ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ტიანძინში მომხდარი აფეთქების ზონაში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 17 აგვისტო 2015 13:47

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი, როგორც ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის წარმომადგენელი, იმყოფებოდა ტიანძინში მომხდარი აფეთქების ზონაში. მან შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე მოინახულა მეხანძრეები, სამხედროები, დაჭრილები და დაზარალებულები. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
როგორც ლი კეციანმა განაცხადა, აუცილებელია გაგრძელდეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის პროცესი. გაგრძელდეს დაზარალებულებისათვის დახმარების გაწევის პროცესი და დაიწყოს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები შემთხვევის ზონაში.
აღსანიშნავია, ის, რომ ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, 12 აგვისტოს, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-ს გაუტოლდა. გარდა ამისა, 95 ადამიანი - 85 მეხანძრე და 10 სხვა პირი დღემდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.  
შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად 112 დაიღუპა. 722 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის 58 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.

ჩინეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-ს გაუტოლდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 16 აგვისტო 2015 13:37

ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, 12 აგვისტოს, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-ს გაუტოლდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

დღეს დილით, მაშველებმა საწყობში აღმოაჩინეს 112 გარდაცვლილი. მათ შორის 24 ცხედარი იდენტიფიცირებულია, 88 ცხედრის ამოცნობა კი ამჟამადაც მიმდინარეობს.

გარდა ამისა, 95 ადამიანი - 85 მეხანძრე და 10 სხვა პირი დღემდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. 
შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად 104 დაიღუპა, 722 ადამიანი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის 58 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთსა და ამერიკაში მაღალი დონის ვიზიტებს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 16 აგვისტო 2015 12:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს. საქართველოს პრემიერი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.
სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ტიანძინის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილები მოინახულა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 15:07

ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის დავალებით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ტიანძინის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი პირები მოინახულა, რომლებმაც აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და სახელმწიფო საბჭოს სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა დაშავებულებს, გამოჯანმრთელება უსურვა მათ და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა, მეხანძრეებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად. მადლობა მათ ამისთვის“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.
ამის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ბინხაის რაიონში თათბირი გამართა, რომელსაც  ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ჩინოვნიკები და ჯანდაცვის მუშაკები ესწრებოდნენ.
ლიუ იანდუნმა მოისმინა ინფორმაცია აფეთქების ზონაში მიმდინარე სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.

ჩინეთში მომხდარ აფეთქებებს 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2015 13:47

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა მოუწოდეს მთავრობის წევრებს გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების გადასარჩენად.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-ს ცნობით, ოთხშაბათს ღამით, ქალაქ ტიანძინის ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად  44 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა გააკეთა განცხადება, რომ მომხდარ ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ და ყველა ინფორმაცია საზოგადოებისათვისაც გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილას მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ. გარდა ამისა მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც.
ჩინეთის ქალაქ ტიანძინში  ორი ძლიერი აფეთქეფის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად პორტში მდებარე საწყობში  ადვილადაალებადი ნივთიერებების პარტია აფეთქდა, რაც მეორე საწყობთან ახლოს მდებარე საწვავის ტერმინალის აფეთქების მიზეზი გახდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დარტყმითმა ტალღამ 1000-მდე ავტომობილი დააზიანა და 2 კილომეტრის რადიუსში მდებარე სახლების ფანჯრები ჩაამწხვრია.

აფეთქებების შემდეგ, სასაწყობე ზონაში ხანძარი გაჩნდა. ჩინეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ხანძრის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების აღკვეთა მოხერხდა, თუმცა ცეცხლი ჯერ სრულად ლოკალიზებული არ არის, რადგან საწყობში მდებარე ფეთქებადი ნივთიერებების გამო, ცეცხლსაქრობი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ასევე მოგახსენებთ, რომ ხანძრის ჩაქრობსი პროცესში, სწორედ ამ ნივთიერებების გამო კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 36 მეხანძრეა დაკარგული, ჭრილობები და დამწვრობები აქვს დაახლოებით 400 ადამიანს, მათ შრის 30 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მთელი ქალაქის მასშტაბით სისხლის ჩასაბარებელი მობილური პუნქტებია გახსნილი.

თვითმხილველები აცხადებენ რომ  ადგილზე ქიმიკატების სუნი იგრძნობოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰაერის სინჯის აღების შედეგად, ქალაქში საშიში ნივთიერებების გავრცელება არ დადასუტურდა.

აფეთქებების შემდეგ, ჩინეთის ქალაქ ტიანძინის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, თუმცა სამხედროებმა სიტუაციის დარეგულირება და მოქალაქეების დამშიდება შეძლეს. აფეთქებულ საწყობებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა, ყოველი შემთხვევისთვის ევაკუირებულია. 

ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას მაქსიმუმი გააკეთონ ხალხის გადასარჩენად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 16:20

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა გაკეთდეს მაქსიმუმი იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც შენსის პროვინციის ქალაქ შანლოში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ნანგრევებში მოყვნენ.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-ს ცნობით, ოთხშაბათს დილით,  შენსის პროვინციის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სამთომომპოვებელი კომპანიის შენობა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიფარა. შედეგად 40 ადამიანი უკვალოდ გაქრა.

მომხდარის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას იმოქმედოს ოპერატიულად, გადაარჩინონ ადამიანები და დაეხმარონ დაზარალებულების ოჯახებს.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა ასევე დაავალა მთავრობის წევრებს დაუყოვნებლივ წამოიწყონ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. გარდა ამისა, მათ უნდა დაადგინონ პოტენციური გეოლოგიური უბედურების ზარალი და რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანონ დარჩენილი მოსახლეობა სტიქიის ზონიდან.

ამ დროისათვის  სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ტაიფუნ „სოუდელორის“ გამო, 17 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 13:50

ტაიფუნ „სოუდელორის“ დარტყმის შედეგად, რომელიც მიმდინარე წელს უკვე მე-13 მოხდა, დაიღუპა 17 ადამიანი, ხუთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

ტაიფუნი „სოუდელორი“ უკვე რამოდენიმე დღეა რაც მძვინვარებს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში. ტაიფუნის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ფუცზიანის და ცზიანსის პროვინციებს, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ხოლო განადგურდა 110 ათასი ჰექტრის სიდიდის მიწის ფართობი.

რაც შეეხება ტაიფუნის შედეგად მიყენებულ პირდაპირ ეკონომიკურ ზარალს, იგი 8,73 მილიარდ იუანს (1,43 მილიარდი დოლარი) აჭარბებს.

 

 

 

ჩინეთისა და ამერიკის მაღალჩინოსნები სი ცზინპინის ვიზიტს მოამზადებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 13:46

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გააგზავნიან თავის ჩინოვნიკებს, რომლებიც შეათანხმებენ საორგანიზაციო საკითხებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრესზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუ კანმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, აგვისტოსა და სექტემბერში ჩინეთში ჩამოვლენ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც შეათანხმებენ ამერიკაში ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის სახელმწიფო ვიზიტის საკითხებს.

შესაბამისად, ჩინეთის ხელისუფლების პასუხისმგებელი და კომპეტენტური პირებიც გაემგზავრებიან ამერიკაში, რათა ადგილზე მოამზადონ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფციალურად მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკაში.

65-ე მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალური ნაწილი ჩინეთის ქალაქ სანიაში ჩატარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 12:40

ჩინეთის ულამაზესი ქალაქი სანია მიმდინარე წლის 19 დეკემბერს უმასპინძლებს 65-ე მსოფლიო სილამაზის კონკურსს „მის მსოფლიო 2015“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

„ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო კონკურსის „მის მსოფლიო 2015“ დასკვნითი ნაწილი ჩვენს ქალაქში ჩატარდება. ფინალურ შეჯიბრში მსოფლიოს 130 ქვეყნიდან ჩამოსული ულამაზესი მოდელები მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა სილამაზის კონკურსის ორგანიზატორმა ჯულია მორლიმ.

პირველად სილამაზის კონკურსი ქალაქ სანიაში 2003 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ კონკურსი კიდევ ოთხჯერ გაიმარათა. მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურსის ფინალური ეტაპი სასტუმრო Crown of Beauty-ში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო“ ერთ-ერთი ავტორიტეტული კონკურსია მთელს მსოფლიოში. მან სტარტი 1951 წლიდან აიღო. კონკურსის ჩატარების 60 წლის განმავლობაში, აღნიშნულმა საერთაშორისო ღონისძიებამ 500 მლნ დოლარზე მეტი თანხა შეაგროვა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს და მათ შვილებს გადაუნაწილდათ.

ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი ბელორუსში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 მაისი 2015 17:12

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ბელორუსის რესპუბლიკის სახალხო ყრილობის საბჭოს თავჯდომარეს, მიხეილ მასნიკოვიჩსა და ბელორუსის სახალხო ყრილობის პალატის წარმომადგენლების თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს შეხვდა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა შეხვედრის დროს, ჩინეთსა და ბელორუსიას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.

პრეზიდენტმა ასევე ფაშიზმისა და მილიტარიზმის  წინააღმდეგ ჩინეთისა და ბელორუსის გაწეულ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

ბელორუსის წარმომადგენლემა, მასნიკოვიჩმა და ანდრეიჩკომ თავის მხრივ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ჩინეთია სახალხო რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის. მათ ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სტრატეგიულ პარტნიურობაზე.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური