გოკა და ლადო გაბაშვილების სკანდალური ჩანაწერი – ძმები სააკაშვილზე ,ახალაიაზე და ადეიშვილზე ლაპარაკობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 10:00

უკრაინული საიტი uarevo.in.ua სავარაუდოდ, გოკა და ლადო გაბაშვილების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ძმები  პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ. ჩანაწერში გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილს გიჟს უწოდებს და ამბობს, რომ მას, გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას ებრძვიან. საუბარში გაბაშვილები უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ ზურაბ ადეიშვილს, დავით საყვარელიძეს, მურთაზ ზოდელავას, ბაჩო ახალაიას და სხვებს.
“ჯერჯერობით იღრინებიან, მგონი დაალაგებენ ტრ…ებს. დაბოღმილები არიან რომ ვუგებთ. „კუჩკა-კუჩკა“ დადიან და ჭრიჭინებენ, რომ კიდევ სხვა პოსტზე ვცადოთ, ყრილობა მოვიწვიოთ-ო. ჩვენ შევუთვალეთ, რომ ეგ ყრილობა კარგად არ დამთავრდება თქვენთვის და არავისთვის. ჩვენ ვეუბნებით რომ შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა არავის არ აწყობს ახლა.
მიშა არის ინიციატორი ამ ყველაფრის, მაგრამ ვითომ არ ჩანს. ადეიშვილი, ვარშალომიძე, მურთაზ ზოდელავა, მაქაური პრ….ჭები, საყვარელიძე, ვინც არიან უკრაინაში და ციხიდან ბაჩო და რაღაცა… ყველა ერთად, ბოკერიას, მე, გიგის – ჩვენ სასტავს გვებრძვიან და უნდათ ჩაჩოჩება. ჩვენ ვეუბნებით, რომ შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე, აგერ ვართ და თუ არა და შეიტენეთ ტრ…ში და ვნახავთ, რასაც იზამთ თქო თქვენი დედაც მოვ….თო… იმის მაგივრად, რომ ბიძინაზე ფიქრობდეს, ჩვენზე ფიქრობს ტიპი. ჯერ ოდესაზე უნდა ფიქრობდეს, მერე ბიძინაზე და ბოლოს ჩვენზე. ის კი ჯერ ჩვენზე ფიქრობს და მერე ყველა დანარჩენზე. ეჭვიანობს, რომ ისე დავლაგდებით, ეგ აღარ დაგვჭირდება, ეჭვიანობს, ნუ, გიჟია. რათ უნდა უნდოდეს ბაჩოს და ადეიშვილის დალაგებული პარტია, არ გამოჩნდება რომ ეგენი ალაგებენ თუ რა? და ხალხი აღფრთოვანებით შეეგებება ქართულ პოლიტიკაში ამ ორი დიდი მოღვაწის გაბლატავებას თუ რა იქნება? იმის მაგივრად, რომ მალავდეს და აჩოჩებდეს თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს, ისევ იმათ ეყრდნობა და მარტო იმათი იმედი აქვს და იყოს, ახლა, რა ვუყოთ ჩვენ. გიჟია რა, ხელისუფლების გიჟია. არ უნდა ჯანმრთელი ადამიანები, მონები უნდა. ჩვენ მონები ვერ გავხდებით. ვინც ჰყავს მონები, იმათ ეყრდნობა. სამ კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებრძვის იქიდან და იმდენი ნამუსიც არ აქვს, რომ გიგისთან ბრძოლა არ იკადროს. რეკავს ხალხთან და ეუბნება, რომ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხია”, – ამბობს გოკა გაბაშვილი. 

სუს-ი რომეო საჯაიას დაკითხავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:46

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დათა ახალაიას ადვოკატს ელოდებიან. 

რომეო საჯაიასთან გამოძიებას კითხვები უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აქვს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული სატელეფონო დიალოგი კვლავ ცოცხალი ძალის მობილიზებას ეხება. საუბარში ნახსენებია სპეცრაზმი და ხალხის შეკრება ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ შენობასთან. 

გავრცელებულ ჩანაწერს რომეო საჯაია ფაბრიკაციას უწოდებს, სიტყვის თავისუფლების დასაცავად კი მოქალაქეების მობილიზებას ადასტურებს.

"თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ეს დანაშულია და ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ" - საია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:03

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობოების ნაწილის აზრით, ეს ადასტურებს, რომ ისევ გრძელდება მოსმენები და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს იმ კითხვას, რამდენად კანონიერად არის ჩანაწერი მოპოვებული. თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული და უკანონო მოსმენები კვლავ გრძელდება, ეს დანაშულია და ამ დანაშაულისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთოხებისთვის ასევე საფრთხის შემცველია თუ ხელისუფლება თავად არღვევს კანონს,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. საუბარია 

უკრაინული გამოცემის  მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას რუსთავი 2 ის აღსრულებისგან დასაცავად ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილი ბოკერიას საუბრის დეტალები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:28

 “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”-ამ სათაურით უკრაინული ვებგვერდი wikileaks.center საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.
გიგა ბოკერია: გავიმეორებ, ის ბიჭები სტარტზე არიან. ისინი რეალურად ყველაფერს გადაუვლიან, მაგრამ ერთია, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი.
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკეთესია! ნიკა რომ მაგრად არ დაზარალდეს, იყოს დასისხლიანებული, უფრო ეფექტურად გამოიყურება.. თუკი ქალს სცემენ, ქალს ბავშვთან ერთად, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ვინმე შეარჩიე კოლექტივიდან. ამ თემას ბომბივით ავაფეთქებთ. პინგვინის ამ ბანდის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. საჭიროა, ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს. გვარამიასგან გმირს შევქმნით, ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. შენი ნიღბიანი ბიჭები შეუმჩნევლად უნდა გაქრნენ.
ამავე მასალის თანახმად, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და არც ნიკა გვარამიას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამჟღავნდება, ყველაფერი ჩამოიშლება. ბოკერიას თქმით, ის ბიჭებთან პირდაპირ არ კონტაქტობს, არამედ “გაგუშა” მუშაობს მათთან და თავად ამ საქმეში არ გამოჩნდებიან. “სცენარი დამუშავებულია, ოპერატორი იქნება რუსთავი 2-დან, ის ყველაფერს დააფიქსირებს. ბიჭებს ეცოდინებათ და მას ხელს არ ახლებენ. ამის შემდეგ ყველა თურქეთში შეუმჩნევლად გადავა. ამ ყველაფრისთვის 160 უნდა გამოიყოს”.
მიხეილ სააკაშვილი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყველაფერს გადაწყვეტს, ის ახლა თბილისში არ არის. ზურამ გააფრთხილა და თავის თანხას შენ მოგიტანს. მთავარია ყველაფერი სწორად წარმოვაჩინოთ. რუსთავზე თავდასხმისა და მსხვერპლის ფონზე ამ ნაბიჭვრებს გადავაგდებთ! ვინ არის მოძალადე ყველა ნახავს. გიგა! შეხვდი გიორგის (მარგველაშვილს). ჩემგან მადლობა გადაუხადე და სთხოვე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება მოიწვიოს ელჩები, იქ სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ.
გიგა ბოკერია: მარგველას დილითვე შევხვდები, როგორც კი ჩავფრინდები. გამოვა, აბა სად წავა. ჩვენმა გეგმამ რეალურად შეიძლება გადაარჩინოს ტელევიზია და ჩვენი მოძრაობა. როგორც კი ფულს მივიღებ, დავიწყებთ.
საიტზე გამოქვეყნებული სტენოგრამის თანახმად, საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სთხოვს, შეეცადოს, სასამართლო სხდომამდე გააკეთოს, მერე კი სასამართლო საჭირო აღარ იქნება.
ამავე ტექსტის თანახმად, გიგა ბოკერია პირობას აძლევს, რომ მოასწრებს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძე ადეიშვილზე ყოფილა განაწყენებული და ამიტომ დათანხმდა საქმის განხილვას. “სასამართლოში ჩვენი ხალხია დარჩენილი და ვიცი როგორც დავაშინებთ. ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესი სასამართლოდან აქტიურად არიან ჩართულები. ეს თემა ზურას მიყავს. მთავარია დაგეგმილი ზუსტად გავაკეთოთ და როგორც შენ თქვი, სასამართლო აზრს დაკარგავს”.

სკანდალი და ფარული ვიდეო ჩანაწერი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 12:56

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით ფარული კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელშიც რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე პრეზიდენტს გრიგორი სურკისს და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება. კადრები, "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. არველაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების და ერთ-ერთი დაკავებული დელეგატის გეგა გობეჯიშვილის შესახებ საუბრობს. 
"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.
3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური