თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 01 ნოემბერი 2019 10:08

31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდა იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკის კონცერტი გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი 2019 16:21

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში აწყობს ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელიც გაიმართება 2019 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს 19.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის 7).

კონცერტში მონაწილეობენ მოწვეული თანამედროვე ჩეხი მუსიკოსები ბატონი იაროსლავ სვეჩენი და ქალბატონი ლუცი ტოზი, რომლებიც შეასრულებენ ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკურ ნაწარმოებებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდება იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

მცირე ლუდსახარშებთან დაკავშირებული სამეწარმეო მისია ჩეხეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 11:22

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ 16-დან 20 ოქტომბრამდე ორგანიზებას უწევს ქართველ მეწარმეთა ჩეხეთში გამგზავრებას მცირე ლუდსახარშებთან დაკავშირებით.

ვიზიტის მიზანია - აჩვენონ ქართულ კომპანიებს ჩეხეთში მომუშავე მცირე ლუდსახარშები და მათი წარმოების შესაძლებლობები.

ქართველი მეწარმეები დაათვალიერებენ მცირე ლუდსახარშებს პრაღასა და ჩეხეთის სხვა პატარა ქალაქებში. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები ჩეხეთის ექსპორტის ბანკთან და ექსპორტის საგარანტიო და სადაზღვეო  საზოგადოებასთან.

ჩეხეთის მხარე უზრუნველყოფს სასტუმროში დაბინავებას, კვებასა და ჩეხეთის ფარგლებში გადაადგილებას. მონაწილეებს მოუწევს მხოლოდ პრაღაში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენა.

დაინტერესებული მეწარმეები უნდა დაუკავშირდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში ელექტრონულ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING არაუგვიანეს 2017 წლის 15 სექტემბრამდე.

ჩეხეთის საელჩოში ჩეხური სპორტული საზოგადოება "სოკოლის" დაარსებიდან 110 წლისთავი აღინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 11:00

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაცია "ლასკა-პრაღამ" ერთობლივად აღნიშნეს საქართველოში ჩეხური სპორტული საზოგადოება"სოკოლის" დაარსებიდან 110 წლისთავი, რომელიც გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, 2017 წლის 17 მაისს.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ თენგიზ გაჩეჩილაძე სპორტული გაზეთ "ლელოს" ყოფილი რედაქტორი და ამჟამად საპატიო რედაქტორი, კოსტანტინე ლაშხი-საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის თავმჯდომარე და სვეტლანა სოკოლი - საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაცია "ლასკა-პრაღა"-ს წევრი.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური