თბილისში გაიხსნა ჩეხური ლუდის დღეები 2020

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 12:14

ჩეხური ლუდის დღეები 2020 მიმდინარეობს 23-25 ივნისს თბილისში, 19:00-დან 23:00 საათამდე და მიზნად ისახავს ჩეხური ლუდისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას. ღონისძიებას მასპინძლობს ახლადგახსნილი ჩეხური პაბ/რესტორანი "ულვა".

აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ფესტივალის მოტივი და ძირითადი მიზანია ჩეხური კულტურის პრეზენტაცია.

23 ივნისს, 19:00 საათზე პაბ/რესტორან "ულვა"-ში ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებას თან ახლდა ძალიან ლამაზი გარემო. საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი „ფიგურა“ იყო საუკეთესო ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. იგი ხაზს უსვამს და წარმოაჩენს ჩეხეთის ლუდის წარმოების საუკეთესო ტრადიციებს. ეს ღონისძიება, ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისათვის ჩეხური ლუდის და სამზარეულოს ტრადიციების გაცნობას.

ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩეხური ლუდის დღეების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ნამდვილი, იმპორტირებული ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. 

„პილსნერ ურქველი“ შეიქმნა 1842 წელს პლზენში, დასავლეთ ბოჰემიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითვლება ისტორიულად პირველი ლაგერის ტიპის ლუდად.

ეს დახვეწილი, გამაგრილებელი ოქროსფერი ლაგერი დამზადებულია ადგილობრივი ინგრედიენტებით: ტკბილი მორავიული ქერით, ოდნავ მწარე სააზის სვიით, მსუბუქი პლზენის წყლით. მზადდება ქვედა ტიპის დუღილით საფუართან ერთად.

ლუდს დაერქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც შეიქმნა და დღესაც იხარშება (პლზენი).

ბოლო 178 წლის განმავლობაში, პილსნერის სტილის ლაგერი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდი. მსოფლიოში წარმოებული 10 ლუდიდან შვიდი ამ ინოვაციას ეფუძნება. ბევრი პილსნერის სტილის ლუდი არსებობს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი არის ორიგინალი.

ავთანდილ ოთინაშვილი

ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ივნისი 2018 14:50

2018 წლის 18-დან 21 ივნისამდე შედგება სამედიცინო ტექნიკის წარმოებით დაკავებულ ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში. ამ ფირმების წარმომადგენლები ეწვევიან საქართველოს ქალაქ ბათუმსა და თბილისს, სადაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე წარმოადგენენ სამედიცინო აღჭურვილობის თავიანთ ნიმუშებს. ვიზიტის მთავარი მიზანია კავშირების დამყარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ოფიციალური ქართული წრეების წარმომადგენლებთან და სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო პრეზენტაციაზე ეპატიჟება ყველა მსურველს (პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დიპლომატიური მიღება).

პრეზენტაციები ჩატარდება:

ბათუმში: 2018 წლის 19 ივნისს 10:30 დან 12:30 საათამდე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში (რევაზ კომახიძის ქ. 119)

თბილისში: 2018 წლის 21 ივნისს 15:30 დან 17:30 საათამდე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამ. 37, კორპ. VI).  

მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები შეძლებენ საელჩოს თანამშრომელთან დაკავშირებას ნომერზე: 577 79 70 92

ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:24

ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ - საქართველოს დელეგაციის შეხვედრა  ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან დღეს საქართველოს პრემიერის  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის   ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრისას სენატის თავმჯდომარის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და მზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური