გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 10:12

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმარს ბოლო წლებში შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება სამინისტროს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერება, საგანგებო სიტუაციების მართვა და საზღვრის მართვის გაძლიერება.

შს მინისტრმა ჩინეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. „ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ქმნის ვიდეოანალიტიკით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

საქართველო-ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 15:08

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველო - ჩინეთის (ძიანსი) საექსპორტო პროდუქციის გამოფენას დაესწრო. ღონისძიება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება. გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.
გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მოადგილემ, ნატო ჩიქოვანმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ასევე ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, უანგ ჟინჩენმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კომერციისა და ეკონომიკის საკითხებში, ლუი ბომ.
სიტყვით გამოსვლისას ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების და თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩინეთში ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი - ღვინის ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განსაკუთრებულად დიდ შესაძლებლობას გაუხსნის როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები კი, ქმნის კარგ პლატფორმას ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის.
საქართველო - ჩინეთის (ძიანსი) საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში მონაწილეობას 80-მდე ჩინური კომპანია იღებს. მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები და აგროსექტორის წარმომადგენლები.
გამოფენა 27-30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება.

პეკინში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი "აღმოაჩინე ჩინური ბრენდი"

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 22:48

2016 წლის 22 სექტემბერს, ქ. პეკინში, "China World Hotel" -ში, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების და ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი "აღმოაჩინე ჩინური ბრენდი". ფორუმს ესწრებოდნენ ჩინეთის მთავრობის,ჩინეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის და ისეთი ცნობილი ჩინური ბრენდების ხელმძღვანელები, როგორიცაა ტექნიკის კომპანია"აიკუო"( Aiguo), ცნობილი ნიუსპორტალი "sinacom" და სხვ. 
ფორუმის მთავარი თემა გახლდათ ჩინეთში წარმოებული პროდუქციის ბრენდირება და მისი მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირების საკითხები. აღნიშნულ ფორუმზე მიწვეული იყო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური, რომელმაც ისაუბრა outlooktv-ზე ჩინეთის ორი ცნობილი ბრენდის, სამხრეთ ავიახაზებისა და CCTV-ის ერთობლივ პროექტში საქართველოს მონაწილეობაზე და მისი მეშვეობით საქართველოს ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაზე, აქვე ელჩმა აღნიშნა , საქართველოსა და სამხრეთ ავიახაზებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც 23 სექტემბერს შესრულებული პეკინი-თბილისის პირდაპირი რეისის დანიშვნაში გამოიხატება. ორგანიზატორებმა აღნიშნულ პროექტებში ქართული მხარის წარმატებული მონაწილეობისათვის ,საქართველოს ელჩს გადასცეს სამადლობელო ჯილდო "განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის".

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ცესკოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 16:48

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ძი იანჩის შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ძი იანჩის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ ვითარებაში ჩატარება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარემ იმ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებისთვის ახორციელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 13:30

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იტყობინება.
ხუა ჩუნინის თქმით, ხანჯოუს G20-ის სამიტმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო. „ჩინეთის მხარის ძალისხმევით, სამიტის მონაწილეები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ. მათ განიხილეს გლობალური ეკონომიკის ზრდის საკითხები და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს“, - აღნიშნა მან.
როგორც ხუა ჩუნინმა განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა შეიმუშავეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გეგმა, ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხები. გარდა ამისა მათ აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მთელი მსოფლიო კმაყოფილი დარჩეს G20-ის სამიტის მუშაობის შედეგებით.
ჩინელი დიპლომატის სიტყვით, ხანჯოუს G20-ის სამიტზე მიიღეს მსოფლიოს ლიდერების კომუნიკე, რომელშიც განსაზღვრულია სამიტის წევრების მუშაობის ღონისძიებები, მიზნები და ამოცანები. სამიტის მონაწილეებმა ასევე დასახეს G20-ის განვითარების ინოვაციური გეგმა და სტრატეგია.
„ხანჯოუს G20-ის სამიტის მონაწილეებმა პირველად განიხილეს მდგრადი განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდში, ასევე „პარიზის შეთანხმება“ კლიმატური ცვლილებების თაობაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხანჯოუს G20-ის სამიტი გახდება ახალი ათვლის წერტილი, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობას განავითაროს სრულიად ახალი მიმართულებები“, - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სოციალური უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 11:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს, იან ვეიმინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დინამიკას და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და ქართული ღვინის ექსპორტი ჩინურ ბაზარზე.

მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რაც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და გახდება "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

მედიატური საქართველო-ჩინეთი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 12:39

ჩინეთში გრძლედება ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ქართველი ჟურნალისტების მედიატური, რომელსაც მედიაჯგუფ „ სტარვიზიის“ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“ დირექტორი ავთანდილ ოთინაშვიოლი ხელმძღვანელობს.  პეკინიდან ჯურნასიტებმა შანხაიში გადაინაცვლეს, სადაც მათ ქალაქის მერიაში საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უმასპიძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში ერთობლივი პროექტების გახორციელების საკითხები განიხილეს. მოგვიანებით, კომპანია „ჰუავეიში“ შეხვედრისას, ჟურნალისტებს ბრენდის ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციები გააცნეს. მედიაჯგუფ „სტარვიზიის“ გენერალურმა პდიუსერმა ეგორ კუროპტევმა კომპანიის წარმომადგენლბეთან საქართველოში ჩინეთის კლტურის პოპულარიზაციის მიმართულების ბიზნესისა და მედიის ურთიერთობების საკითხები განიხილა. მედიატურში, რომელიც 29 ივლისიდან 9 აგვისტოს ცატვლით იმარტება,  მედიაჯგუფ „სტარვიზიის“ გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“  დირექტორი ავთანდილი ოთინაშვილი,  რადიო ჯაკოს, ტელეკომპანია რუსთვის 2-ის, იმედის, მასეტროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, დრო-ს ჟურნალისტები, ასევე გაზეთ რეზონანსისა და ბიზნეს თიმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტურის მიზანი საქართველოს-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე მოხსენება გააკეთა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 ივლისი 2016 11:02

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და „ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის“ ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმს სახელწოდებით „აბრეშუმის გზის ერთიანი ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება,“ ქართველ გამომსვლელებთან ერთად დაესწრო 90-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მან ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, აგრეთვე შეღავათიან სავაჭრო რეჟიმებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, აშშ-სთან, დსთ-სთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან ან სახელმწიფოთა გაერთიანებებთან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისში გამართულ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და მის შედეგებზე. კერძოდ, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის ჩატარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

„ზემოთაღნიშნული შეთანხმების შედეგად ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით სამომხმარებლო ბაზარს საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ბაზრის 1/3 შეადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს შესაძლებლობებს წარმოების მიმართულებით და მოგიწოდოთ, რომ გააფართოვოთ და გახსნათ საწარმოები ჩვენთან და განახორციელოთ ექსპორტი ყოველგვარი სირთულეების და ზედმეტი გადასახადების გარეშე სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ევროპის 500 მილიონიან მაღალ შემსყიდველუნარიან ბაზარზე,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა.

გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.

ბიზნეს–ფორუმზე მოხსენები გააკეთეს აგრეთვე ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოს ცალკეული საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია. გაკეთდა სექტორული პრეზენტაციები, რომლის დროსაც ჩინური მხარე გაეცნო დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, უძრავი ქონების სექტორში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 12:33

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

პირველი ვიცე-პრემიერი ქალაქ შანხაიში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და მოხსენებას გააკეთებს საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც 26-27 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შანხაიში გაიმართება. ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების შესახებ. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საინვესტიციო პროექტებზე ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, საბანკო და კერძო სექტორის სხვა სფეროებიდან.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ქალაქ შანხაის პორტსა და ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნობა.

27 ივლისს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის ორგანიზებით დაგეგმილ ქართული ღვინის საღამოში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმზე ხელმოწერა, კერძოდ: დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინური ორგანიზაციის „Xinhua Net SRICC’s“ პრეზიდენტი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის ქართული ღვინის პრომოციის შესახებ E-SilkRoad-ის მეშვეობით.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 28 ივნისს ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება. პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-ფორუმში, სადაც გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

ნანჩანგის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ორგანიზებით ჩატარდება.

ქალაქ ნანჩანგშივე ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივითა და სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სახლის n„ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანე-ჯუნგეს“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში, სადაც ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას.

 

 

 

 

 

 

 

ჩინეთის ქალაქ იუში "ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:47

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭეძიანგის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) 2 „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინისმრავალფეროვნებას შესთავაზებს. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არა მარტო ღვინოს,არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნოს.

ქართული ღვინის სახლების გახსნას იუში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით "ქართული ღვინის სახლი" ჩინეთისსუოლუნ კომპანიისა და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია,რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც ბოლო 8 თვის განმავლობაშიჩინეთის ჭეძიაგისა და სინძიანის პროვინციებში უკვე რვა ქართული ღვინის მაღაზია-სალონი"ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა.

ბრენდი - „ქართული ღვინის სახლი“ ჩინური კომპანია „სუოლუნის“ მიერ პირველად გასულ წელსჭეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელიჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს.

„სუოლუნ კომპანის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინისპოპულარიზაციას.

ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის ობიექტი - მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალშიმე-3 ადგილზე დაიკავა, ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური