რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ საქმეში ძალიან ბევრი რამ გარკვევას საჭიროებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 15:22

ჩინეთი დიდი ყურადღებით აკვირდება რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს და მიჩნია, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ გარკვევას საჭიროებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუნ ლეიმ განაცხადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება, ჩინეთი მხარს უჭერს მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და მოუწოდებს ყველა მხარეს გააძლიერონ კონტაქტები და კოორდინაცია.
შეგახსენებთ, რომ თურქულმა F-16-მა რუსულ სუ-24-ს სირია-თურქეთის საზღვარზე „ჰაერ-ჰაერის“ ტიპის რაკეტა ესროლა. წინასწარი მონაცემებით, რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. საზღვართან მიახლოებისას თურქულმა მხარემ სამხედრო თვითმფრინავი რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა გაფრთხილებას ეკიპაჟის რეაგირება არ მოყოლია. რუსმა მფრინავებმა F-16-ის იერიშის შემდეგ კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა ერთი მათგანი ჰაერშივე დაიღუპა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 16:45

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 13-16 ოქტომბერს ოფციალური ვიზიტით ევროპას ესტუმრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

„ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვცევა ჩეხეთს, პოლონეთს და ბულგარეთს“, - ნათქვამია საგარეო უწების განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში დაგეგმილია ჩეხეთის, პოლონეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით და ხორციელდება მათი ოფიციალური მიწვევით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 13:13

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში,  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის შეხვდა. საუბარი შეეხო ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის ოფიციალურ ვიზიტს ამერიკაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეებისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხის გადაჭრა: სტარტეგიული ურთიერთნდობის და ურთიერთთანამსრომლობის საკითხები აზია-წყნარი ოკიანის რეგიონის (აწორ) ფარგლებში და მეორე მსოფლიო ომში ჩინეთისა და ამერიკის მიერ დამყარებული წესრიგის და საერთაშორისო სისტემის (რომლის სათავეში გაერო დგას) დახვეწა და განვითარება.

ვან იმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არ აპირებს აწორ-ის შემადგენლობიდან ამერიკის გაყვანას, მაგრამ სურს იხილოს მისი პოზიტიური როლი ამ რეგიონში. „ჩინეთისა და ამერიკის თანამშრომლობის გარეშე ამ რეგიონში შეუძლებელია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შექმნას ყველა პირობა ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - დასძინა ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურმა.

თავის მხრივ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ამერიკაში წარმატებით ჩაიაროს.  „ამერიკა აპირებს განავითაროს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან აწორ-ის ფარგლებში და არასდროს არ აპირებს შექმნას რაიმე კონფრონტაცია ამ მიმართულებით. ამერიკა მხარს უჭერს ძლიერ და განვითარებულ ჩინეთს და სურვილი აქვს იხილოს მსი შემდგომი წინსვლა“, - ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ ქერიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა თვალს ადევნებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არ ერევა არსებულ სადაო საკითხებში. „ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს ჩინეთის ძალისხმევას სადაო საკითხების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე“, - დაამატა ჯონ ქერიმ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური