დიდი აბრეშუმის გზის ახალი პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ქვეყნებს განვითარების ახალ შანსს აძლევს-სი ძზინპინი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:46

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრათან დევიდ კემერონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩინეთ-ბრიტანულ საქმიან სამიტში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

თავის გამოსვლაში სი ცზინპინმა აღნიშნა, რომ მის მიერ წამოყენებულ ინიციატივას „დიდი აბრეშუმის ეკონომკური გზის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის (ერთი სარტყელი, ერთი გზა)“ განვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა პოზიტიურად შეხვდა.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ეს არის გახსნილობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ძველი აბრეშუმის გზის საზღვრით. ყველა ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს ამ ახალ პროექტში, აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს მას“, - დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.

 

თბილისში საზეიმოდ აღინიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 66-ე წლისთავი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:46

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 66-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა გუშინ სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც დაესწრო.

საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფოების ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
ელჩის თქმით, 66 წლის წინ გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც დასაბამი მისცა ჩინეთის ისტორიაში ახალი ცხოვრების დაწყებას. „მას შემდეგ რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა, 30 წლიანი რეფორმების განმავლობაში, ჩინელი ხალხის ცხოვრების დონე მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთი გახდა მსოფლიოში მეორე ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა და მესამე უდიდესი უცხოური ინვესტორი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა „ჩინური საოცრების“ განხორციელება, - აღნიშნა იუ ბინმა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის დღევანდელ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დღეს უფრო ინტენსიურია, ვიდრე ოდესმე, რასაც ადასტურებს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნა საელჩო თბილისში და  ძლიერი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც ის იცავდა და დღესაც მტკიცედ იცავს“, - დასძინა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.

პარლამენტის თავმჯდომარე მისასალმებელ სიტყვაში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივასაც შეეხო, რომელიც თანამედროვე რეალობაში ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას ეხება და რომლის თაობაზეც საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ორიოდ კვირაში გაიმართება. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ეს ინიციატივა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის, რაც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, საქართველოს ამ პროექტის მნიშვნელოვან მონაწილედ აქცევს და სატრანზიტო ხიდის ისტორიული ფუნქციის შესრულებას დაუბრუნებს.

„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვითარდება ყველა სფეროში. კერძოდ, დღეისათვის ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში და დღითიდღე იზრდება ჩინური კომპანიების დაინტერესება ამ მიმართულებით; სწრაფად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, მათ შორის ჩინურ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის ხარჯზე; ჩინეთი დღეს არის საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის; იზრდება საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ასევე ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებშიც“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების 66-ეწლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერიის და საკრებულოს პირველი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ავთანდილ ოთინაშვილი

დიდი აბრეშუმის გზის ახალი პროექტი „ერთი სარტყელი–ერთი გზა“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015 16:43

ჩინეთის წამყვანი საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. „მე ვფიქრობ, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დავოსის საზაფხულო ფორუმში მონაწილეობდა. „საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა ინვესტიციების, წარმოების, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის“. მინისტრი მიესალმა მარტში, ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ მშენებლობის პროექტში საქართველოს თანამშრომლობის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებას და დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა არის არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი, არამედ პერსპექტივა რეგიონისა და მთლიანად ევრაზიული კონტინენტისთვის. „პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო მარშუტების მოდერნიზაცია და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. „ქართული ბიზნესი დაინტერესებულია ამ შეთანხმებითა და პოტენციური თანამშრომლობით“. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც საუკეთესოდ გამოდგება ჩინური კომპანიებისათვის სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, განაცხადა მინისტრმა. ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის - ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველო გეგმავს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის მრავალმხრივი მართვის საბჭოს ჩამოყალიბებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალური სატრანსპორტო მარშუტის ეფექტურად მართვას. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში შენდება რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს. ეს გზა პეკინიდან მომავალ სატვირთო მატარებლებს საშუალებას მისცემს ევროპაში დაახლოებით 20 დღეში ჩავიდნენ - რაც ფულისა და დროის დიდ რესურსს დაზოგავს. "თბილისი - აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელსაც საქართველო ოქტომბერში უმასპინძლებს, ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონალური თანამშრომლობას განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნებმა დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. "ჩინური კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საწარმო კომპონენტების ჩვენს ქვეყანში ექსპორტირებისათვის, რომელიც შეგროვდება საქართველოში და გაიყიდება ევროპის ქვეყნებში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე“,  განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან. მინისტრის თქმით, 2014 წელს ჩინეთი გახდა საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირველად ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში ყველაზე დიდი ინვესტორი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. ჩვენ მივესალმებით ჩინელი ინვესტორების მონაწილეობას შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტრანსპორტი, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სფეროები. "ერთ-ერთი კერძო ჩინური მედია კომპანია ჩინური სილამაზის კონკურსს საქართველოში მართავს, რაც, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი კულტურულ ურთიერთობებსა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმი, ასევე არის ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების ეფექტური ინსტრუმენტი.

ჩინეთში მომხდარ აფეთქებებს 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2015 13:47

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა მოუწოდეს მთავრობის წევრებს გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების გადასარჩენად.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-ს ცნობით, ოთხშაბათს ღამით, ქალაქ ტიანძინის ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად  44 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა გააკეთა განცხადება, რომ მომხდარ ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ და ყველა ინფორმაცია საზოგადოებისათვისაც გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილას მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ. გარდა ამისა მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც.
ჩინეთის ქალაქ ტიანძინში  ორი ძლიერი აფეთქეფის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად პორტში მდებარე საწყობში  ადვილადაალებადი ნივთიერებების პარტია აფეთქდა, რაც მეორე საწყობთან ახლოს მდებარე საწვავის ტერმინალის აფეთქების მიზეზი გახდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დარტყმითმა ტალღამ 1000-მდე ავტომობილი დააზიანა და 2 კილომეტრის რადიუსში მდებარე სახლების ფანჯრები ჩაამწხვრია.

აფეთქებების შემდეგ, სასაწყობე ზონაში ხანძარი გაჩნდა. ჩინეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ხანძრის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების აღკვეთა მოხერხდა, თუმცა ცეცხლი ჯერ სრულად ლოკალიზებული არ არის, რადგან საწყობში მდებარე ფეთქებადი ნივთიერებების გამო, ცეცხლსაქრობი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ასევე მოგახსენებთ, რომ ხანძრის ჩაქრობსი პროცესში, სწორედ ამ ნივთიერებების გამო კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 36 მეხანძრეა დაკარგული, ჭრილობები და დამწვრობები აქვს დაახლოებით 400 ადამიანს, მათ შრის 30 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მთელი ქალაქის მასშტაბით სისხლის ჩასაბარებელი მობილური პუნქტებია გახსნილი.

თვითმხილველები აცხადებენ რომ  ადგილზე ქიმიკატების სუნი იგრძნობოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰაერის სინჯის აღების შედეგად, ქალაქში საშიში ნივთიერებების გავრცელება არ დადასუტურდა.

აფეთქებების შემდეგ, ჩინეთის ქალაქ ტიანძინის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, თუმცა სამხედროებმა სიტუაციის დარეგულირება და მოქალაქეების დამშიდება შეძლეს. აფეთქებულ საწყობებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა, ყოველი შემთხვევისთვის ევაკუირებულია. 

ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას მაქსიმუმი გააკეთონ ხალხის გადასარჩენად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 16:20

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა გაკეთდეს მაქსიმუმი იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც შენსის პროვინციის ქალაქ შანლოში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ნანგრევებში მოყვნენ.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-ს ცნობით, ოთხშაბათს დილით,  შენსის პროვინციის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სამთომომპოვებელი კომპანიის შენობა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიფარა. შედეგად 40 ადამიანი უკვალოდ გაქრა.

მომხდარის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას იმოქმედოს ოპერატიულად, გადაარჩინონ ადამიანები და დაეხმარონ დაზარალებულების ოჯახებს.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა ასევე დაავალა მთავრობის წევრებს დაუყოვნებლივ წამოიწყონ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. გარდა ამისა, მათ უნდა დაადგინონ პოტენციური გეოლოგიური უბედურების ზარალი და რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანონ დარჩენილი მოსახლეობა სტიქიის ზონიდან.

ამ დროისათვის  სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური