ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს, - შალვა ხუციშვილი ხვედელიძეზე თავდასხმის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 15:01

"პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ  ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს ალბათ გვეტყვის  გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს და დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას ანუ ცემას,“  - აღნიშნული განცახადებაშს მინისტრის  მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძეზე განხორციელებული თავდასხმის სესახებ გააკეთა.

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:11

მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ., რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები.

პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „ბიო“ ამოიღო.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული.

ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მიმდინარე წლის 29 მარტს შოთა პ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

შოთა პ. ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.

პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა.

ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 მარტი 2017 12:30

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 27 მარტი 2017 12:55

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ს. თბილისში, სერგო ჯიქიას ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

გიორგი მღებრიშვილმა ნატოში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 10:58
ბრიუსელში სამუშო ვიზიტით მყოფი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნატოში საქართველოს მისიას ეწვია. შს მინისტრმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა. პაპუნა დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან იგი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. პაპუნა დავითაია დიდ ბრიტანეთში, ნორთვუდში მსახურობს. ნატო-ში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ხელს უწყობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სა და საქართველოს შსს-ს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას.

გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში სამუშაო თათბირი ჩაატარა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 15:53
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა. შს მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა.

გარდაბანში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 13 მარტი 2017 12:01
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.მ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ჰ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული გარდაბანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოქტომბრის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, „ტტ“-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტები და 15 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

თბილისში უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 09:59
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული პ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი ამფეტამინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, პ.ა.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:22
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას - ეკატერინე ერაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე პირადად მიულოცა, თაიგული გადასცა და წარმატებები უსურვა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები დედის დღესთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდნენ. შსს-ს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, ასევე, დედის დღე მიულოცეს თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს და თაიგულები გადასცეს.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 11:40
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ნ.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 27,16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,57 გრამ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური