მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 12:15

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

28-30 ივლისს ზღვისპირა რაიონებში ამინდი გაუარესდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 ივლისი 2017 13:00

28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალადნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს.

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 12:40

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი. როგორც newsday.ge-ს   გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა დღეს საღამოს შავი ზღვის სანაპიროზე   4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

აჭარის სანაპიროზე შტორმია- არასტაბილური ამინდი 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 11:36
აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ ცენტრალური გზა დატბორა და გზაზე მოძრაობა 1 საათით შეაფერხა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

 

4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში.

არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით 24-25 გრადუსამდე დაეცემა.

 

 

წყალდიდობა და შტორმი ბათუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 11:56

წყალდიდობა ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში წუხელ ჭყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ძლიერმა წვიმა  ყველაზე მეტად ჭაობის დასახლება დააზარალა. დატბორილია ეზოები და სარდაფები. 
ბათუმის სანაპიროზე  4-დან 4.5-მდე ბალის შტორმი დაფიქსირდა. მაშველებმა ზღვიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს.

განადგურებული ვერტმფრენები და დატბორილი ქუჩები-დუბაიში სტიქიას ებრძვიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 21:09

დუბაიში სტიქიას ებრძვიან - გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა აეროპორტის პარალიზება გამოიწვია.  განადგურებულია ვერტმფრენები და სამგზავრო თვითმფრინავები. სტიქიის შედეგად დაზიანდა სასტუმროები, დატბრილია ქუჩები, ჩაიძირა ავტომობილები, ქალაქში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაა, დაიხურა სკოლები და ბანკები, დახურულია საფონდო ბირჟაც.ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში გამოსვლას ვერ ახერხებს. სინოპტიკოსები ჯერჯერობით ვერ აკეთებენ პროგნოზსს, თუ როდის შეწყდება წვიმა და ქარიშხალი. 

ძლიერი შტორმი შეერთებულ შტატებში-არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:29
ძლიერმა შტორმმა შეერთებული შტატების სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებს გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ვირჯინია დააზარალა. არის მსხვერპლიც. 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი, იმ დროს დაიღუპა, როდესაც მათი საცხოვრებელი ქარმა წაიღო. დაზარალებულ რეგიონებში ვირჯინიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უამინდობის გამო სტიქიის ზონაში ამ დრომდე შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. სასწავლო პროცესი შეწყდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებშიც.

შტორმის შედეგად კალიფორნიაში სტუდენტები დაიკარგნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:03

კალიფორნიაში დაკარგულ სტუდენტებს ეძებენ. 5 მეტრიანმა ტალღებმა შტორმის დროს სანაპიროს გადაუარა და სანტა კრუზის უნივერსიტეტის კოლეჯის 5 სტუდენტი გაიტაცა. სამმა ოკეანიდან ამოსვლა მოახერხა. დანარჩენ ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიაში გადაუღებლად წვიმს, რასაც ძლიერი ქარი ახლავს თან. სანტა კრუსში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები. ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერმა ქარმა ხეებიც წააქცია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს სახლებთან დამცავი ბარიკადების ასაგებად მოემზადონ.

კალიფორნიაში ძლიერი შტორმია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 11:57

კალიფრონიის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაზიანდა მაგისტრალები და შენობები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.

მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა კალიფორნიაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

თურქეთის სანაპიროსთან შტორმს 6 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 09:49

თურქეთის ქალაქ ჩეშმეს სანაპიროსთან ექვსი ავღანელი ბავშვი დაიღუპა, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.
ნავი, რომელსაც ავღანელი დევნილები გადაჰყავდა, შტორმის შედეგად გადატრიალდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩვილია. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხუთი მიგრანტის გადარჩენა შეძლო, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. 
სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 10 თვის განმავლობაში მილიონ 200 ათასი მიგრანტია გადასული.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური