დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019 11:03

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართულ შშმ პირთა დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე შეირჩა 47 შშმ პირი.
 
ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა -მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს.
 
"იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება და ვიცით, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულად დგას შშმ პირთა დასაქმების საკითხი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მთელს ქვეყანაში უნდა გაიშალოს.
 
მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღვნიშნოთ შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით", - განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.
 
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
 
არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამ პროცესში ყველა არ იყოს ჩართული, ყველას პოტენციალი არ იყოს თანაბრად გამოყენებული, რადგან ჩვენი ქვეყანა  მდიდარია ადამიანური რესურსით. საუბარია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების გამოყენებასა და მათ დასაქმებაზე. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა.
 
ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.
 
დღევანდელ ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობს და მინდა მადლობა გადავუხადო დასაქმების ფორუმში მონაწილე კერძო სექტორის ყველა ამ კომპანიასა და სახელმწიფო უწყებას.
 
დღევანდელ ფორუმს ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა მოჰყვეს, პროცესში მეტი კომპანია ჩაერთოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
დასაქმების ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.
 
ფორუმში მონაწილეობდა 22 კომპანია, მათ შორის: საქართველოს რკინიგზა, ვიქტორია სექიურითი, აჭარა ჯგუფი, TBC დაზღვევა გეფა, არტ ვუდი, გუდვილი, ეკო ენდ კომპანია, ჯეოპროდუქტი, იკეა, გოჩიტსი, UGT, თბილსერვისი, დიო და სოციალური საწარმოები: კოდალა, ახალგაზრდული სახლი, ბაბალე, შშმ პირთა დასაქმების კავშირი.

თურქეთის საელჩოს განცხადება თბილისის მერიისათვის შშმპ ლიფტების გადაცემის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 14:24

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ქ. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს. საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ.დოლარს შეადგენს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 დეკემბერი 2017 19:31

ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!

ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.

მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.

მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
პატივისცემით,
ირაკლი ლომოური

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 27 მარტი 2017 14:52

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები.
ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს. ამჟამად 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.
ბენეფიციარები ვაუჩერული წესით ფინანსდებიან სახელმწიფოსგან.

დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე ბავშვთა სახლი ფუქნციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცა ,ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამუშავებს დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებს ანალოგიურ სერვისებს აწვდის.
საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი- ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზის და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო.
გახსნის ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ინფრასტრუქტურას, ასევე დღის ცენტრების მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, სპეციფიკას, გეგმებს. საზეიმო ღონისძიებაზე სერვის-პროვაიდერმა -ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს- ლიბერთი-ბანკს, იაპონიის საელჩოს და მაკლეინის ასოციაციას მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ფოეიში არსებულ „ნატვრის ხეზე“ დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და თავისი მხარდაჭერა გამოეხატა.
დღის ცენტრის საზეიმო გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ , იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

„ ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, ეს ის მიმართულებაა, რომელიც წლების მანძილზე ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება“ . - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

„ შშმპ-ებისთვის სერვისების შეთავაზება , მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მხარში გვიდგანან და ანვითარებენ ამ სერვისებს. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და უცხოელი მეგობრების დახმარება . ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ შშმ პირების მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ. იმედი გვაქვს უფრო მეტი ინიციატივა და მზაობა იქნება კერძო სექტორიდან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო.დღეს საქართველოში შშმ პირთა 64 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. იმედი გვაქვს ეს სერვისები კიდევ უფრო განვიტარედება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისათვის“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ

პროექტი „შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 16:21

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებთან - ია მაკასარაშვილთან და რატი იონათამიშვილთან ერთად  ერთად პროექტის „შშმ პირებისდასაქმების ხელშეწყობა“ დახურვას  დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
გიორგი ალიბეგაშვილმა  ბენეფიციარებს პროექტის დასრულება მიულოცა და მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებაში  საკრებულოს მხრიდან დახმარებას დაპირდა.
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი პროექტები შშმ პირებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის ფარგლებში, რომელიც  საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით“ ორგანიზებითგანხორციელდა, 15 ბენეფიციარი გადამზადდა.
ონაწილეებს ტრენინგები სოციალური უნარების განვითარებისსამოქალაქო განათლებისდა დასაქმების ხელშეწყობის თემებზე ჩაუტარდათკურსის დასრულების შემდეგბენეფიციარებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ
ღონისძიებას თბილისის მერიის წარმომადგენლებისაქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ლურჯი ფრინველის“ ფარგლებში შშმ პირებისთვის ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა შეიქმნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 15:15

ბორჯომში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი აშენდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 11:06

18 ივლისს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება ქ. ბორჯომში შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია.

 აღნიშნული დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და  საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის პროცესში.სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF, რომელიც ჩართული იქნება ფართის სარეკონსტრუქციო და აღჭურვით სამუშაოებში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის - MAC დღის ცენტრს დაეხმარება კადრების გადამზადებაში, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სარემონტო სამუშაოების ნაწილს.

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების გაძლიერებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვების მშობლებთან.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებელის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი.

 

 

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 14:28

14 ივნისს შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს მხარდაჭერითა  და ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით,  9 აპრილის ბაღში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები.

  • 17:00-18:00-მსვლელობა რედისონიდან 9 აპრილის ბაღამდე,
  • 18:00-18:30- ინტეგრირებული ესტაფეტა გუნდური პრინციპით,
  • 18:30-19:30- სპორტული ცეკვის ფესტივალი, (ეტლით მოცეკვავე და ამპუტანტ მოცეკვავეთა დუეტი)
  • 19:30-20:00- ინტეგრირებული ჯგუფების მიერ შშმ თემატიკაზე გადაღებული ფოტოების გამოფენა-კონკურსი,
  • 20:00-22:00- ღონისძიების დასკვნითი ნაწილი-დაჯილდოება და ინკლუზიური კონცერტი.

შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 14:08

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან გაატარა.

როგორ ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების კონცეფცია პრაქტიკაში - ეს წარმოადგენდა მინისტრის ვიზიტის მიზანს პროფესიულ სასწავლებელში, სადაც სხვა სტუდენტებთან ერთად, 15 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ეუფლება პროფესიას.

ბოლო წლების განმალობაში პროფესიული განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა ინკლუზიური განათლების დანერგვის მიმართულებით, რაც საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კერძოდ: 2013 წლის შემდეგ პროფესიულ განათლებაში 400-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი ჩაერთო, მათი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სისტემაში დაინერგა სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისი (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი და სხვ.) 5 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს უნივერსალური დიზაინის პრინციპების განთვალისწინებით, განხორციელდა სპეციალისტების გადამზადება, დაიწყო ქართული ჟესტური ენის განვითარება და სხვადასხვა სახის ვიწრო სპეციალისტების მომზადება.

პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტის დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მთავარ კითხვას წარმოადგენდა რამდენად შეცვალა პროფესიულმა განათლებამ და მოზარდების არჩევანმა მათი ცხოვრება, რას გეგმავენ ისინი მომავალში და რას ეტყოდნენ თანატოლებს, რომლებიც შესაძლოა არჩევანის წინაშე დგანან და გარკვეული შესაძლებლობათა შეზღუდვა მათთვის პიროვნულ ბარიერს წამოადგენს მიიღონ განათლება მაშინ, როდესაც ნებისმიერ ადამიანს აქვს მისწრაფება იყოს რეალიზებული და შეძლოს დამოუკიდებელი არსებობა საზოგადოებაში. ინკლუზიურობის პრინციპი განათლებაში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შეუძლებელია საზოგადოება იყოს ერთსახოვანი და მას ჰქონდეს განვითარების ამბიცია. შესაბამისად, საგანმანთლებლო სისტემა უნდა იყოს ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული და ყველას აძლევდეს განათლების მიღების თანაბარ შანსს.

შშმ და სოციალურად დაუცველი მოზარდები ბაკურიანში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 13:48

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოზარდებს დედაქალაქის მერია ულოცავს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი მთის კურორტზე დასასვენებლად გააცილეს. ბავშვების ბაკურიანში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ. 

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და „ბავშვთა კულტურულ – გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ბაკურიანში, სასტუმროებში – „თბილისსა“ და „ვერე პალასში“ 3 600 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს, მათ შორის 600 შშმ პირი და მათი მომვლელია. ორივე ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეს, ბაკურიანში 200 დამსვენებელი გაემგზავრა.
დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში შშმ და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა კურორტზე მთელი ზაფხულის განმავლობაში დაისვენებენ.

კურორტებზე ყველა ავტობუსს სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების ეკიპაჟები, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გააცილებენ, რომლებიც დამსვენებელთა დაბინავებამდე ადგილზე დარჩებიან.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური