ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას მაქსიმუმი გააკეთონ ხალხის გადასარჩენად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 16:20

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა გაკეთდეს მაქსიმუმი იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც შენსის პროვინციის ქალაქ შანლოში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ნანგრევებში მოყვნენ.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-ს ცნობით, ოთხშაბათს დილით,  შენსის პროვინციის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სამთომომპოვებელი კომპანიის შენობა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიფარა. შედეგად 40 ადამიანი უკვალოდ გაქრა.

მომხდარის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას იმოქმედოს ოპერატიულად, გადაარჩინონ ადამიანები და დაეხმარონ დაზარალებულების ოჯახებს.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა ასევე დაავალა მთავრობის წევრებს დაუყოვნებლივ წამოიწყონ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. გარდა ამისა, მათ უნდა დაადგინონ პოტენციური გეოლოგიური უბედურების ზარალი და რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანონ დარჩენილი მოსახლეობა სტიქიის ზონიდან.

ამ დროისათვის  სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ტაიფუნ „სოუდელორის“ გამო, 17 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 13:50

ტაიფუნ „სოუდელორის“ დარტყმის შედეგად, რომელიც მიმდინარე წელს უკვე მე-13 მოხდა, დაიღუპა 17 ადამიანი, ხუთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

ტაიფუნი „სოუდელორი“ უკვე რამოდენიმე დღეა რაც მძვინვარებს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში. ტაიფუნის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ფუცზიანის და ცზიანსის პროვინციებს, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ხოლო განადგურდა 110 ათასი ჰექტრის სიდიდის მიწის ფართობი.

რაც შეეხება ტაიფუნის შედეგად მიყენებულ პირდაპირ ეკონომიკურ ზარალს, იგი 8,73 მილიარდ იუანს (1,43 მილიარდი დოლარი) აჭარბებს.

 

 

 

ჩინეთისა და ამერიკის მაღალჩინოსნები სი ცზინპინის ვიზიტს მოამზადებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 13:46

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გააგზავნიან თავის ჩინოვნიკებს, რომლებიც შეათანხმებენ საორგანიზაციო საკითხებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრესზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუ კანმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, აგვისტოსა და სექტემბერში ჩინეთში ჩამოვლენ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც შეათანხმებენ ამერიკაში ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის სახელმწიფო ვიზიტის საკითხებს.

შესაბამისად, ჩინეთის ხელისუფლების პასუხისმგებელი და კომპეტენტური პირებიც გაემგზავრებიან ამერიკაში, რათა ადგილზე მოამზადონ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფციალურად მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკაში.

65-ე მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალური ნაწილი ჩინეთის ქალაქ სანიაში ჩატარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 12:40

ჩინეთის ულამაზესი ქალაქი სანია მიმდინარე წლის 19 დეკემბერს უმასპინძლებს 65-ე მსოფლიო სილამაზის კონკურსს „მის მსოფლიო 2015“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

„ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო კონკურსის „მის მსოფლიო 2015“ დასკვნითი ნაწილი ჩვენს ქალაქში ჩატარდება. ფინალურ შეჯიბრში მსოფლიოს 130 ქვეყნიდან ჩამოსული ულამაზესი მოდელები მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა სილამაზის კონკურსის ორგანიზატორმა ჯულია მორლიმ.

პირველად სილამაზის კონკურსი ქალაქ სანიაში 2003 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ კონკურსი კიდევ ოთხჯერ გაიმარათა. მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურსის ფინალური ეტაპი სასტუმრო Crown of Beauty-ში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო“ ერთ-ერთი ავტორიტეტული კონკურსია მთელს მსოფლიოში. მან სტარტი 1951 წლიდან აიღო. კონკურსის ჩატარების 60 წლის განმავლობაში, აღნიშნულმა საერთაშორისო ღონისძიებამ 500 მლნ დოლარზე მეტი თანხა შეაგროვა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს და მათ შვილებს გადაუნაწილდათ.

ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი ბელორუსში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 მაისი 2015 17:12

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ბელორუსის რესპუბლიკის სახალხო ყრილობის საბჭოს თავჯდომარეს, მიხეილ მასნიკოვიჩსა და ბელორუსის სახალხო ყრილობის პალატის წარმომადგენლების თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს შეხვდა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა შეხვედრის დროს, ჩინეთსა და ბელორუსიას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.

პრეზიდენტმა ასევე ფაშიზმისა და მილიტარიზმის  წინააღმდეგ ჩინეთისა და ბელორუსის გაწეულ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

ბელორუსის წარმომადგენლემა, მასნიკოვიჩმა და ანდრეიჩკომ თავის მხრივ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ჩინეთია სახალხო რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის. მათ ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სტრატეგიულ პარტნიურობაზე.

ჩინეთი მიწისძვრით დაზარალებული ტიბეტის მხარდაჭერას განაგრძობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მაისი 2015 11:20

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის მოსახლეობისთვის დახმარების გაგრძელების ბრაძანება გასცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ტიბეტში 25 აპრილს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 300 000 ადამიანი დაზარალდა და დაშავდა.

სი ძინპინმა მთელი რესურსების  დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის  აღსადგენად მიმართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ნეპალის 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ტიბეტში 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 მოქალაქე დაკარგულად ითვლება და 856 პირი დაშავებული. კატასტროფის შედეგად 2700 სახლი განადგურდა, 40 000 მონასტერი და სახლსი კი ძლიერ დაზიანდა.

ამ დროისთვის, ტიბეტში 63 989 ადამიანი ევაკუირებულია და უზრუნველყოფილია საკვებით, სასმელი წყლითა  და მედიკამენტებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 15:28

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დღეს ევროკავშირის ლიდერებს, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ევროპული კომისიის წარმომადგენელს, ჟან-კლოდ იუნკერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა და საპასუხო გზავნილებიც მიიღო, - ამის შესახებ საინფორმასიო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა დღითიდღე უფრო დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ეს ორმხრივი ურთიერთობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის დიდ ძალისხმევას ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერების მხრივ. „პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წარმატებაა მიღწეული ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. ევროკავშრი კი სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალას არ იშურებს. დონალდ ტუსკმა წერილში ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროპის თანამშრომლობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და განვითარების ხელშეწყობაში.

ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით მშვიდობასა და განვითარებას უწყობს ხელს.

სი ცზინპინმა ტაივანის რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობაში მონაწილეობის საკითხის განხილვაზე ისაუბრა“ - წერს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 მაისი 2015 15:46

დღეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივარნმა სი ზინპინმა პარტია გუომინდანგის წარმომადგენელთან, ჩჟუ ლილუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთის კონტინენტურმა მხარემ და ტაივანმა შესაძლოა კუნძულის რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობაში მონაწილეობის საკითხზე ჩინეთის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე ისაუბრონ. - წერს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა

„ტაივანმა სურვილი გამოთქვა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს შეუერთდეს. ჩვენ ამ ინიციატივას დადებითად ვაფასებთ,“ - განაცხადა სი ცზინპინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის კონტინენტური მხარე მზადაა ტაივანს განვითარების შანსები გაუზიაროს და გარკვეულ საკითხებში კუნძულს პრიორიტეტიც მიანიჭოს.

„ჩვენ ტაივანის კაპიტალის მქონე საწარმოების ინტერესების გათვალისწინებასა და გატარებას განვაგრძობთ, რათა ისინი უკეთესი პირობებით უზრუნველვყოთ“ - განმარტა სი ცზინპინმა.

გვერდი 20/ 20-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური