CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 მაისი 2019 18:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018 13:23

ქ. პეკინში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მე-7 რაუნდი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭან ჰანჰუი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის საერთო ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) დადებით შედეგებს, ასევე „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ (Belt & Road Initiative) ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.
 
მხარეებმა ისაუბრეს  მომავალ წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობაზე, დაიგეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი ჩინეთში  სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქციის  ექსპორტის ხელშეწყობის და გაზრდის მიზნით, ასევე საუბარი შეეხო ჩინელი სპეციალისტების შესაძლო ვიზიტს საქართველოში ჩაის და ბოსტნეულის წარმოების სექტორში ერთობლივი საწარმოების შექმნის მიზნით. განხილული იქნა ჩინეთის ჩრდილოეთის რეგიონებში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ქართველი ექსპორტიორებისთვის  ბიზნესპარტნიორების გამოვლენის  შესაძლებლობები  და  ამ მიმართულებით შეთანხმდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების აუცილებლობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის კოორდინაციაზე.
ცალსახად აღინიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, ხოლო საქართველო, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ერთგული რჩება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 11:11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას, მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის მაოსიანის მაზრაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, ხოლო უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება 93-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"მინდა მაღალი შეფასება მივცე აღნიშნულ შეხვედრას" - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 ივნისი 2016 13:18

მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სტუმრად იმყოფება ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერი, რომელიც რანგით ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო მოხელეა და შედის ჩინეთის მუდმოვმოქმედ კომიტეტში. ქუმსიშვილის შეფასებით, შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ამავე დროს, კონსტრუქციულ ფორმატში. 

„ჩვენი მონდომება და სურვილები აბსოლუტურად თანხვედრაშია. ჩინეთის მხრიდან მივიღეთ შემოთავაზებები, მათ შორის, ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს გეგმები ასევე იყოს დაახლოვებული და განხილული იმ ხუთწლიან გეგმებთან მიმართებაში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მარტივს გახდის შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას. დეტალურად ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. ასევე ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელითაც დავადასტურეთ, რომ ორივე მხარე აქამდე მიღწეულ შეთანხმებებს ეთანხმება და გარდა ამისა, მონდომებულია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასრულება. საუბრისას დეტალურად იყო განხილული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და ის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც აბრეშუმის გზას გააჩნია. ასევე იყო დეტალური საუბარი ტურიზმზე, ინდუსტრიის განვითარებაზე, ერთობლივი საწარმოების გაკეთებაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.


მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად განიხილეს აბრეშუმის გზის პროექტი, ასევე ინვესტიციებთან, ვაჭრობასთან, ტურიზმთან, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან, ერთობლივ საწარმოებთან, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

ჩინეთი მიწისძვრით დაზარალებული ტიბეტის მხარდაჭერას განაგრძობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მაისი 2015 11:20

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის მოსახლეობისთვის დახმარების გაგრძელების ბრაძანება გასცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ტიბეტში 25 აპრილს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 300 000 ადამიანი დაზარალდა და დაშავდა.

სი ძინპინმა მთელი რესურსების  დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის  აღსადგენად მიმართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ნეპალის 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ტიბეტში 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 მოქალაქე დაკარგულად ითვლება და 856 პირი დაშავებული. კატასტროფის შედეგად 2700 სახლი განადგურდა, 40 000 მონასტერი და სახლსი კი ძლიერ დაზიანდა.

ამ დროისთვის, ტიბეტში 63 989 ადამიანი ევაკუირებულია და უზრუნველყოფილია საკვებით, სასმელი წყლითა  და მედიკამენტებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 15:28

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დღეს ევროკავშირის ლიდერებს, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ევროპული კომისიის წარმომადგენელს, ჟან-კლოდ იუნკერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა და საპასუხო გზავნილებიც მიიღო, - ამის შესახებ საინფორმასიო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა დღითიდღე უფრო დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ეს ორმხრივი ურთიერთობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის დიდ ძალისხმევას ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერების მხრივ. „პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წარმატებაა მიღწეული ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. ევროკავშრი კი სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალას არ იშურებს. დონალდ ტუსკმა წერილში ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროპის თანამშრომლობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და განვითარების ხელშეწყობაში.

ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით მშვიდობასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური