თბილისში გაიხსნა ჩეხური ლუდის დღეები 2020

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020 12:14

ჩეხური ლუდის დღეები 2020 მიმდინარეობს 23-25 ივნისს თბილისში, 19:00-დან 23:00 საათამდე და მიზნად ისახავს ჩეხური ლუდისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას. ღონისძიებას მასპინძლობს ახლადგახსნილი ჩეხური პაბ/რესტორანი "ულვა".

აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ფესტივალის მოტივი და ძირითადი მიზანია ჩეხური კულტურის პრეზენტაცია.

23 ივნისს, 19:00 საათზე პაბ/რესტორან "ულვა"-ში ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებას თან ახლდა ძალიან ლამაზი გარემო. საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი „ფიგურა“ იყო საუკეთესო ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. იგი ხაზს უსვამს და წარმოაჩენს ჩეხეთის ლუდის წარმოების საუკეთესო ტრადიციებს. ეს ღონისძიება, ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისათვის ჩეხური ლუდის და სამზარეულოს ტრადიციების გაცნობას.

ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩეხური ლუდის დღეების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ნამდვილი, იმპორტირებული ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. 

„პილსნერ ურქველი“ შეიქმნა 1842 წელს პლზენში, დასავლეთ ბოჰემიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითვლება ისტორიულად პირველი ლაგერის ტიპის ლუდად.

ეს დახვეწილი, გამაგრილებელი ოქროსფერი ლაგერი დამზადებულია ადგილობრივი ინგრედიენტებით: ტკბილი მორავიული ქერით, ოდნავ მწარე სააზის სვიით, მსუბუქი პლზენის წყლით. მზადდება ქვედა ტიპის დუღილით საფუართან ერთად.

ლუდს დაერქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც შეიქმნა და დღესაც იხარშება (პლზენი).

ბოლო 178 წლის განმავლობაში, პილსნერის სტილის ლაგერი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდი. მსოფლიოში წარმოებული 10 ლუდიდან შვიდი ამ ინოვაციას ეფუძნება. ბევრი პილსნერის სტილის ლუდი არსებობს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი არის ორიგინალი.

ავთანდილ ოთინაშვილი

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 10:05

17 ოქტომბერს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გაბიდვნის და დაზიანების აღმოჩენის საშვალებას იძლევა არხის გათხრისა და მოასფალტებული ზედაპირის დაზიანების გარეშე.

ეს, 300 000 ევროს ღირებულების სისტემა, პირველია საქართველოში, რომელსაც ჩეხური კომპანია „Zikmund“-ი პროექტ „Aid for Trade”-ის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, და ასევე ჩაატარებს უფასო ტრეინინგს მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქართული და ჩეხური კომპანიების წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და შევეცდებით ასეთი სახის თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მან სხვა სფეროებიც მოიცვას“, - დასძინა პ. მიკისკამ.

თავის მხრივ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს და კომპანია „Zikmund“-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის და დაამატა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის გააგრძელოს და კიდევ უფრო გააფართოვოს თანამშრომლობა ჩეხურ კომპანიასთან.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური