ჩინეთში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა საზეიმოდ გაიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 11:15

ჩინეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერმასაგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დასაქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაერო-მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  (UNWTO) 22-გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაშირომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ჩენგდუში 2017 წლის 12-15 სექტემბერს იმართება

ღონისძიებას მსოფლიოს 150 ქვეყნის 1500-მდე დელეგატი ესწრება. გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ, ჩინეთის რესპუბლიკის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ჯინძაომ, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორმა იუნ ლიმ და ქ. ჩენგდუს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლუ ციანმა.

საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩინურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ ასამბლეაზე მაღალი დონის სტუმრობით, ხაზი გაესვა  საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების განვითარებისა და  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ ინტერესს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება 22-ე  სესიის გახსნას  და სიტყვით გამოვა  მაღალი დონის სეგმენტზე.

UNWTO-ს გენერალურ ასამბლეაზე მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის დამტკიცება 2018-2021 წლების ვადით. როგორც ცნობილია, ამ პოსტზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. 

ყველა გზა ჩინეთში მიდის!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 აგვისტო 2016 00:28

29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაცია. მათ შორის: სააგენტო „ნისუდეი საქართველოს“ დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი, ტელეკომპანია „სტარვიზია“ - გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, „ჯიბი თაიმსის“ დირექტორი - მიხეილ ტარახჩოვი, „ბიზნესთაიმ ჯორჯიას“ დირექტორი - ლევან ჭითანავა , ,„რუსთავი 2“ -პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი, „იმედის“ პროდიუსერი - შორენა ცხოვრებაშვილი, „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი - აკაკი გვიმრაძე, ტელეკომპანია„მაესტროს“ წამყვანი და ჟურნალისტი - ნანუკა იროდანიშვილი.
აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს მდივანი თამუნა მუჯირი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია დელეგაციის წევრებს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩინეთის საელჩოს, ბატონ ელჩს ძი იანჩის ასეთი შთამბეჭდავი მედიატურის ორგანიზებისათვის.

დელეგაციის წევრები პეკინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორმა გუეი ცონგიუომ (Gui Congyou) მიიღო, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ (დალიანის ეკონომიკური ფორუმი), განამტკიცა და ასევე დასაბამი მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ ჩინეთს საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მომავალ წელს გახდება 25 წელი, რაც ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ“, - დასძინა მან. 
როგორც ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის და განათლების სფეროებში. „მიმდინარე წელს გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელთანაც ასეთი სახის ხელშეკრულება გაფორმდება“, - ამბობს გუეი ცონგიუო.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და ამის ნათელი მაგალითია საერთაშორისო კორპორაცია „ხუალინგ ჯგუფი“, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს. მხარეებს შორის თავისუალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებისთანავე საქართველოსთვის უფრო ფართოდ გაიღება ჩინეთის უზარ-მაზარი ეკონომიკური ბაზრის კარები“, - განაცხადა გუეი ცონგიუომ. ასევე საინტერესო იქნებოდა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაც, რაც ჩინელი დიპლომატის აზრით, ხელს შეუწყობს ჩინთისა და საქართველოს მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების პროცესს. „ჩინელ ტურისტებს უყვართ მოგზაურობა და სავიზო პროცესის გამარტივების შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით ჩამოვლენ საქართველოშიც, მიაჩნია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს.
რაც შეეხება განათლებას, ჩინელი დიპლომატის აზრით, ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს ამ სფეროს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ყოველ წელს ჩინეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მათთვის სასურველ სპეციალობაზე ისწავლონ ჩინეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. „ამჟამად ჩინეთში 100-მდე ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, საქართველოში კი 5 ჩინელი სტუდენტი სწავლობს. მომავალში ჩვენ შევეცდებით გავზარდოთ ქართველი სტუდენტების რიცხვი ჩინეთში, რათა უფრო მეტ ქართველ წარმატებულ სტუდენტს მივცეთ საშუალება ჩინეთში გააგრძელოს სწავლა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თავის მხრივ დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩინელ დიპლომატს მიღებისა და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც საუბარი წარიმართა ისეთ საინტერესო თემების გარშემო, როგორიც არის ჩინეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობები. მედიის წარმომადგენლები ასევე შეეხნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას.
პეკინში მედიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჩინეთის საერთაშორისო სამოგზაურო სააგენტო „დიაოიუთაი“-ს გენერალურ დირექტორს მა თიენშუს, (Ma Tianshu), შანხაიში - შანხაის ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილეს ფუ ძიხონგს (Fu Jihong) და პროვინცია შან სი-ს (ქალაქი სი’ანი, ჩინეთის უძველესი დედაქალაქი) ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელს ჭანგ ბაოვენს. (Zhang Baowen) შეხვდნენ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციისთვის მომზადებული იყო კულტურული ტურები, ხოლო ჩინური უაღრესად გემრიელი სამზარეულოს გაცნობის მიზნით, შერჩეული იყო თითქმის ყველა მხარის სამზარეულო, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ჟურნალისტებზე.
კულტურული პროგრამის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა პეკინში დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმი, მოინახულეს ზაფხულის სასახლე, გაისეირნეს ნავებით, ასევე მოინახულეს „აკრძალული ქალაქი“(ჩინელი იმპერატორების მთავარი სასახლე კომპლექსი, დაწყებული მინის და დამთავრებული ცინის დინასტიით), ჩინეთის დიდი კედელი, ესტუმრნენ გამომცემლობა „People’s Daily“-ს რედაქციას და შანხაიში ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც შანხაის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, დღის მეორე ნახევარში კი შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერეს.
ასევე, მოინახულეს კომპანია "ხუავეის" ოფისი, სადაც "ხუავეის" წარმომადგენელმა ქართველ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომპანია ახლო მომავალში გეგმავს. ამის შემდეგ დაათვალიერეს შანხაის სანაპირო, „იუ იუენის“ პარკი, შოპინგისა და გართობის უბანი (Xintaindi), შემდეგ კი ქალაქ სი’ანში გაემგზავრნენ, სადაც ქართველი ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სი’ანი რადიკალურად განსხვავდება შანხაისაგან, აქ ყველაფერს სიძველის, გარკვეულწილად ხელუხლებლობის და ნამდვილი ჩინურის იერსახე აქვს. აქ ნაკლებად შეხვდებით ინგლისურ წარწერებს, ისევე, როგორც ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას. ამის მიუხედავად სი’ანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს არის ლეგენდებით მოსილი მხარე, რომელიც აბრეშუმის გზაზე მიმავალი ქარავნებისათვის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო. სწორედ სი’ანშია აღმართული ნულოვანი კილომეტრის აღმნიშვნელი მონუმენტი, როგორც საწყისი წერტილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება აბრეშუმის გზის მუზეუმში შეიძლება, რომელიც სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული.
გარდა ამისა დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სი’ანის მუზეუმი. მოინახულეს იმპერატორ ცინ ში ხუანგის ე.წ. „ტერაკოტების არმია“ და აბრეშუმის გზის საწყისი, ქალაქის ისტორიული გალავანი და ზარების კოშკი. ბოლოს კი ქალაქ ლანჭოუდან ურუმჩუში გადავიდნენ, საიდანაც თბილისში ჩამოფრინდნენ. 

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, ჩინეთი საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

  ავთანდილ ოთინაშვილი,

თბილისი-პეკინი-თბილისი

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი 9 მაისს განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 11:58

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი 9 მაისს განახლდება  . ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით მოლაპარაკებები ამ წლის ბოლოს დასრულდება შესაბამისი თანხმობა ორივე მხრიდან არსებობა. 


,,ორივე მხარე შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს ამ წლის ბოლოს დავასრულებთ, რომელიც ალბათ, უპრეცედენტო იქნება ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ გავცვალეთ ტექსტები. 9 მაისს იგეგმება მოლაპარაკების მეორე რაუნდი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება, რომელიც მიგვცემს საშუალებას, რომ ეს შეთანხმება წლის ბოლოს დავასრულოთ", - განაცხადა არველაძემ. 

არველაძე აცხადებს რომ , აღნიშნული შეთანხმება საქართველოსთვის დამატებით მილიარდ 400 000 მილიონიან ბაზარს გახსნის. 

,,ჩვენ შევეცდებით, რომ ტარიფებისა და სერვისების ლიბერალიზაცია მივახდინოთ, რადგან ეს მოლაპარაკება შეეხება როგორც ტარიფების განულებას, ასევე სერვისების ლიბერალიზაციას ორ ქვეყნას შორის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდი 23-24 თებერვალს გაიმართა.

ჩინეთში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 13:40

ჩინეთში ზიკას ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი 34 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხრეთ ამერიკიდან ქვეყანაში დაბრუნდა. ის 6 თებერვლიდან კარანტინშია მოთავსებული. 

ზიკას ვირუსი, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც ინფიცირებულ ადამიანს მისი გამოვლენა უჭირს. 

ვირუსი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, ორსულობის პერიოდში ინფიცირების შემთხვევაში, ნაყოფს, შესაძლოა, მიკროცეფალია განუვითარდეს. ბრაზილიაში ამ დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა.

უამინდომა ჩინეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:47

ჩინეთში, უამინდობის გამო, ათასობით მგზავრი რკინიგზის სადგურებიდან გამგზავრებას ვერ ახერხებს. 

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მიგრაციის სახელით ცნობილი პერიოდია, როდესაც მილიონობით ადამიანი ჩინური ახალი წლის შესახვედრად საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში მიემგზავრება. 

მატარებლების მოძრაობის შეფერხება დიდთოვლობამ გამოიწვია. ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 8 თებერვალს დგება

ქართული ღვინის სახლი ჩინეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 13:28

„ქართული ღვინის სახლი“  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ლიშვეიში გაიხსნა. 

ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ გახსნილი. საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. „სუოლუნ“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.

მიწისძვრა ჩინეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 13:34

 ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩინეთში. მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კი მენიუანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერმა ბიძგებმა 40-მდე შენობის ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, თუმცა შედარებით სუსტი.რეგიონში პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. 

ჩინეთში, მაო ძედუნის 36-მეტრიანი ქანდაკება დადგეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:22

ჩინეთში, პროვინცია ხენანში ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის მაო ძედუნის 36-მეტრიანი ქანდაკება დადგეს. მოოქროვილი მონუმენტის მშენებლობა 3 მილიონი იუანი დაჯდა. 

თანხა შემოწირულობებით შეგროვდა. ყველაზე მეტი შემოწირულობა კი სოფელ ტუნსუის მცხოვრებლებმა გაიღეს, სორედ ამ რეგიონთან ახლოს დადგეს მაო ძედუნის ქანდაკება.

ჩინეთის მთავრობამ ვაჭრობა დროებით შეაჩერა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 16:54

 ორშაბათს შანჰაის ინდექსის 7%-იანი, შენჟენის ინდექსის კი 8%-იანი ვარდნის გამო ჩინეთის მთავრობამ ვაჭრობა დროებით შეაჩერა. ბირჟების ვარდნის მიზეზი წარმოების ინდექსის გამოქვეყნება გახდა, რომელიც გასული ექვსი წლის მინიმუმზე 48-მდე შემცირდა.

ორშაბათს ბირჟები სხვა აზიურ ბაზრებზეც შემცირდა, იაპონიის მთავარი ინდექსი Nikkei 225 დღეს 3.1%-ით შემცირდა, ჰენგ სენის ინდექსი კი 2.7%-ით შემცირდა.
საერთაშორისო ბაზარზე არასტაბილურობა საუდის არაბეთის მიერ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც უკავშირდება. სპარსეთის ყურის ორ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკი ნავთობის ფასების ზრდის შესაძლებლობას ზრდის.

ევროპულ ბაზარზეც ვაჭრობა ვარდნით დაიწყო, გერმანული Dax-ის ინდექსი 3.2%-ით შემცირდა. ფრანგული CAC 40 2.5%-ით შემცირდა, ლონდონის მთავარი საფონდო ინდექსი FTSE 100 კი 2%-ით შემცირდა.

ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა-100-მდე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:15

ჩინეთის სამხრეთით, ქალაქ შენჟენში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ინდუსტრიულ ზონაში ჩამოწვა და 33 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 1500-მდე მაშველია ჩართული. ინციდენტის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ფსიქოლოგები. 

თვითმხილველთა განცხადებით, მეწყრის ჩამოწოლის დროს მოსახლეობის უმეტესობამ სახლებიდან გამოსვლა მოასწრო.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური