ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ივნისი 2018 14:50

2018 წლის 18-დან 21 ივნისამდე შედგება სამედიცინო ტექნიკის წარმოებით დაკავებულ ექვსი ჩეხური კომპანიის ვიზიტი საქართველოში. ამ ფირმების წარმომადგენლები ეწვევიან საქართველოს ქალაქ ბათუმსა და თბილისს, სადაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე წარმოადგენენ სამედიცინო აღჭურვილობის თავიანთ ნიმუშებს. ვიზიტის მთავარი მიზანია კავშირების დამყარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ოფიციალური ქართული წრეების წარმომადგენლებთან და სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო პრეზენტაციაზე ეპატიჟება ყველა მსურველს (პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დიპლომატიური მიღება).

პრეზენტაციები ჩატარდება:

ბათუმში: 2018 წლის 19 ივნისს 10:30 დან 12:30 საათამდე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში (რევაზ კომახიძის ქ. 119)

თბილისში: 2018 წლის 21 ივნისს 15:30 დან 17:30 საათამდე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამ. 37, კორპ. VI).  

მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები შეძლებენ საელჩოს თანამშრომელთან დაკავშირებას ნომერზე: 577 79 70 92

მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის გახსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 20 იანვარი 2017 13:00

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტომაშ პერნიცკიმ ოფიცილურად გახსნა ახალი მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს განვითარების და მხარდაჭერით პროექტის - “ახალი გამოწვევები პედიატრიული ონკო/ჰემატოლოგიუტი დაავადებების დიაგნოსტიკაში საქართველოში’’ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ‘’ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის’’ მიერ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლაბორატორიის შექმნაში ასევე გარკვეული წვლილი შეიტანა საქველმოქმედო ორგანიზაციამ - ‘საქართველოს ამერიკელი მეგობრები’ და ს/ს თელასმა.
პირველად საქართველოში, აღნიშნულ ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვებისათვის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკურ კვლვების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის სტანდარტებს, შესაძლებელს გახდის სამკურნალო პროტოკოლების განახლებას და პაციენტებზე ზუსტად მორგებული ქიმიოთერაპიის შერჩევას.
ლაბორატორია იფუნქციონირებს ‘‘ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის’’ და მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.
სამუშაო პროცესი წარიმართება მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (პრაღა, ჩეხეთი) ზედამხედველობით. 2017 წელს დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი და ლაბორატორიის პერსონალის ტრეინინგი მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

ჩეხეთის ელჩს საქართველოში ახალი ლიმუზინი ŠKODA SUPERB-ი გადაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი 2016 10:15

ჩეხეთის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიჩკის ახალი ლიმუზინი ŠKODA SUPERB-ი გადაეცა. ამის შესახებ „ნიუსდეის“ ჩეხეთის საელჩოდან შეატყობინეს.
„იბერია ავტო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ჯოხაძემ ჩეხეთის ელჩს სავტომანქანის გასაღები გადასცა და მას წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ტომას პერნიჩკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ჩეხეთის საელჩოსა და „შკოდა ცენტრის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
ŠKODA SUPERB-ი 2001 წელს გამოჩნდა ბაზარზე, ხოლო 2006 წელს ამ მოდელმა მოდიფიცირება განიცადა. მიუხედავად თავისი პოპულარობისა ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში მხოლოდ ერთი ŠKODA SUPERB-ის მოდელი გაიყიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ŠKODA OKTAVIA, რომელიც საქართველოში მრავლად დადის.
ავტომობილის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალს, 11 ოქტომბერს გაიმართა.
ღონისძიებას ჩეხეთის საელჩოს, კომპანია „შკოდას“ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჩეხეთის ელჩი ახალ ლიმუზინს მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 10:31

ჩეხეთის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიჩკის ახალ ლიმუზინის ŠKODA SUPERB-ს მოდელი გადაეცემა. ამის შესახებ „ნიუსდეის“ ჩეხეთის საელჩოდან შეატყობინეს.
ŠKODA SUPERB-ი 2001 წელს გამოჩნდა ბაზარზე, ხოლო 2006 წელს ამ მოდელმა მოდიფიცირება განიცადა. მიუხედავად თავისი პოპულარობისა ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში მხოლოდ ერთი ŠKODA SUPERB-ის მოდელი გაიყიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ŠKODA OKTAVIA, რომელიც საქართველოში მრავლად დადის.
ავტომობილის გადაცემის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს 15:30 სთ-ზე გაიმართება.
ღონისძიებას ჩეხეთის საელჩოს, კომპანია „შკოდას“ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური