ქართველმა და სლოვენიელმა ჩოგბურთელებმა პირველი რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს კორაშვილი-ლაზარევა 7:6 7:0, 7:5 სძლიეს.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 08 მარტი 2016 13:40

 რუს ჩოგბურთელს მარია შარაპოვას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ჩოგბურთელი დოპინგის მიღებაში ამხილეს. 

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს სინჯი ავსტრალიის ღია პირველობისთვის აუღეს და მან დადებითი შედეგი აჩვენა. 

შარაპოვამ შესაბამისი წერილი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან უკვე მიიღო . საუბარია პრეპარატ მილდრონატის მიღებაზე, რომელიც აკრძალული ნივთიერებების სიაში მიმდინარე წლის იანვრიდან შევიდა. 

ჩოგბურთი: საქართველოVSდანია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 05 მარტი 2016 15:08

ქართველი ჩოგბურთელებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შემავალი საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს. ერთეულთა შორის დანიელთა 19 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელმა კრისტიან სიგსგაარდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ATP ერთეულთა რეიტინგში 120-ე ადგილზე მყოფ 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო და თანაგუნდელები სერიაში 1:0 დააწინაურა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კრისტიან სიგსგაართან დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელის ბედი გიორგი ცივაძემაც (857) გაიზიარა, რომელიც მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და მაღალი რეიტინგის მქონე ფრედერიკ ნილსენს (431) შეხვდა.
ცივაძემ მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო, რომლის ბედიც თაიბრეიქში გადაწყდა - გიორგიმ 5:6-ზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში თაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ნილსენის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 7:3 სძლია მეტოქეს და 1-0 დაწინაურდა. მომდევნო სეტებში შეიძლება ითქვას, რომ ცივაძე წაგებას ნაადრევად შეურიგდა. ნილსენმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მეორე სეტი 6:0, ხოლო მესამე 6:1 მოიგო, 3-0 დაამარცხა მეტოქე და თანაგუნდელები ამ გამარჯვების შემდეგ 2-0 დააწინაურა.
ამრიგად მასპინძელთა დასამარცხებლად დანიელებს ერთი მოგებაღა ჰყოფნით და მომდევნო ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
5 მარტს დაგეგმილია წყვილთა შეხვედრა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ნილსენ -თომასკრომანის წყვილს დაუპირისპირდება.

დევისის თასი ბასილაშვილის თამაშით იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 მარტი 2016 11:20

4-6 მარტს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველოსა და დანიის ნაკრებების შეხვედრის კენჭისყრა თბილისის საკრებულოს ჰოლში გაიმართა, სადაც მეტოქეთა ზუსტი განრიგი გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეგტაპზე 5 შეხვედრაა დაგეგმილი და თამაში სამ მოგებამდე გრძელდება. კენჭისყრის თანახმად, პირველ შეხვედრას 4 მარტს 13:00 საათზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაატარებს, რომელიც კრისტიან სიგსგაარდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დევისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება უფასოა, ბასილაშვილი-სიგსგაარდის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 13:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრები დევისის თასზე დანიას თბილისში დაუპირისპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 15:15

4-6 მარტს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს. დევისის თასის მატჩების ორგანიზებასთან დაკავშირებით, 29 თებერვალს სპორტის ახალ სასახლეში ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოსა და დანიის ნაკრებების პრესკონფერნცია ჩატარდა.

პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა, ასევე საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დანიელთა მხრიდან კი გუნდის კაპიტანმა კენეტ კარლსენმა უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც III ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს სძლიეს. 

II ჯგუფის პირველ წრეში სულ 8 წყვილი ითამაშებს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელარუსი, ზიმბაბვე-ფინეთი, საქართველო-დანია .თუკი საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს, მე-2 წრეში ზიმბაბვეს და ფინეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

2017 წლისთვის ევრო/აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლებას მე-2-ე ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, უარესი ოთხეული კი მე-3-ე ჯგუფში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: საქართველოს პირველი ჩოგანინიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი და ირაკლი მეტრეველი, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას დევისის თასის გათამაშებაში. (გუნდის კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე). მატჩები ჩატარდება ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსტეტის ქუჩა), დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის ოფიციალური კენჭისყრა 3 მარტს თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართება.

მატჩების დასაწყისი:

4 მარტი-13:00 ერთეულთა თანრიგი
5 მარტი-15:00 წყვილთა თანრიგი
6 მარტი-13:00 ერთეულთა თანრიგი

დაპირისპირება ჩოგბურთში - მეტრეველის ბრალდებები ფედერაციის ხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 14:01

დაპირისპირება და გაურკვევლობა ქართულ ჩოგბურთში, დღეს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების წევრმა სანდრო მეტრეველმა ღია წერილი გაავრცელა,  სადაც ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ჩოგბურთელი უარს ამბობს მარტში გასამართ დევისის თასში მონაწილეობაზე, რადგან მას ფედერაციამ ტურნირისთვის მოსამზადებელი საჭირო თანხა არ გამოუყო.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამჟამად სანდრო მეტრეველის ბიძა ალექსანდრე მეტრევბელი გახლავთ.
სანდრო მეტრეველის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენდამი ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო პატიების თხოვნით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გამორიცხავს ჩემს მონაწილეობას დევისის თასის მატჩში - საქართველოსა და დანიის ჩოგბურთის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც გაიმართება ა.წ. 4,5,6 მარტს ქ. თბილისში.

როგორც ცნობილია, წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დევისის თასის გათამაშების ყველაზე დაბალი კატეგორიის ქვეჯგუფში. მხოლოდ 2015 წლის ივლისში, ჩვენი ნაკრების (ნ.ბასილაშვილი, ა.მეტრეველი, გ.ცივაძე, გ.ჯავახიშვილი) წარმატებული ასპარეზობის შედეგად, შევძელით ოთხი ქვეყნის გუნდის დამარცხება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ზემდგომი კატეგორიის ჯგუფში მონაწილეობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირის ყველა მატჩში მივაღწიე გამარჯვებას და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

2016 წლის 4,5,6 მარტს ქ. თბილისში დაგეგმილი დევისის მატჩში საასპარეზოდ, მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ მომზადების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2016 წლის იანვარ-თებერვალში: ტაილანდის, ფილიპინების, იტალიისა და პოლონეთის საჩოგბურთო ტურნირებში ჩემს მონაწილეობას. 
აღნიშნული გეგმის განხორციელება დამოკიდებული იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაპირებულ პრემიალურ ფონდზე, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა, თავისი პირობა პირნათლად შეასრულა, ხოლო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ნაკრებს შეპირებული თანხის მხოლოდ ნახევარი გამოუყო, საიდანაც ჩემს წილად მიღებული ჰონორარი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ ტაილანდის ტურნირის დაფინანსებისთვის ვიმყოფინე.

მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, დარჩენილი თანხა არ იქნა გადმორიცხული და მისი მიუღებლობის გამო იძულებული გავხდი იანვრის შუა რიცხვებში დავბრუნებულიყავი თბილისში და შესაბამისად შემეწყვიტა სპორტული მომზადების პროგრამა დევისის თასისთვის. 
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩემი სპორტული საქმიანობის დაფინანსების საკითხზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივ დაპირისპირებაში ვარ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ჩემმა დასაბუთებულმა მოთხოვნებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო.

მეტი გამჭვირვალობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტმა მიახლოებით 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი შეადგინა. ხოლო ამავე სამი წლის მანძილზე, ჩემი დაფინანსების მიზნით გამოყოფილი ჯამური თანხა, 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარს არ აღემატება. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ფედერაციის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზრდილია და დაახლოებით 1 000 000 (მილიონი) ლარს აღწევს, თუმცა პირადად მე დღეის მდგომარეობით არ მიმიღია ფედერაციისგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ, რაც ბუნებრივია არ მაძლევს საშუალებას ეფექტურად დავგეგმო ჩემი მონაწილეობის გრაფიკი საერთაშორისო ტურნირებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. იგი არ თვლის საჭიროდ ხელი შემიწყოს წარმატებული სპორტული კარიერის ფორმირებაში, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა, შესაბამისად აღარც მე გამაჩნია ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი.

ამრიგად, ჩემი ამჟამინდელი მომზადების ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სარგებელს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებს და ვერც თქვენს ნდობას გაამართლებს 2016 წლის დევისის თასისის გათამაშებაში. შესაბამისად უარს ვამბობ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.

პატივისცემით თქვენი ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველი
22.02.2016

P.S. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების დანარჩენ წევრებს ვუსურვებ გამარჯვებას დანიის ნაკრების წინააღმდეგ,"- აღნიშნულია მეტრეველის წერილში.

 

ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:24

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ჩოგბურთელთა 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი - ეკატერინე გორგოძე გახდა. მე-2 ნომრად განთესვის მქონე გორგოძემ 5 მატჩი მოიგო,

ეკატერინე გორგოძემ დაამარცხა ივანა ჰორვატი ავსტრია, 6:0, 6:1, მარიანა დრაჟიჩი ხორვატია, 6:2, 7:6, პია ჩუკი სლოვენია, 6:3, 2:6, 6:2, იულია გრაბნერი ავსტრია, 6:3, 6:4, გადამწყვეტ პაექრობაში  ფინალში კი ტურნირის მე-8 ნომერი ბულგარელ ვიკტორია ტომოვა 6:4, 6:0 დაამარცხა.

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე იანა მორდერგერს (გერმანია), ქვაცაბაია კი ჩიარა გრიმს (შვეიცარია) გაუწევს მეტოქეობას.

ბასილაშვილი ფედერერთან დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 14:05

დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. მსოფლიო ვარსკვლავს ქართველის დასამარცხებლად მხოლოდ  1 საათი და 15 წუთი დასჭირდა.  სამსეტიან მარტჩში ფედერერმა ბასილაშვილს  6:2, 6:1, 6:2 სძლია.

ალექსანდრე მეტრეველმა მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 09 აგვისტო 2015 16:08

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს, მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. მეტრეველი სტამბოლის ტურნირზე 5 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 1 სეტი წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა თანმიმდევრობით დაამარცხა: 6:2, 6:4 – თურქი ალპ სენტაი, 6:1, 6:1 – იტალიელი ნიკოლო აპოსტოლიკოსი, 6:1, 6:0 – მე-7 ნომრად განთესილი ირლანდიელი დენიელ გლენსი, 3:6, 7:6 (7:2), 6:1 ავსტრალიელი ბრედლი მუსლი და 6:2, 5:2 – ესპანელი ხორდი ვივესი.

რაც შეეხება ფინალს, აქ მეტრეველის მეტოქემ პირენეელმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი მაშინ განაცხადა, როდესაც ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებამდე ერთი გეიმიღა აშორებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ალექსანდრე მეტრეველს რეიტინგში 449-ე ადგილი უკავია, თურქეთში მოპოვებული წარმატება კი მორიგი წინსვლის გარანტიაა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ დავლიანიძე ¼ ფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 29 ივლისი 2015 15:09

ჩოგბურთის მესამე წრეში ქართველმა ნიკოლოზ დავლიანიძემ ბელორუსი ანნეი ლასკა (Annei Laska) ორ სეტში ანგარიშით 6:1 6:4 დაამარცხა.

მეხუთე ნომრად განთესილმა დავლიანიძემ პირველი სეტი ბელორუსს ადვილად მოუგო.მეორე სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეექვსე გეიმში დავლიანიძემ ბრეიკი გააკეთა, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალში დავლიანიძე და მესამე ნომრად განთესილ პოლონელ რაფალ მიხალსკის (Rafal Michalski) შეხვდება.

,,დღევანდელი მატჩი გუშინდელთან შედარებით მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ხვალ ძალიან რთული შეხვედრა მელოდება. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შემდეგი მეტოქე მიხალსკია. პოლონელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა,“ განაცხადა ნიკოლოზ დავლიანიძემ.

ნიკოლოზ დავლიანიძისგან განსხვავებით ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. მესამე წრეში მაქაცარია მეორე ნომრად განთესილმა ლატვიელმა ფავორიტმა დანიელა ვისმანმა (Daniela Vismane) დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 6:3 3:6 6:1 დაამარცხა.

„სამწუხაროა, რომ ანა მაქაცარიამ წააგო, მაგრამ ნიკუშა დავლიანიძემ ძალიან კარგი თამაში გვიჩვენა. მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მომავალში. ვიმედოვნებ, რომ მას ნახევარ ფინლაში ვიხილავ,“ განაცხადა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა.

მაქაცარია დღეს მეორე წრეში წყვილთა თანრიგში ანა შანიძესთან ერთად იტალიურ დუეტს ბენედეტა-პიჩინეტის შეხვდება.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

დღეს, ლიბერთი ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწ...

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

3 დეკემბერს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა...

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკურ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური