რობიზონ ხურცილავას ოჯახში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 15:35

სამართალდამცველებმა ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად დაესხნენ თავს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლიდან კი გაიტაცეს ძვირფასეულობა დაVOLKSWAGEN-ის მარკის ავტომანქანა.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

შსს-ს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 11:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრი დავით ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით (ETCC) რბოლაში კვლავ ლიდერობს. 

შსს-ს ცნობით, ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში 5-6 სექტემბერს გაიმართა, დავით ქაჯაიამ თავის კლასში (TC2T) პირველი ადგილი დაიკავა. 

გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი პირველად იღებს მონაწილეობას და განვლილი ოთხი ეტაპის მიხედვით, დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ჩემპიონატი 6 ეტაპად იმართება და ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები მასპინძლობენ.

ქურდობისთვის თბილისში 24 წლის პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 17:48

 ნაციოანლური მოძრაობის ქონების ქურდობისთვის თბილისში 24 წლის პირი დააკავეს.შსს-ს ინფრმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინება პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის ქურდობის შესახებ მიიღეს.გამოძიებამ კი დაადგინა, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის თანამშრომელმა მიისაკუთრა.ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ პერსონალური კომპიუტერი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ”გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე”

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 06 სექტემბერი 2015 10:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა მეორე სამმართველოს, საპატრულო პოლიციის და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

შსს-მ დედოფლისწყაროში „სილქნეტის“ სერვისცენტრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 აგვისტო 2015 12:08

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სილქნეტის“ სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში ფარულად შეაღწია და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა. მომხდარი ქურდობის შედეგად, კომპანია „სილქნეტმა“ 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თეიმურაზ ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 29 აგვისტო 2015 11:29

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სომხეთის მოქალაქეები, 1976 წელს დაბადებული გარნიკ კ. და 1966 წელს დაბადებული ჰაიკ ჰ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გარნიკ კ-ს პირადი ჩხრეკისას 0,007788 გრ ბუპრენორფინი, ხოლო ჰაიკ ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 0,05 გრ მეთადონი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს მეთადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 13:39

ბორჯომში სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს. ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  მიკროავტობუსით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობდნენ. როდესაც მიკროავტობუსიდან ჩავიდნენ, ტრანსპორტში დარჩათ საფულე პირადი საბუთებით, 2 საკრედიტო ბარათი, სადაზღვევო პოლისის და სამგზავრო ბარათები, 2300 ევრო და 160 ლარი.

სამართალდამცველებმა დაადგინეს მიკროავტობუსი, რომლითაც სლოვაკი ტურისტები მგზავრობდნენ, დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.

სამართალდამცავებმა რუსული ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 15:11

სამართალდამცველებმა თბილისსა და რუსთავში კუსტარულ საწარმოებში დამზადებული დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ბრენდების ფალსიფიცირებულ პროდუქციას ამზადებდნენ.

დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 11:13

შსს-მ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

დაკავებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საკურორტო დასახლება შეკვეთილში, სასტუმრო „ოლიმპის“ ერთ-ერთ ნომერში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი მან შეკვეთილში, სასტუმრო „გურია პალასის“ ერთ-ერთი ნომრიდან მოქალაქის კუთვნილი, „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კ. შეკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება წურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 აგვისტო 2015 12:54

ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო სამაშველო ოპერაცია ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

სამაშველო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.

თუშეთის სხვადასხვა სოფლიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ომალოში ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით განხორციელდა. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩამოიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) მეშვიდე სასაზღვრო სექტორის (ომალო) თანამშრომლებმა ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა საკვებით მოამარაგეს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური