ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 24 მაისი 2020 13:25

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  
სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 13:27

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 164-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. მან საათსა და 36 წუთში, კლასიფიკაციის 532-ე ნომერთან, ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან წააგო – 3:6, 3:6.

პირველ სეტში გორგოძის წაგება, ძალიან დასანანი იყო. პარტიის პირველ ნახევარში ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, ჰრადეცკამ კი ორი ასეთი შანსი მიიღო, ორივე გამოიყენა და 3:3-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, პირველ პარტიაში გაიმარჯვა.
მეორე სეტის მესამე გეიმში, გორგოძემ, როგორც იქნა, შეძლო პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ ჩეხმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო – 4:2. ჩეხს მოგება აღარ გასჭირვებია.

ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ (1/13) და მეორე მოწოდებამ დააღალატა, რომელზეც ქულების 25 პროცენტი აიღო. ჰრადეცკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტიგამოიყენა. ის უფრო აგრესიულად თამაშობდა – „ვინერსების“ შეფარდება 39 13-ი წინააღმდეგ იყო. გორგოძეს 13 „ვინერსთან“ ერთად 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ეს იყო ეკატერინე გორგოძის მეორე გამოსვლა „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ისევე როგორც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც ახლა დაძლია.

ორი ქართველი ჩოგბურთელი, Australian Open 2018-ზე

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 14:08

2018 წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 
მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. 
აქამდე ბასილაშვილს მელბურნის კორტებზე ორჯერ უასპარეზია. როგორც 2016, ისე 2017 წელსაც, მისი მაქსიმუმი პირველი რაუნდი აღმოჩნდა. 
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ იქნება მისი პირველი მეტოქე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. 
ბასილაშვილთან ერთად ტურნირიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს წყვილთა თანრიგში ცდის. 
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში როჯერ ფედერერია, რომელიც ტიტულის დაცვას წელსაც შეეცდება. 
ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, აღნიშნული ჯილდო ავსტრალიელ როი ემერსონსა და ჯერ კიდევ მოქმედ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვთ მოგებული. 
მათ ავსტრალიის 5 ღია პირველობის ჩემპიონის ტიტულით როჯერ ფედერერი მიჰყვებათ. 
ქალთა ერთეულთა თანრიგში გასულ წელს პირველობა არავის დაუთმო სერენა უილიამსმა, თუმცა, ამერიკელი წელს მელბურნის კორტებზე ტიტულს ვერ დაიცავს, რადგან მან ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 
ქალთა შორის კი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ,  ეს პრესტიჟული ჯილდო ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მარგარეტ კორტმა ასწია. მას უკან სწორედ სერენა უილიამსი მიჰყვება, რომელსაც წლის პირველი მუზარადი 7-ჯერ აქვს მოგებული.
2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა დიდი დანაკლისით ჩაივლის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში. 
ტურნირს ისეთი მოთამაშეები დააკლდებიან, როგორებიც არიან: ენდი მარეი და კეი ნიშიკორი.
აქვე ვთქვათ, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდებიან ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა. ორივე ჩოგბურთელს თითქმის 6 თვის განმავლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.
ტურნირის გამარჯვებული, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, 2000 ქულას ჩაიწერს. ტურნირის ცენტრალური კორტი "როდ ლეივერის" სახელობის არენაა, რომელიც 14 820 მაყურებელზეა გათვლილი.
ტურნირი 1969 წლიდან იმართება. შეხვედრები თავდაპირველად კოიონგის ჩოგბურთის კლუბში იმართებოდა, თუმცა შემდეგ მელბურნ პარკის კორტებზე გადაინაცვლა. 
როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ერთეულთა თანრიგში, ტურნირის გამარჯვებული 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2 მილიონ დოლარს მიიღებს ფინალისტი. 
პირველი რაუნდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი ჩოგბურთელები 60 000 დოლარს გამოიმუშავებენ.

ბასილაშვილის ფინალი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:02

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ავსტრიულ კიცბიუელში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში ითამაშა და იტალიელ პაოლო ლორნენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა, ფეისბუქის გვერდის საშუალებით, გულშემატკივრებს მიმართა.

"მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისათვის. ძალიან მწყდება გული დღევანდელი წაგებით და დიდი ხანი გამყვება ეს შეგრძნება. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ჩემს თავს, მითუმეტეს, ფინალში მაგრამ რა გაეწყობა. ეს უკვე წარსულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თავდაჯერებულობაა, ეს გრძნობა კიდევ მხოლოდ შრომიდან მოდის. მინდა, ლორენცის და მის გუნდს წარმატება მივულოცო. მან გამარჯვება დაიმსახურა. შემდეგი ტურნირი პრაღაში მელის".

შეგახსენებთ, რომ კიცბიუელის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.

ოქსანა კალაშნიკოვას გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 11:33

ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და იაროსლავა შვედოვა ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Ricoh Open -ის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) გამარჯვებულები არიან. 
Ricoh Open-ის ფინალში კალაშნიკოვა/შვედოვას წყვილი კნოლ/კრუნიჩის წყვილს დაუპირისპირდა . ანგარიშით 6:1;6:1 გაიმარჯვა, 280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა

ამ წარმატების წყალობით, კალაშნიკოვამ და შვედოვამ 280-280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ამ დროისთვის, ოქსანა 1585 ქულით წყვილთა შორის მსოფლიოს 50-ე ჩოგანია.

ბასილაშვილმა გერმანული ჩელენჯერის ტურნირი მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 12:34

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანული ჰეილბორნის ჩელენჯერის ტურნირი მოიგო 
ნიკოლოზ ბასილასვილმა ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 მოუგო. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძლდა. ნიკოლოზმა ოთხი ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, 9 შესძლებლობიდან 3 ბრეიკი შეასრულა. სულ შეხვედრაში 153 ქულა გათამაშდა, საიდანაც ქართველმა 82 მოიგო და 71 წააგო.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილი რეიტინგში 100 ქულას მიიღებს და ამ წუთის მონაცემებით 125-ე ადგილიდან 105-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
ბასილაშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს აჯობა, მუნოს-დე ლა ნავა 6:4, 6:1, ბლაზ როლა 6:7, 6:3, 7:6,სისლინგი 6:2, 3:6, 6:4, იოზეფ კოვალისკი 1:6, 6:4, 6:3

 

მარიამ ბოლქვაძე ტურნირის გამარჯებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:32

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯებული გახდა. ქართველი ჩოგბურთელი მე-5 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, შეჯიბრი ისე მოიგო, სეტიც კი არ დაუთმია.

გადამწყვეტ მატჩში ბოლქვაძე რუს სოფია ჟუკს დაუპირისპირდა და 6:3, 7:5 სძლია, მანამდე კი, უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას 6:3, 6:4, რუს ვალერია პოგრებნიაკს 6:2, 6:0, სლოვენიელ ნასტია კოლარს 6:1, 6:4 და რუს მარგარიტა სკრიაბინას 6:2, 6:1 სძლია.

 წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე ხსენებულ კოლართან ერთად ირჯებოდა და აქაც წარმატებას მიაღწია.ფინალში ქართველმა და სლოვენიელმა ჩოგბურთელებმა პირველი რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს კორაშვილი-ლაზარევა 7:6 7:0, 7:5 სძლიეს.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 08 მარტი 2016 13:40

 რუს ჩოგბურთელს მარია შარაპოვას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ჩოგბურთელი დოპინგის მიღებაში ამხილეს. 

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს სინჯი ავსტრალიის ღია პირველობისთვის აუღეს და მან დადებითი შედეგი აჩვენა. 

შარაპოვამ შესაბამისი წერილი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან უკვე მიიღო . საუბარია პრეპარატ მილდრონატის მიღებაზე, რომელიც აკრძალული ნივთიერებების სიაში მიმდინარე წლის იანვრიდან შევიდა. 

ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:24

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ჩოგბურთელთა 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი - ეკატერინე გორგოძე გახდა. მე-2 ნომრად განთესვის მქონე გორგოძემ 5 მატჩი მოიგო,

ეკატერინე გორგოძემ დაამარცხა ივანა ჰორვატი ავსტრია, 6:0, 6:1, მარიანა დრაჟიჩი ხორვატია, 6:2, 7:6, პია ჩუკი სლოვენია, 6:3, 2:6, 6:2, იულია გრაბნერი ავსტრია, 6:3, 6:4, გადამწყვეტ პაექრობაში  ფინალში კი ტურნირის მე-8 ნომერი ბულგარელ ვიკტორია ტომოვა 6:4, 6:0 დაამარცხა.

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე იანა მორდერგერს (გერმანია), ქვაცაბაია კი ჩიარა გრიმს (შვეიცარია) გაუწევს მეტოქეობას.

ბასილაშვილი ფედერერთან დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 14:05

დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. მსოფლიო ვარსკვლავს ქართველის დასამარცხებლად მხოლოდ  1 საათი და 15 წუთი დასჭირდა.  სამსეტიან მარტჩში ფედერერმა ბასილაშვილს  6:2, 6:1, 6:2 სძლია.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური