ხელბურთში ქალთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 18:03

გლდანში, ცერცვაძის სახელობის აკადემიაში დაიწყო საქართვეოს ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთელ ქალთა შორის. მონაწილეობს 5 გუნდი.

ქალთა ეროვნული ჩემპიონატი უკანასკნელად 2006 წელს გაიმართა და იქამდეც მხოლოდ პერიოდულად ეწყობოდა ხოლმე. ხელბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქალთა ხელბურთში პროგრესის მიღწევა და სხვადასხვა ასაკებს შორის უწყვეტობის შენარჩუნება გახლავთ.

წლევანდელ ჩემპიონატში ძირითადად 1998-99 წლებში დაბადებული გოგონებით დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ - ეს ის ასაკია, რომელშიც 2015 წელის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. ოღონდ, სხვადასხვა გუნდებში უკვე არიან მათზე უფროსი ხელბურთელებიც, ვისაც თამაშისთვის თავი ჰქონდა დანებებული და უმცროსებიც. ასაკობრივი პირველობებიც, 2000-01 და 2002-03 წლებში დაბადებულთ შორის, თავისი რიგით გაიმართება.

გოგონათა ნაკრებს 2016 წელს სამი საერთაშორისო შეჯიბრება უწევს. მარტში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაა ოცწლამდელთ შორის და ასევე - ჩელენჯ ტროფი ეროვნულ ნაკრებებში (საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ორივე ამ ტურნირის მასპინძლობაზე აქვს განაცხადი შეტანილი). ივნისში 1998-99 წლებშ დაბადებულთა ნაკრები გაემგზავრება შვედეთში, ევროპის ღია პირველობაზე სათამაშოდ. რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ ასაკის გოგონათ ბაზაზე შეიქმნება ეროვნული გუნდიც.

რაც შეეხება ტურნირს, ჯერჯერობით 2 თამაშიდან 2 მოგებით ლიდერობს საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი გოგონათა შორის, ყვარლის გუნდი. დაუმარცხებლად არიან თბილისელებიც - პეგასი და მამული.

ხელბურთი. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი

გლდანი, 9 ნოემბერი

ყვარელი - ფოთი 26-9

ყვ: გუბელაძე - ქიტესაშვილი 11, ს. იორდანიშვილი 5, კუნელაშვილი 5, თეთრაშვილი 2, კუპატაძე 2, თ. იორდანიშვილი 1, მიხელიძე, ლეშკაშელი, ფუღიაშვილი, თინამაგომედოვა, ოსეფაშვილი, კორახშვილი, ტოჩილაშვილი - მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი

ფოთ: ჯავახია, ახობაძე - ხურცილავა 3, კვაჭაძე 2, სანაია 1, გუჯაბიძე 1, ჯგერენაია 1, სურგულაძე 1, ბერაია, დუდუჩავა, ფაცურია, ბაირამიდი, შინკარენკო, კუბლაშვილი, რიჟამაძე, ყუფუნია - მწვ. დ. გეფერიძე

პეგასი - წყალტუბო 31-22

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა - ჩოგოვაძე 9, ჩოხელი 8, ბერიძე 5, ვენეცკი 3, მორჩაძე 3, სარაჯიშვილი 1, ქებაძე 1, გაგნიძე 1, კახაია, ჯიქურაშვილი, მაისურაძე, ჩხაიძე - მწვ. ნ. წივწივაძე

წყ: ჯიქია, ჩავჩიძე - ჯანელიძე 10, ჯავახაძე 6, ჯიმშელეიშვილი 5, ჩირგაძე 1, მამარდაშვილი, ჯიშკარიანი, თვალაძე, დარსაველიძე, დახუნდარიძე, დანგაძე, ფანცულაია - მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე

10 ნოემბერი

მამული - ფოთი 37-19

მამ: ვარდიშვილი - ყველაშვილი 13, ჯაღათაშვილი 10, ღვალაძე 9, ჯავახიშვილი 3, დავლაძე 1, გიორგაძე 1, მირზოევა, შახულოვა, აბრამიშვილი, ომიაძე, იაშვილი, გოგიჩაიშვილი - მწვ. ჯ. კასიანი

ფოთ: ჯავახია, ახობაძე - ხურცილავა 6, გუჯაბიძე 4, დუდუჩავა 3, სურგულაძე 3, ბერაია 2, ჯგერენაია 1,

კვაჭაძე, ფაცურია, ბაირამიდი, შინკარენკო, კუბლაშვილი, რიჟამაძე

ყვარელი - წყალტუბო 31-13

ყვ: გუბელაძე - მიხელიძე 9, ქიტესაშვილი 7, კუნელაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 5, ფუღიაშვილი 3, თეთრაშვილი 2, კუპატაძე 1, თ. იორდანიშვილი, ლეშკაშელი, თინამაგომედოვა, ოსეფაშვილი, კორახაშვილი

წყ: წყ: ჯიქია, ჩავჩიძე - ჯანელიძე 7, ჯავახაძე 2, ჩირგაძე 2, მამარდაშვილი 1, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი, ჯიმშელეიშვილი, თვალაძე, დახუნდარიძე, დანგაძე, ფანცულაია

მსაჯები: გ. სურმავა, ი. გოგოლაძე, ა. მღებრიშვილი, შ. სტურუა, ზ. აბრამიშვილი, ზ. ცინცაძე

დელეგატი: ე. არაბული

--

ყვარელი 4 ქულა (2 თამაშიდან), მამული 2 (1), პეგასი 2 (1), წყალტუბო 0 (2), ფოთი 0 (2)

--

11 ნოემბერი

13:00 მამული - პეგასი

14:30 ფოთი - წყალტუბო

12 ნოემბერი

13:00 მამული - წყალტუბო

14:30 პეგასი - ყვარელი

13 ნოემბერი

13:00 პეგასი - ფოთი

14:30 ყვარელი - მამული

ქართველმა სპორტსმენებმა აიკიდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 20:49

მსოფლიო აიკიდოს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 

22-25 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ფიშში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ სიხარულიძემ და ივანე ბიბილაშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს. სამწუხაროდ მსაჯთა უხეში შეცდომების და მიკერძოების გამო, რეზო ცქიფურიშვილი და გიორგი ბეკოშვილი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ჩემპიონატს. თუმცა მონაწილეთა და მაყურებელთა დიდი სიმპატია დაიმსახურეს.

როგორც საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ სიხარულიძემ გვიამბო, საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა: ივანე ბიბილაშვილი, რეზო ცქიფურიშვილი, გიორგი ბეკოშვილი და თვითონ ვახტანგ სიხარულიძე. ცქიფურიშვილის და ბეკოშვილის წყვილი აშკარად ფავორიტები იყვნენ აღნიშნულ ტურნირზე, თუმცა მსაჯთა მიკერძოების გამო ისინი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. 

ხოლო სიხარულიძემ და ბიბილაშვილმა კატაში დაძაბული შეხვედრების შემდეგ ჰოლანდიის, ბრიტანეთის და ფინალში იაპონიის წყვილთან, საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 2009 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებს მესამე ადგილი ქონდათ მოპოვებული, რაც წელს ოქროს მედლით შეიცვალა.

ჩემპიონატზე მონაწილებდა დაახლოებით 300 სპორტსმენი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ბრაზილია, იაპონია, ბრიტანეთი, ბელგია, ესპანეთი, რუსეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, უკრაინა, შვეიცარია და საქართველო. უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მედლებს მხოლოდ იაპონელი, ბრიტანელი და ქართველი სპორტსმენები დაეუფლნენ.

ამჟამად საქართველოს აიკიდოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც მომავალ წელს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართება და ქართველები შეეცდებიან შეინარჩუნონ შარშან მათ მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონების ტიტული.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთთან ბოლომდე იბრძოლა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 22:28

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს  ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო შეხვედრა ჩაატარა.  ქართველი გოგონები ჩეხეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, ჯვაროსნები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, აღსანიშნავია, ქართველთა მეკარის ზუსტი თამაში. ტაიმის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან ქართველთა კაპიტანი ტატა მატეევა გააძევა.

მეორე ნახევარში ქართველები იბრძოდნენ, თუმცა რაოდენობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა. მე-60 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, რამდენიმე წუთში კი პირველი გოლის ავტორმა ლუსი ვონკოვამ დუბლი გაიფორმა და სხვაობა 2-მდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 0:3 მარტინკოვამ დააფიქსირა.

საქართველოს  ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, უეფას 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

უკრაინას ევრობასკეტ 2017-ის თანამასპინძლობა სურს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 15:50

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა მიმდინარე წლის დეკემბერში გაირკვევა, მანამდე კი პირველი განაცხადი უკვე გაკეთებულია - უკრაინამ მომავალი ევრობასკეტის თანამასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა.

უკრაინას ისედაც უნდა ემასპინძლა რამდენიმე დღის წინ დასრულებული ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა მათ ქვეყანაში მიმდინარე არეულობამ ფიბა-ევროპა აიძულა, კონტინენტის პირველობა სხვა ქვეყანაში გადაეტანა. მოხდა ისე, რომ პირველად, ისტორიაში, ევრობასკეტს რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ტურნირი 4 ქვეყანაში ჩატარდა და ამ სისტემამ, როგორც იტყვიან, გაამართლა.

შესაბამისად, ფიბა-ევროპამ განაცხადების მიღება როგორც ევრობასკეტის ერთპიროვნულ, ისე ჯგუფურ მასპინძლობაზეც გამოაცხადა. ამავდროულად, ისიც ცნობილია, რომ ფიბა-ევროპა უკრაინელებს დაჰპირდა, თუკი მათ ქვეყანაში მშვიდობა ჩამოვარდებოდა, მომავალ - 2017 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის უფლებას მათ დაუბრუნებდა. უკრაინაში ომი დღემდე მძვინვარებს, თუმცა ეს არ ეხება ქვეყნის უმეტეს ნაწილს, სადაც ადამიანები ჩვეულ რიტმში ცხოვრობენ და მშვიდობიან ტერიტორიებზე შეუზღუდავად ტარდება ნებისმიერი სახის ღონისძიება.

ასე და ამგვარად, უკრაინელებმა ჭკუა იხმარეს და ფიბა-ევროპას ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობას სთხოვენ. განაცხადი უკვე გაკეთებულია, ევროკალათბურთის მამები კი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოიტანენ. თუკი ევრობასკეტი კვლკავ იგივე სისტემით ჩატარდა, როგორც წლეულს, უკრაინა დიდი ალბათობით რომელიმე ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს. 

მოფარიკავე ირმა ხეცურიანის ვერცხლის მედალი პარაოლიმპიელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 13:58

უნგრეთის ქალაქ ეგერში პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ფინალში გასვლა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

"ბ" ჯგუფში მან ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა მოიგო, დაამარცხა რუსი-ნოროვა,უკრაინელი- იერინა, პოლონელი პასეკი, ბელარუსი- კასტიუჩკოვა, შემდეგ ნახევარფინალში გადასასვლელი მოუგო პოლონელ იოანა ჟეპვას 15:6, ნახევარფინალში დაამარცხა პოლონელი პატრისია ჰერეზა და ფინალში ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა უკრაინელ პოზდნიაკთან 13:15.

აღსანიშნავია რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდა 300 მდე სპორტსმენი. უნდა აღინიშნოს ქართველი პარაოლიმპიელი მოფარიკავის რომან აბაშიძის წარმატებაც. მან 16 საუკეთესოში მოსახვედრად სძლია იტალიელ ოლიმპიურ ჩემპიონს პელეგრინს და მოიპოვა სალიცენზიო ქულები.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური