ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
დამატებითი სერვისები დროებითი მოთავსების იზოლატორებში არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სათანადო სერვისით უზრუნველყოფის თემაზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა, ახლად დამტკიცებული რეგულაციები და დანერგილი სიახლეები განიხილეს. ღონისძიებაზე გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რაც დაკავებული არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.
კონფერენცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურილი ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო საქართველოს შს სამინისტროს მხარდაჭერა, დროებითი მოთავსების იზოლატორების შესაძლებლობების განვითარების კუთხით.
ნაქურდალი მობილურების გასაღების ფაქტი
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ნაქურდალი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდნენ.
სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ., 1976 წელს დაბადებული ო.გ., 1968 წელს დაბადებული თ.პ., 1985 წელს დაბადებული მ. ჯ., 1989 წელს დაბადებული ი.ქ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. აღნიშნულმა პირებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი.
გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
თბილისში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული ბ.ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)
გამოძიება მიმართავს სასამართლოს, გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს
"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით),"- აღნისნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი - „ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს“.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა კომისიური (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.
„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული."- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში
ვაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობისთვის 17 წლის ბრალდებული დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული
"რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზეა დაბარებული. მოწმის სტატუსით მისი დაბარება უკანონო მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში ადვოკატთან ერთად მისვლას 18:00 საათისთვის აპირებს.
რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირი დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.
საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით).
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება
2 აპრილს საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნება.
ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TCR Touring Car Racing-ის დირექტორი, მარჩელო ლოტი ეწვია.
ხელმოწერის ცერემონიას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, შსს-ს სპორტული კლუბის - MIA FORCE-ის წევრი, მსოფლიო ჩემპიონი და შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიის სახე - დათა ქაჯაია, TCR International-ის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შსს-ს სპორტული კლუბის - MIA Force-ის ახალი პრეზიდენტი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარუდგინა.
არჩილ თალაკვაძემ და მარჩელო ლოტიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.
ხელმოწერის ცერემონიაზე შს მინისტრმა TCR International-ის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„საქართველო ყოველთვის განებივრებული იყო ოლიმპიური ჯილდოებითა და სხვადასხვა ხარისხის მედლებით. თუმცა, არცთუ ხშირად გვქონდა იმის საშუალება, რომ გვემასპინძლა მაღალი რანგის სპორტული ასპარეზობისთვის. და ახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და მისი სპორტული კლუბის დიდი ძალისხმევის შედეგად, ავტოსპორტის ვარსკვლავებს ქართულ ავტოდრომზე, მაღალი კლასის შეჯიბრებაზე ვიხილავთ. ეს იქნება კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. საქართველო უმასპინძლებს ავტოსპორტით დაინტერესებულ ტურისტებს და მიმზიდველი ქვეყანა გახდება სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც. გარდა ამისა, ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ არჩევანი გააკეთონ ჯანმრთელი და წარმატებული მომავლის სასარგებლოდ“.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 727 აბი, ასევე, „მდმა“-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ე.ი.-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).